9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა კოხტაში

spot_img

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შენობაში 9 საკლასო ოთახი, 1 ლაბორატორია და კვების ბლოკია განთავსებული, მოეწყო სკოლის ეზო, სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული.

სოფელ კოხტაში ახალი სკოლა როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი.

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, სოფლის მოსხლეობას მივულოცო ეს დიდი ამბავი და ყველას ვაცნობო, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, შენობაში შეხვდებიან. მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა და ბავშებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი სწავლისთვის.“

სკოლა ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო, პროექტის სრული ღირებულება 1 782 350 ლარია.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები