გარე დაკვირვების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 ნოემბრიდან დაიწყება და 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მათ მიეცემათ საშუალება, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია), გაიარონ გარედაკვირვება. ბუნებრივია, ეტაპობრივად ჩავრთვათ მათ პროცესში, მაგრამ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უპირატეს მდგომარეობაში არავის არ ჩავაყენებთ. მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ გაივლის პირველად და ვინ ბოლოს – მაისში, სტატუსს ერთდროულად მივანიჭებთ. ყველას თანაბარ პირობებში ვაყენებთ, უბრალოდ, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც გარედაკვირვების პოტენციური მსურველია, ერთდროულად ვერ შევძლებთ გარედაკვირვების პროცესში ჩართვას. თავისთავად, ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი უფროსი მასწავლებელი ემზადება წამყვანის სტატუსისთვის. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყველა შეძლებს გარეედაკვირვების პროცესში ჩართვას და იმედია, სტატუსის ამაღლებასაც.“ – აცხადებს მანანა რატიანი.