29 მარტი, პარასკევი, 2024
spot_img
თითქმის 20 წელია, რაც საქართველოში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს გამოაცხადა და ის 1996 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება. საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 23 აპრილიდან, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები