3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

5 ფილ­მი უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­საც­ნო­ბად

spot_img
ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სკო­ლებ­ში ფილ­მებს წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ სას­წავ­ლო რე­სურ­სად.  ჩვენს სკო­ლებ­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის, თარ­გ­მ­ნი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო, ის­ტო­რი­უ­ლი თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფილ­მე­ბის სიმ­წი­რი­სა და ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლო  ფილ­მე­ბის სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო და უფ­რო მეტს სა­უბ­რო­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში „ფილ­მე­ბით სწავ­ლე­ბის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე.
ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­ებს  უკეთ აღაქ­მე­ვი­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეხ­მა­რე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, უმუ­შავ­დე­ბათ ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი, უღ­რ­მავ­დე­ბათ ცოდ­ნა. 
ამ სტა­ტი­ა­ში ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ის­ტო­რი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში იმ ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ასა­ხა­ვენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ­სე­ბულ აბ­სურ­დუ­ლო­ბას, ტყუ­ილს, მო­რა­ლურ ხრწნას, სი­სას­ტი­კეს, ტე­რორ­სა და ცენ­ზუ­რას.
ამ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა და წყა­რო, რა­თა იცოდ­ნენ, რა იყო, რას და­ვუს­ხ­ლ­ტით და რას აღარ უნ­და და­ვუბ­რუნ­დეთ არას­დ­როს.
მა­თი დახ­მა­რე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, უფ­როს­კ­ლა­სე­ლები ჩარ­თონ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, იმ­ს­ჯე­ლონ, ას­წავ­ლონ დაკ­ვირ­ვე­ბა დე­ტა­ლებ­სა და მოვ­ლე­ნებ­ზე, მა­ნამ­დე კი, რა თქმა უნ­და, თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ შეს­წავ­ლი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ფილ­მი კონ­ტექ­ს­ტის, გა­და­ღე­ბის დრო­ის, ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას­ში ფა­რუ­ლად ჩაქ­სო­ვი­ლი თე­მე­ბის ამოც­ნო­ბაც რომ შეძ­ლონ  და უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცენ. ამი­ტომ, სტა­ტი­ის­თ­ვის შერ­ჩე­უ­ლი ფილ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­თან ერ­თად, გთა­ვა­ზობთ ანა­ლიზს, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე­ე­ბის თვალ­საზ­რისს ეყ­რ­დ­ნო­ბა.

„გი­ორ­გო­ბის­თ­ვე“ (1966)

რეჟ. ოთარ იოსე­ლი­ა­ნი

1967 წლის და­საწყის­ში პირ­ვე­ლად უჩ­ვე­ნეს ეკ­რან­ზე ოთარ იოსე­ლი­ა­ნის „გი­ორ­გო­ბის­თ­ვე“. ფილ­მ­მა დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. საბ­ჭო­თა კრი­ტი­კამ და­ი­წუ­ნა სუ­რა­თი, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­წერ­და იმ დროს გა­მე­ფე­ბულ სი­ყალ­ბეს, უკა­ნო­ნო­ბას, საქ­მის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შეს­რუ­ლე­ბი­სა და გულ­გ­რი­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ას.

„…„გი­ორ­გო­ბის­თ­ვეს“ ომი, ცხა­დია, თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­უცხა­და. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის უმაღ­ლეს­მა პარ­ტი­ულ­მა ორ­გა­ნომ (ცე­კა) არა­ერ­თი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რომ­ლებ­შიც ფილ­მის აკ­რ­ძალ­ვას მო­ითხოვ­დ­ნენ.  სა­ლან­ძღა­ვი ტექ­ს­ტე­ბი იმ დრო­ის გა­ზე­თებ­შიც გავ­რ­ცელ­და. „მა­ყუ­რე­ბელ­თა მოთხოვ­ნაა კი­ნო­ფილ­მი მო­იხ­ს­ნას ეკ­რა­ნე­ბი­დან და გა­ნად­გურ­დეს,“ – მი­მარ­თავ­დ­ნენ კომ­პარ­ტი­ის თე­ლა­ვი­სა და ახ­მე­ტის რა­ი­კო­მის მდივ­ნე­ბი ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვანს, ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს“ – აღ­ნიშ­ნავს კი­ნომ­ცოდ­ნე ზაკ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ის ასე­ვე იხ­სე­ნებს შეხ­ვედ­რას მა­რი­ნა ქარ­ცი­ვა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ფილ­მ­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს: „…რაც შე­ე­ხე­ბა ცე­კა­ში გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს, რო­გორც მა­რი­ნა ქარ­ცი­ვა­ძეს­გან გა­ვი­გე, მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა მშრო­მე­ლე­ბის და­წე­რი­ლი არ იყო. ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. რო­დე­საც მჟა­ვა­ნა­ძეს იოსე­ლი­ა­ნის­თ­ვის წე­რი­ლე­ბი უჩ­ვე­ნე­ბია, ფილ­მის რე­ჟი­სორს ზო­გი­ერ­თი წე­რი­ლის და­წე­რის თა­რი­ღებს შო­რის დამ­თხ­ვე­ვა და, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტექ­ს­ტის მსგავ­სე­ბა მარ­ტი­ვად შე­უ­ნიშ­ნავს. რო­ცა ოთარ იოსე­ლი­ანს ამის შე­სა­ხებ ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდივ­ნის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, ნა­ხეთ, რო­გორ ჰგავს ეს წე­რი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და გა­მოგ­ზავ­ნის თა­რი­ღე­ბიც ემ­თხ­ვე­ვაო, მა­საც გა­და­უ­ხე­დავს და რე­ჟი­სო­რის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, რა ვუ­ყო ახ­ლა ამათ, ეტყო­ბა, ცუ­დი ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თეს ამ საქ­მე­სო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იოსე­ლი­ა­ნი ამ წა­მოც­დე­ნა­ზე იუმო­რით ჰყვე­ბო­და ხოლ­მე“.

„ჩე­მი ბე­ბია“ (1929)

რეჟ. კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე

კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძის სა­ხე­ლი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მუნ­ჯი პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი კი­ნოს შე­დევ­რ­თან, „ჩე­მი ბე­ბია“ ასო­ცირ­დე­ბა.

ზაკ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა: „ჩე­მი ბე­ბია“ კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძის ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვაა, შე­დევ­რი, რო­მე­ლიც მან საბ­ჭო­თა სის­ტე­მის გა­რიჟ­რაჟ­ზე შექ­მ­ნა და ამა­ვე დროს, ის იქ­ცა მი­სი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე მო­მავ­ლის და­საწყი­სად.

ნა­მუ­შე­ვა­რი – იმ დრო­ის „აგიტ­ფილ­მად“ – სა­ა­გი­ტა­ციო სუ­რა­თად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ მას ბი­უ­როკ­რა­ტი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად მის­ცა და­ფი­ნან­სე­ბა, თუმ­ცა მი­ქა­ბე­რი­ძემ საბ­ჭო­თა სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბე­ბი აჩ­ვე­ნა ეკ­რან­ზე. ფილ­მის დე­კო­რა­ცია საბ­ჭო­თა ბი­უ­როკ­რა­ტი­ის სა­ხედ იქ­ცა: მრგვა­ლი მა­გი­და, რო­მელ­საც შე­მოს­ხ­დო­მი­ან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, მა­ღალ სკა­მებს კი მა­თი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი წარ­წე­რე­ბი აქვს; სა­ზურ­გე ზოგ­ჯერ კა­რად იქ­ცე­ვა, სა­ი­და­ნაც, პი­რო­ბი­თად მოწყო­ბილ კა­ბი­ნეტ­ში, შე­დის იქ მოხ­ვედ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ქსელ­ში ებ­მე­ბა – ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მო­სულ დო­კუ­მენტს ადე­ბენ რე­ზო­ლუ­ცი­ებს, სა­ბო­ლო­ოდ კი რჩე­ბა ფურ­ც­ლე­ბი და საქ­მე არ კეთ­დე­ბა. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი იმით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

„ჩე­მი ბე­ბია“ ფორ­მი­თა და ში­ნა­არ­სით საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის აბ­სურ­დუ­ლო­ბას დას­ცი­ნო­და. აჩ­ვე­ნებ­და სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ვე­ღარ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. ფილ­მი ეკ­რან­ზე არ გა­მო­უშ­ვეს, ფორ­მა­ლის­ტურ ნა­წარ­მო­ე­ბად შე­რაცხეს, თა­რო­ზე შე­მო­დეს და 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი არა­ვინ იცო­და. ნა­მუ­შე­ვა­რი 1976 წელს რე­ჟი­სორ­მა ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძემ აღად­გი­ნა.

არ ვი­ცი, ხვდე­ბო­და თუ არა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი, კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე, რომ ამ ფილ­მით ქარ­თ­ვე­ლებს სა­მუ­და­მო სი­ა­მა­ყე და­უ­ტო­ვა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მ­თა შო­რის ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს.“

„დიდი მწვანე ველი“ (1976)

რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი

ფილმის მოკლე სიუჟეტი ასეთია: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. აქ მისი სამყაროა. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. მაგრამ გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოფელში დაბრუნების მომხრეა მისი ცოლიც, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურია.  მაგრამ სოსანა თავისი სამყაროს ერთგული რჩება.

რა თქმა უნდა, გაშლილ ველზე მცხოვრები მწყემსი სოსანას ამბავი კომუნისტებს არ მოეწონათ, საბჭოთა ხელისუფლებისთვის  ხომ ინდივიდი, ადამიანის პირადი სამყარო და ინდივიდუალური შრომა არაფერს ნიშნავდა, ისინი მხოლოდ კოლექტიურ მუშაობას აღიარებდნენ.

„კოკოჩაშვილის გმირი ხუთწლედებით არ ცხოვრობს, არც გეგმას ასრულებს გადაჭარბებით, ბუნების შვილია, ცხოვრობს ხასიათის თავისებურებებით, ნაკლით და ღირსებით.

საბჭოთა რეჟიმს ფილმის მიღება არ უნდოდა. ცეკას მდივანს პირველად ნახვის შემდეგ ისიც კი უთქვამს, ახლა ჩვენ სამუშაო დროის 2 საათი დავკარგეთო. ნამუშევარი მცირე რაოდენობით დაბეჭდეს, პრემიერის შემდეგ კი გაზეთები ასეთი სათაურით აქვეყნებდნენ სტატიებს: „მაყურებელი დარბაზს ტოვებს!“. შემდეგ იყო თითქმის 10-წლიანი დუმილი, რომელიც გერმანელმა ჟურნალისტმა დაარღვია, როცა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ეს ნამუშევარი ნახა. ბერლინის კინო-არსენალში ქართული კინოს რეტროსპექტივას ამზადებდნენ. ცნობილი კინოთეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა, კრიტიკოსმა ცოლ-ქმარმა, ულრიხ და ერიკა გრეგორებმა ნახეს ფილმი და კომუნისტებს მიმართეს: ფილმების ჩვენება არ გაიმართება, თუ არ მოგვცემთ საშუალებას „დიდი მწვანე ველი“ იყოს ამ რეტროსპექტივაშიო (გრეგორებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული კინოს პოპულარიზაციისა და ხელახლა აღმოჩენის საქმეში). ასე შედგა ქართული კინოშედევრის მსოფლიო პრემიერა და ხელახალი დაბადება“ – წერს ზაკ მირიანაშვილი.

„დღეს ღა­მე უთე­ნე­ბია“ (1983)

რეჟ. ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე

ფილ­მის „დღეს ღა­მე უთე­ნე­ბია“ სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვილ­მა და ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძემ 1981 წელს და­იწყეს. სწო­რედ ეს სცე­ნა­რი და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად ზა­ი­რა არ­სე­ნიშ­ვი­ლის ეპო­ქა­ლურ რო­მანს „ვა სო­ფე­ლო“, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ შექ­მ­ნილ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­დავ სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა, სა­დაც თავს იყ­რის 30-იანი წლე­ბის ტრა­გიზ­მი, დას­მე­ნე­ბი, ჩხრე­კე­ბი, გა­და­სახ­ლე­ბე­ბი, ში­შის ატ­მოს­ფე­რო, გა­მე­ფე­ბუ­ლი ძალ­მომ­რე­ო­ბა და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის მთე­ლი სიმ­ძი­მე, რო­მე­ლიც იმ დრო­ის თე­ლავ­ში მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს.

ზაკ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა: „სუ­რა­თის ფი­ნა­ლი ასე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი – ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, უკ­ვე მო­ხუ­ცი, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ევა მარ­ტო რჩე­ბა სო­ფელ­ში და მას მო­ხუ­ცი მე­ზო­ბე­ლი და­ი­ტი­რებს. ფილმს სცე­ნა­რის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მე­ბი, „სახ­კი­ნოს“ ცენ­ზო­რებ­მა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ რე­ჟი­სორს უთხ­რეს: „თქვე­ნი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო, ფუ­ჭია – რე­ვო­ლუ­ცი­აც, კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­აც და, სა­ერ­თოდ მთე­ლი ბრძო­ლა უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. შე­დე­გი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლი და ადა­მი­ა­ნის მუდ­მი­ვი მარ­ტო­ო­ბა… „სახ­კი­ნოს“ დახ­მა­რე­ბით ასე­თი სცე­ნა­რი არა­სო­დეს და­იდ­გ­მე­ბა!“

მათ ზუს­ტად ახ­ს­ნეს ფილ­მის არ­სი და მა­თი გა­ნა­ჩე­ნიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და გა­და­ხედ­ვას. ამის შემ­დეგ ფილმს პი­რა­დად ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე და­ეხ­მა­რა, რო­მელ­მაც სცე­ნა­რი წა­ი­კითხა და სცე­ნა­რის­ტ­სა და რე­ჟი­სორს უთხ­რა, რომ იქ­ნებ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა შე­ე­ტა­ნათ ფილ­მ­ში, რის შემ­დე­გაც ის ეტყო­და „სახ­კი­ნოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ სცე­ნა­რი შე­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ, ფილ­მის გა­და­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. ფილ­მის ავ­ტო­რებ­მა ბო­ლო სცე­ნა ამ­გ­ვა­რად შეც­ვა­ლეს: ევა ემ­ზა­დე­ბა სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის, ჩა­იც­ვამს მი­სი ახალ­გაზ­რ­დო­ბის­დ­რო­ინ­დელ ქარ­თულ კა­ბას, დაწ­ვე­ბა ტახ­ტ­ზე, ხე­ლებს გულ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­ვით და­იწყობს და ამ დროს ოთახ­ში შე­მორ­ბის თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი და ისი­ნი ფი­ნა­ლურ სცე­ნა­ში ერ­თად რეცხა­ვენ მდი­ნა­რე­ზე ხა­ლი­ჩას. ამ­გ­ვარ­მა და­სას­რულ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ფილ­მი, თუმ­ცა რე­ჟი­სორს კომ­პ­რო­მის­ზე წას­ვ­ლა მო­უ­წია. ფილ­მი ვერ ას­ც­და იმ „კე­თილ და­სას­რულს“, რაც საბ­ჭო­თა ფილ­მე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო“.

„…„დღეს ღა­მე უთე­ნე­ბია“ იმ­დე­ნა­დაა ერ­თი ქა­ლის ის­ტო­რია, რამ­დე­ნა­დაც გა­საბ­ჭო­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ცაა,“ – აღ­ნიშ­ნავს კი­ნომ­ცოდ­ნე გო­გი გვა­ხა­რია.

„დე­და-შვი­ლი ან ღა­მე არ არის არა­სო­დეს ბო­ლომ­დე ბნე­ლი“ (2023)

რეჟ. ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე

ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძის ბო­ლო ფილ­მი დე­დას, პირ­ველ ქარ­თ­ველ ქალ კი­ნო­რე­ჟი­სორს, ნუ­ცა ღო­ღო­ბე­რი­ძეს ეძღ­ვ­ნე­ბა. ის იყო მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბის დამ­დ­გ­მე­ლი პირ­ვე­ლი ქა­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­მელ­მაც მხო­ლოდ სა­მი ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­ას­წ­რო. ნუ­ცა 1937 წელს გა­ა­ძე­ვეს კი­ნო­დან, იმა­ვე წლის მი­წუ­რულს და­ა­პა­ტიმ­რეს და 10 წლით გა­და­ა­სახ­ლეს. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი, რო­გორც ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე იგო­ნებს, არას­დ­როს სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ ფილ­მებ­ზე. მი­სი ორი აკ­რ­ძა­ლუ­ლი ფილ­მი: „ბუ­ბა“ და „უჟ­მუ­რი“ მხო­ლოდ სულ ცო­ტა ხნის წინ და­უბ­რუნ­და ეკ­რან­სა და მა­ყუ­რე­ბელს. ისი­ნი ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძის მხატ­ვ­რულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მ­ში ერ­თ­მა­ნეთს ერ­წყ­მის ეპო­ქის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სუ­რა­თე­ბი და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა; მას­ში ერ­თი­ან­დე­ბა დე­დი­სა და შვი­ლის ფილ­მე­ბი, და რო­გორც გო­გი გვა­ხა­რია აღ­ნიშ­ნავს, ის­ტო­რი­ის სწო­რე­დაც რომ მხატ­ვ­რუ­ლი გა­აზ­რე­ბა. ამ ფილ­მით ცოცხ­ლ­დე­ბა ქა­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლის წაშ­ლა­სა და ფილ­მე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას რე­ჟი­მი მთე­ლი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და. ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე, მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, მომ­ნუს­ხა­ვი თხრო­ბის მა­ნე­რით გვიყ­ვე­ბა დე­და­ზე და უდე­დო­ბა­ზე, გა­და­სახ­ლე­ბა­სა და გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, შიშ­სა და ტე­რორ­ზე, რო­გორც საბ­ჭო­ე­თის თან­მ­დევ სენ­ზე, გვიყ­ვე­ბა დი­დი და­შო­რე­ბე­ბი­სა და დი­დი შეხ­ვედ­რე­ბის ამ­ბავს და დე­დას­თან ერ­თად, თვალ­წინ გვი­ცოცხ­ლებს საბ­ჭო­ეთს შე­წი­რულ სხვა ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს, ძია ტი­ცი­ანს, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბი­დან მკა­ფი­ოდ და­ა­მახ­სოვ­რ­და.

„ძნე­ლია ზუს­ტად და­ა­ფიქ­სი­რო დრო, რო­ცა მარ­თ­ლაც მუ­სი­კა­სა­ვით აწყო­ბილ „დე­და-შვილ­ში“ კონ­კ­რე­ტუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი გან­ზო­გა­დე­ბას იწყებს და უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია „ხალ­ხის ის­ტო­რი­ად“ გა­და­იქ­ცე­ვა,“ – წერს გო­გი გვა­ხა­რია და შე­ნიშ­ნავს, რომ ამ ფილ­მ­ში ჩვენ ვხე­დავთ დე­და-შვი­ლის მთლი­ა­ნო­ბას, რომ­ლის დაშ­ლა მო­ინ­დო­მა ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ამ: „კი­ნო არა მარ­ტო ინა­ხავს ის­ტო­რი­ას, რომ­ლის წაშ­ლას და­ჟი­ნე­ბით ცდი­ლობ­და რე­ჟი­მი, არა­მედ სი­ცოცხ­ლეს და კავ­ში­რებს აღად­გენს, იმ სი­ცოცხ­ლეს, თუ შე­მოქ­მე­დე­ბით მუხტს, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ში გა­და­დის.“

ფილ­მის ბო­ლოს, ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­ნა­ხა კო­რე­ა­ში, ბუ­სა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დროს ქა­ლაქ­ში გა­მოკ­რუ­ლი დე­და­მი­სის ცნო­ბი­ლი ფო­ტო, აზი­უ­რი ხა­ლა­თი­თა და ქუ­დით. თით­ქოს ეს იყოს სამ­ყა­როს კი­დევ ერ­თი გა­მო­ძა­ხი­ლი, რომ ყვე­ლა­ზე ბნე­ლი და სას­ტი­კი იმ­პე­რი­ე­ბი ქრე­ბი­ან, მათ­გან ნა­წა­მე­ბი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი არას­დ­როს მი­ე­ცე­მი­ან და­ვიწყე­ბას. და შვი­ლი კვლავ შეხ­ვ­და დე­დას: „და ახ­ლა უკ­ვე ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი, რომ ყვე­ლა და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა ერ­თი დი­დი შეხ­ვედ­რაა.  რო­გორც ამ­ბობს პოლ ელუ­ა­რი, „ღა­მე არ არის არა­სო­დეს ბო­ლომ­დე ბნე­ლი, ყო­ველ­თ­ვის არის ნაღ­ვ­ლის ნა­პი­რას ერ­თი ფან­ჯა­რა, ფან­ჯა­რა შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი“.

და ამ ფან­ჯ­რი­დან ყო­ველ­თ­ვის გა­მოჩ­ნ­დე­ბა საბ­ჭო­თა კავ­შირს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეპო­ქა­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან.

 

მელანო კობახიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები