3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გადაინაცვლებს

spot_img

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული და ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

4 ოქტომბრიდან ასევე აღდგება სწავლა საჯარო და კერძო ბაღებში.

დასწრებულ ფორმტაში სწავლის განახლების უფლება ეძლევათ პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებსაც. „რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ უფლება ეძლევათ რომ სწავლა გაანახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში, გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ  თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით.

ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწვენით დაცული, სიახლე არის ის რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილები იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება – დისტანციურ ფორმატში სწავლის გააგრძელების მსურველმა მშობლებმა, უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და  გაიარონ რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლა მკაცრი რეგულაციების დაცვით განახლდება – პირბადეების ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება და იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, აწარმოონ აღრიცხვა, რამდენი პედაგოგია აცრილი, ასევე, რამდენს აქვს გადატანილი ვირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დირექტორებმა ასევე უნდა შეიმუშაონ გეგმა, როგორ აცრიან იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან.

დაავადებათა კონტროლის დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის მასწავლებლებში ერთჯერად  აცრილია 63% და ორჯერადად – 43%.

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები