17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024
spot_img

4 აგვისტოს 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა. აბიტურიენტთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტებს და სწორ პასუხებს დღეს გამოქვეყნდა, ხოლო შედეგების ნახვის შესაძლებლობა გამოსაცდელებს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ექნებათ.

? ? ?

✔️ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი. მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან, გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები