29 მარტი, პარასკევი, 2024

ახალი თაობა სახელმწიფო ენის ცოდნის პერსპექტივას ხედავს

spot_img

 

თსუ-ს იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვუ­სალ მა­მე­დო­ვი მარ­ნე­ულ­ში, სო­ფელ სა­დახ­ლო­ში და­ი­ბა­და. მის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ამ­ბობს, რომ იქ შე­მოდ­გო­მაც სხვა­ნა­ი­რია, თბი­ლი­სუ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი: „უცებ იფეთ­ქებს ხოლ­მე ხა­ლა­სი და მკვეთ­რი ფე­რე­ბი… ბრჭყვი­ა­ლებს და თვალს გჭრის… გე­უბ­ნე­ბა: „ნა­ხე, რა ლა­მა­ზი და კარ­გი ვა­რო…“

ოჯახ­ში ოთხ­ნი არი­ან. მი­სი ძმა 19 წლი­საა და ისიც თსუ-ში სწავ­ლობს. მშობ­ლებ­მა ქარ­თუ­ლი არ იცი­ან, ენის არ­ცოდ­ნას საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს აბ­რა­ლებს: „ჩე­მი მშობ­ლე­ბი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის თა­ო­ბაა, რო­ცა ჩვენ­თან სტუმ­რად სომ­ხე­ბი ან ბერ­ძ­ნე­ბი მო­დი­ან, დედ-მამა მათ რუ­სუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბი­ან, მა­შინ რო­ცა მე, ჩემ სო­მეხ და ბერ­ძენ მე­გობ­რებს, ქარ­თუ­ლად ვე­საუბრე­ბი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა“. — ამ­ბობს ვუ­სა­ლი.

მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი სა­დახ­ლოს პირ­ველ სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო, რა­საც ბე­ჯი­თად სწავ­ლას უმად­ლის. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­დახ­ლოს სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, მაგ­რამ, ზოგადად, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან. წუხს, რომ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე არ იყო მკაც­რი კონ­ტ­რო­ლი, რაც ხში­რად მოს­წავ­ლე­თა არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, არ იყო შე­სა­ბა­მი­სი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რის შე­დე­გა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­თა­ნა­დო და კვა­ლი­ფი­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღებ­დ­ნენ: „მარ­თა­ლია წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ეს უფ­რო მე­ტად ჩე­მი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად და­ვიმ­სა­ხუ­რე, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ნე­პო­ტიზ­მით ან კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის შე­დე­გად არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს, რის გა­მოც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბი იჩაგ­რე­ბი­ან“.

ვუ­სა­ლი მე­ო­რე კლა­სი­დან რე­პე­ტი­ტორ­თან და­დი­ო­და. რო­გორც ამ­ბობს, მა­მა­მი­სის­თ­ვის ბა­ბუ­ას ურ­ჩე­ვია, ვუ­სა­ლი ქარ­თუ­ლის შე­სას­წავ­ლად კერ­ძო მას­წავ­ლე­ბელ­თან ეტა­რე­ბი­ნა, რად­გან მი­აჩ­ნ­და, რომ მი­სი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მათ შო­რის ვუ­სა­ლი, სკო­ლა­ში ქარ­თულს სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ის­წავ­ლიდ­ნენ. „მა­შინ რე­პე­ტი­ტო­რი ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იყო. 5-6 რე­პე­ტი­ტო­რი შე­ვიც­ვა­ლე. ბა­ბუა, რო­მე­ლიც ჩე­მი იდე­ა­ლია, თვლი­და, რომ, ჩე­მი წარ­მა­ტე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ. ქარ­თუ­ლი უფ­რო მე­ტად ჩე­მი მცდე­ლო­ბით, სი­ბე­ჯი­თით ვის­წავ­ლე, ვიდ­რე რე­პე­ტი­ტორ­თან. მათ ხე­ლი შე­მიწყ­ვეს ენის დაწყე­ბით დო­ნე­ზე სწავ­ლა­ში. ძა­ლი­ან ბევრს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად ის­წავ­ლე­ბა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე“.

ვუ­სალს ძა­ლი­ან მოს­წონს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა, რო­გორც სკო­ლა­ში, აქაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია: „ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ფა­კულ­ტე­ტი, მი­სი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი და კურ­სე­ლე­ბი რო­გორც ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ისე ბერ­ძ­ნე­ბი, სომ­ხე­ბი, ქის­ტე­ბი და ა.შ. უცხო გა­რე­მო­ში ადაპ­ტი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნა, რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბის და უბ­რა­ლოდ შე­ნი სამ­შობ­ლოს ენის, თუმ­ცა თუ ენა სრულ­ყო­ფი­ლად არ იცი, დიდ პრობ­ლე­მას არც ეს ქმნის, რად­გან ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი და, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი ენის კარ­გად მცოდ­ნე სტუ­დენ­ტე­ბი, ყო­ველ­მ­ხ­რივ გიწყო­ბენ ხელს, რომ იზო­ლი­რე­ბუ­ლი არ იყო, უნ­დათ, ყვე­ლა საქ­მე­ში მათ­თან ერ­თად ჩა­ერ­თო. მე ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და ამი­ტომ მიყ­ვარს ჩე­მი კურ­სე­ლე­ბი“.

ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა (1+4), რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით ამოქ­მედ­და, ვუ­სალ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და ახ­ლა ის თსუ-ს იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მის კვლე­ვამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო შე­ეს­წავ­ლა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა და რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ის, რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა გა­მოკ­ვე­თა, რომ­ლებ­ზე რე­ა­გი­რე­ბაც, პროგ­რა­მის დახ­ვე­წის მიზ­ნით, აუცი­ლე­ბე­ლია. კერ­ძოდ, ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (1+4) გავ­ლის შემ­დ­გომ, სტუ­დენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ვე­ღარ გა­და­დის მომ­დევ­ნო დო­ნე­ზე, რის გა­მოც ზო­გი­ერ­თი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტი რო­გორც ენობ­რი­ვი, ისე ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ არის. ვუ­სა­ლი პ­როგ­რა­მის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს — იდეა მოს­წონს, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა­ში მი­სი ქმე­დი­თო­ბის ნაკ­ლე­ბად სჯე­რა, რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევს: „ერ­თი წე­ლი ძა­ლი­ან ცო­ტაა იმ სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რო­მელ­მაც სა­ერ­თოდ არ იცის ქარ­თუ­ლი. ერთ წე­ლი­წად­ში მი­სი ცოდ­ნის დო­ნე ვერ გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი­სას. პროგ­რა­მის და­დე­ბი­თი მხა­რე უდა­ვოა: ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა; ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია; თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნის გა­მო შექ­მ­ნი­ლი დის­კომ­ფორ­ტი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის).

უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ის არის, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც ამ პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი იჩაგ­რე­ბი­ან. ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ სა­კუ­თარ თავ­ზე და­კის­რე­ბულ დიდ მო­ვა­ლე­ო­ბას და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, ხო­ლო სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ასეთ მას­წავ­ლე­ბელ­თან მოხ­ვ­და, იჩაგ­რე­ბა.

თუმ­ცა, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თუ თა­ვად ადა­მი­ანს აქვს მონ­დო­მე­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია, ეს გა­რე­მო­ე­ბა, რო­გორც წე­სი, მის­თ­ვის და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი არ უნ­და იყოს“.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, იმა­ტა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბის ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­რიცხ­ვის სიხ­ში­რემ, რაც ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის (1+4) პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, პროგ­რა­მის შექ­მ­ნამ­დე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სომ­ხეთ­ში ან აზერ­ბა­ი­ჯან­ში მი­დი­ოდ­ნენ, რად­გან მათ არ შე­ეძ­ლოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქარ­თულ ენა­ზე ჩა­ბა­რე­ბა. „ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ჩვე­ნი „გა­დამ­რ­ჩე­ნია“. ჭკვი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა მო­დის და მათ უკ­ვე შე­უძ­ლი­ათ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის პერ­ს­პექ­ტი­ვის და­ნახ­ვა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია“. — ამ­ბობს ვუ­სა­ლი.

კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის და­საქ­მე­ბის ხელ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა­ცაა, თუმ­ცა, რო­გორც ვუ­სა­ლი შე­ნიშ­ნავს, და­საქ­მე­ბის­თ­ვის ენის არ­ცოდ­ნა ერ­თა­დერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა და კრი­ტე­რი­უ­მი არ არის. რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ისე არა­ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­ქო­ნაა, რად­გან დიპ­ლო­მი ყვე­ლა­ფერს არ წყვეტს!

იგი ზო­გად პრობ­ლე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა. კი­დევ ერ­თი სა­კითხი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მას ეხე­ბა. ერთ-ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ხში­რად 1+4 პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი თავს დის­კ­რი­მი­ნი­რე­ბუ­ლე­ბად გრძნო­ბენ, რო­გორც ლექ­ტო­რე­ბის და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, ასე­ვე თა­ნა­ტო­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა ვუ­სა­ლი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტის შემ­ს­წ­რე თა­ვად არას­დ­როს ყო­ფი­ლა და ის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. წუხს, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი ვერ ხე­და­ვენ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის ატეს­ტა­ტი საკ­მა­რი­სია, იმუ­შა­ვე­ბენ ხე­ლოს­ნე­ბად, მკე­რა­ვე­ბად და ა.შ. ვუ­სა­ლის აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლებ­მა არა მარ­ტო სა­გა­ნი უნ­და ას­წავ­ლონ, არა­მედ მშობ­ლებ­საც უნ­და აუხ­ს­ნან გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა: „აი, ესაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მშობ­ლებ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ გო­გოს­თ­ვის სწავ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია, მან უნ­და ის­წავ­ლოს ქარ­თ­ველ გოგო­ნებ­თან და ბი­ჭებ­თან ერ­თად. კლას­ში 30 ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვით, მხო­ლოდ ორ­მა ჩა­ვა­ბა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, მე და ერ­თ­მა გო­გო­ნამ, მე 100%-იანი გრან­ტით მოვ­ხ­ვ­დი. ორი მოს­წავ­ლე ცო­ტაა, მარ­ტო ბი­ჭებ­მა კი არა, გო­გო­ნებ­მაც უნ­და ის­წავ­ლონ თბი­ლის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში, ხე­ლოს­ნო­ბა­სა და მკე­რა­ვო­ბა­საც ხომ სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა“.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ვუ­სალს 3-4 წლით სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლად, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აპი­რებს, მო­სა­მარ­თ­ლე გახ­დეს და თსუ-ში იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კითხოს: „მას­წავ­ლებ­ლო­ბა იმი­ტომ მინ­და, რომ ვხე­დავ ჩემს სო­ფელ­ში რა პრობ­ლე­მე­ბი­ცაა. არ მინ­და ისე გა­მოჩ­ნ­დეს, რომ არა­ვინ სწავ­ლობს ან არ ას­წავ­ლის. უბ­რა­ლოდ, ის, რაც დღეს არის, საკ­მა­რი­სი არაა, ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი“.

მა­კა ყი­ფი­ან­ი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები