1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

4 ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია ონლაინ სწავლებაზე გადასვლის 9278 მსურველი

spot_img

როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წელსაც მისცა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.

4 ნოემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია ონლაინ სწავლებაზე გადასვლის 9278 მსურველი, ხოლო გაუქმებულია 5935 განაცხადი.

შეგახსენებთ, რომ სწავლის განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში პორტალზე online.emis.ge

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

 

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები