19 ივლისი, პარასკევი, 2024

70%-100%-იანი გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერა

spot_img
70%-100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, ასევე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად. შემდეგი პრინციპით: სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი; სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://shorturl.at/atDVW
მატერიალური ფორმით დოკუმენტები სტუდენტმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)
ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/lCIMU
დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 15 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის (18:00 საათი) ჩათვლით.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები 2024

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები