27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

spot_img

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.

წელს კონკურსს ახალი კატეგორიები დაემატა და გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს: ⇒ წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ⇒ წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, ⇒ წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ⇒ წლის პროფესიული განათლების სტუდენტი,⇒  წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, ასევე, პროფესიულ განათლებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და მათი დაინტერესება, შეიძინონ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები და აიმაღლონ კვალიფიკაცია დასაქმების მიზნით.

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ფონდის ვებგვერდზე www.millennium.org.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 მაისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები