23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ახალ როლში ვინაცვლებ რწმენით, რომ მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენელთა ხმა უფრო გაძლიერდება

spot_img

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი დაინიშნა.

„მე ვინაცვლებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, საკურაციო სფეროდ მათი ფსიქოლოგიური მომსახურების სამსახური მაქვს განსაზღვრული. ახალ როლში ვინაცვლებ რწმენით, რომ მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენელთა ხმა უფრო გაძლიერდება და მათი საკეთებელი საქმე უფრო აღიარებული იქნება საგანმანათლებლო სივრცეში ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფთან სამუშაოდ – ბავშვებთან და მოზარდებთან. ამ იმედს ჩემი გამოცდილებაც მიძლიერებს. ამასთან, დღეს, როდესაც სოციალური მუშაობის განათლების სისტემაში გაძლიერება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ჩემს ჯაფას ამ სექტორში ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ, რასაკვირველია, ვრჩები გამგეობის რიგით წევრად, მუდმივად კონტაქტში ვიქნები თქვენთან და დარწმუნებული ვარ არა ერთ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ერთად! “ – წერს ქალბატონი ნინო სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გვერდზე.

თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობის შესახებ ამბობს, რომ ასოციაციამ მკვეთრად გამოკვეთა როგორც ორგანიზაციული, ასევე პროფესიული იდენტობა, გამოხატა პრინციპული პოზიცია, გაიზარდა და გაძლიერდა როგორც პროფესიულად, ასევე ორგანიზაციულად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ „შევძელით მთავარი – დავარღიეთ მითი იმის შესახებ, რომ სოციალური მუშაობა მხოლოდ უშუალო პრაქტიკაა, რომ სოციალური მუშაკის როლი მხოლოდ ამა თუ იმ ჯგუფთან ან პრობლემაზე მუშაობაა, რომ სოციალური მუშაკი მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემების ჩახშობაზე უნდა მუშაობდეს. თუმცა, უდიდესია სოციალური მუშაკის როლი ინსტიტუციური ბარიერების რღვევაში და ჩვენ, სამწუხაროდ, პოზიციონირება უფრო აქტიურად შევძელით, ვიდრე რეალურად ბარიერების რღვევა. სფეროთი სულ უფრო და უფრო მეტი ახალი აქტორი ჩნდება, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა თანამშრომლობის მოდელები და პროფესიაზე ცნობიერების დონე საზოგადოებაშიც და გადაწყვეტილების მიმღებთა შორისაც კვლავ სივრცეს ტოვებს დახვეწისათვის.“ – წერს ნინო შატბერაშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები