9 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

„წი­თე­ლი 70“

„წი­თე­ლი 70“

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის
„უბის წიგ­ნა­კე­ბი“,
გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის
„თა­ნა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“
ვინ­მემ რომ გვკითხოს, თქვენ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს 70-წლი­ა­ნი რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია რა ფე­რი­სააო, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ერ­თ­სა და იმა­ვეს ვუ­პა­სუ­ხებთ – წი­თე­ლი! სე­რი­ას „წი­თე­ლი 70“ სწო­რედ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ერ­ქ­ვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არტა­ნუ­ჯის“ მი­ზა­ნია, სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დეს საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც საბ­ჭო­ეთ­ში თუ მის შემ­დეგ დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი ქმნიდ­ნენ.

 

დღეს, რო­დე­საც პრო­პა­გან­და ყვე­ლა გზი­თა და ხერ­ხით ცდი­ლობს წა­შა­ლოს ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა საკ­ვან­ძო ამ­ბა­ვი, და­ა­მა­ხინ­ჯოს ფაქ­ტე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, გმი­რე­ბი უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, ღა­ლა­ტი კი გმი­რო­ბად შე­ა­ფა­სოს, ხო­ლო ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, დაგ­ვა­ვიწყოს ყვე­ლა­ფე­რი, რა­მაც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი დღე გან­საზღ­ვ­რა, „წი­თე­ლი 70“ სან­დო, ეპო­ქა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბით გა­ახ­სე­ნებს მკითხ­ველ­თა  ნა­წილს, ახალ თა­ო­ბას კი უამ­ბობს, ას­წავ­ლის და გა­ა­აზ­რე­ბი­ნებს, რა მას­შ­ტა­ბის სი­სას­ტი­კე, ტე­რო­რი და რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლეს­მა ის­ტო­რი­ამ და რო­გორ აისა­ხა ეს ყო­ვე­ლი­ვე  ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

„წი­თე­ლი 70“ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „უბის წიგ­ნა­კე­ბით“ იხ­ს­ნე­ბა. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მა­შინ უკ­ვე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მწერ­ლის ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ჩხრე­კე­ბის სე­რი­ას ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა. ჩე­კის­ტე­ბი ვერ მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლათ ხელ­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც კლა­სი­კოს მწე­რალს საბ­ჭო­ეთ­ზე უამ­რა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა ჰქონ­და ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ეპო­ქა, რო­მელ­მაც „უხ­ვად მო­ი­ტა­ნა სის­ხ­ლი და ცხედ­რე­ბი“, 1924-1935 წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვიც­ნოთ. ჩა­ნა­წე­რებ­ში გაცხა­დე­ბუ­ლი და ამოხ­ს­ნი­ლია უამ­რა­ვი ყო­ფი­თი, ეროვ­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო.

ფაქ­ტია, რომ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იმ უმ­ძი­მეს წლებ­შიც ინარ­ჩუ­ნებ­და ენ­თუ­ზი­აზმს, სურ­ვილ­სა და ძა­ლას; ინიშ­ნავ­და დე­ტა­ლებს, ფიქ­რობ­და სა­მო­მავ­ლო ტექ­ს­ტებ­ზე, წერ­და ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხ­დარ სა­ბე­დის­წე­რო და საკ­ვან­ძო მოვ­ლე­ნებ­ზე („დღე­ში ათი­ო­დე აზრს, ნა­ხულს და გა­გო­ნილს ვი­წერ უბის წიგ­ნაკ­ში“). სწო­რედ ამი­ტომ, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლა­დაა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, მო­რა­ლუ­რი და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი კომ­პა­სი, გე­ზი და ორი­ენ­ტი­რი თი­თო­ე­უ­ლი შე­მოქ­მე­დი­სა და მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის.

ჩა­ნა­წე­რებ­ში ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბე­ბი და ეროვ­ნულ სა­კითხებ­ზე და­ფიქ­რე­ბა, ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა, ქარ­თ­ვე­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის კვლე­ვა და, სა­ბო­ლო­ოდ კი, ამ სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ ზოგ­ჯერ უკი­დუ­რე­სად ბას­რი და უკომ­პ­რო­მი­სო ჩა­ნიშ­ვ­ნე­ბი. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჩა­ნიშ­ვ­ნე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი, სა­მო­მავ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თ­ვის ტე­მი­სა (რო­გორც თა­ვად უწო­დებს) და ტი­პე­ბის ძი­ე­ბა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ქვეყ­ნის ბედს, ქარ­თ­ვე­ლის სა­ხე-ხატს. ესაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ერის მრა­ვალ­ჯერ და­მარ­ცხე­ბის, წელ­ში გა­უ­მარ­თა­ო­ბის, მტერს და­ნე­ბე­ბის მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა, ერ­თ­გ­ვა­რი კვლე­ვა.

„შა­დუ­რი“. ყვე­ლა სიტყ­ვე­ბი რი­ყის ქვე­ბი­ვით გაც­ვე­თი­ლია. აზ­რიც აღარ სჭრის: ლე­კურ შა­ლი­ვით მო­თე­ლი­ლია… (…და­თენ­თი­ლია)…“;

„მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვენ კვა­ჭე­ბი აღა­რა გვყავ­სო. ეს მარ­თა­ლია, რად­გან უდაბ­ნო­ში კვაჭს რა უნ­და! სა­მა­გი­ე­როდ თუმ­ნი­ა­ნი კვა­ჭი­კო ათი­ა­თა­სო­ბით მო­ი­პო­ვე­ბა“;

„ჩააგო­ნეთ ადა­მი­ანს, რა­თა ვერ და­ი­ნა­ხოს დღე­სა­ვით ნა­თე­ლი მოვ­ლე­ნა და სა­გა­ნი – აი, იეზუ­ი­ტურ-კო­მუ­ნის­ტუ­რი აღ­ზ­რ­დის სა­ფუძ­ვე­ლი“;

„ტე­მა: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბო­ლი აკ­ლია“;

„არ შე­იძ­ლე­ბა შვე­ლის ან პეპ­ლის შებ­მა ურემ­ში“;

„ერ­თი ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის თა­ვი უნ­და მო­ეკ­ვეთ­ნათ. უკა­ნას­კ­ნე­ლი სათხო­ვა­რი ჰკითხეს. მო­ითხო­ვა წვე­რის გა­პარ­ს­ვა, აბა­ნო, საც­ვა­ლი, ყა­ლი­ო­ნი. უკა­ნას­კ­ნელ სათ­ქ­მელს მე­რე ვიტყ­ვიო. ბო­ლოს იგი სთქვა: „საქ. გა­უ­მარ­ჯოს“ და თა­ვი ჯა­ლათს შე­უშ­ვი­რა“.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რებ­ში წა­ვი­კითხავთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, ამ­ბ­რო­სი ხე­ლა­ი­ას მი­ერ სა­სა­მარ­თ­ლო­ზე წარ­მოთ­ქ­მულ სიტყ­ვას, 25 თე­ბერ­ვ­ლის ტრა­გე­დი­ას…

„დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის მოკ­ვ­ლის ამ­ბა­ვი მოთხ­რო­ბით აიწე­როს“;

„ჩემი სუ­ლი ღმერთს ეკუთ­ვ­ნის, გუ­ლი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ხორ­ცი კი თქვე­ნია (ამ­ბ­რო­სის სიტყ­ვა სა­სა­მარ­თ­ლო­ში)“;

„25 თე­ბერ­ვალს მე ვიგ­რ­ძე­ნი, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და ტან­ში მჭრე­ლი მახ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას აქეთ დღი­თიდღე უფ­რო ღრმად მერ­ჭო­ბა. გა­ფით­რე­ბუ­ლი ვარ და ტან­ში მუდ­მი­ვი ჟრჟო­ლა მივ­ლის. ეხ­ლა სა­ტევ­რის წვე­რი ზედ გულ­ზე მაქვს დაბ­ჯე­ნი­ლი და ვგრძნობ, ოდ­ნავ რომ შე­ვინ­ძ­რე, ჩა­მე­სო­ბა და ისე გა­მა­თა­ვებს, რომ გმინ­ვის ამო­ღე­ბა­საც ვე­ღარ მო­ვას­წ­რებ“.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წა­მე­ბით მოკ­ლეს. თუ უფ­რო დი­დი სი­სას­ტი­კე სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბე­რი­ას, რო­მე­ლიც პირ­ველ და­კითხ­ვებს თა­ვად ეს­წ­რე­ბო­და, მი­სი ცე­მი­სა და წა­მე­ბის ბრძა­ნე­ბას თა­ვად გას­ცემ­და და სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებ­და კი­დეც, ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ რომ სცოდ­ნო­და, ჯა­ვა­ხიშ­ვილს კი­დევ უფ­რო მწა­რედ დას­ჯი­და.

შე­სა­ნიშ­ნავ ქარ­თ­ველ მწე­რალს, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვილს ერ­თი პა­ტა­რა ჩა­ნა­წე­რი აქვს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი, რო­მელ­საც თან კითხუ­ლობ და, თა­ნაც, თით­ქოს, ფილ­მი­ვით უყუ­რებ. ჩა­ნა­წე­რი ამ­გ­ვა­რად სრულ­დე­ბა:

„ის სცე­ნა, სა­დაც და­კითხ­ვი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი, წა­მე­ბის­გან გა­თან­გუ­ლი, ნარ­ზე მი­წო­ლი­ლი მწე­რა­ლი უკა­ნას­კ­ნელ ძა­ლებს იკ­რებს, თავ­ზე წა­მომ­დ­გარ ტუ­სა­ღებს სუს­ტი ხმით ეკითხე­ბა, გე­თაყ­ვა, სად გავ­ჩერ­დი, აღარ მახ­სოვ­სო და მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­კითხ­ვამ­დე დაწყე­ბულ თხრო­ბას გა­ნაგ­რ­ძობს, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ, სუ­რათხა­ტად შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს – მას მუ­დამ აწყ­ვე­ტი­ნებ­დ­ნენ თხრო­ბას,  მუ­დამ ატეხ­დ­ნენ თავს ათას­გ­ვარ გან­საც­დელს, მუ­დამ აც­ლიდ­ნენ ენერ­გი­ას და ძა­ლას, მაგ­რამ ეს გამ­ხ­და­რი, სუს­ტი აღ­ნა­გო­ბის კა­ცი არც ფი­ზი­კუ­რად იშ­რი­ტე­ბო­და და არც სუ­ლი­ე­რად; ყვე­ლა გან­საც­დელს ღირ­სე­უ­ლად უმ­კ­ლავ­დე­ბო­და და თხრო­ბას იმ ად­გი­ლი­დან აგ­რ­ძე­ლებ­და, სა­ი­და­ნაც გაწყ­ვე­ტას აიძუ­ლებ­დ­ნენ…“

და­უ­ნე­ბე­ბე­ლი, უშ­რე­ტი და შე­უ­პო­ვა­რი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. არა მხო­ლოდ ქარ­თულ, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი მწე­რა­ლი. თეთრ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი კა­ცი, გა­ნუყ­რე­ლი ხელ­ჯო­ხი­თა და პენ­ს­ნე­თი, რო­მელ­მაც დაგ­ვი­ბა­რა, თუ ქარ­თ­ვე­ლი აღარ ქარ­თ­ვე­ლობს, იცო­დეთ, გა­რუ­სე­ბუ­ლიაო. მან თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლი­თა და სიკ­ვ­დი­ლით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და უბის წიგ­ნა­კებ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით, გვიჩ­ვე­ნა გზა, თუ სა­ით (არ) უნ­და იაროს ქარ­თ­ველ­მა და სა­ქარ­თ­ვე­ლომ… „უბის წიგ­ნა­კე­ბი­დან“ ამ ძა­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის წიგ­ნია.

სე­რი­ის მე­ო­რე წიგ­ნი – „თა­ნა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“ – ეკუთ­ვ­ნის დიდ ქარ­თ­ველ კრი­ტი­კოსს, მწე­რალს, ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნეს, მეც­ნი­ერ­სა და მთარ­გ­მ­ნელს, გე­რონ­ტი ქი­ქო­ძეს.

გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე სწავ­ლობ­და გერ­მა­ნი­ა­ში, ლა­იფ­ცი­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, შემ­დეგ სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბერ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 1917 წელს იყო ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 1918 წლის 26 მა­ისს ხე­ლი მო­ა­წე­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს. იგი ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ღრმა ცოდ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რის გა­მოც თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტი­კი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი გახ­და.

„თა­ნა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იწე­რე­ბო­და. ეს წიგ­ნი, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სწო­რედ ამ ფაქ­ტის გა­მოა სა­ყუ­რადღე­ბო, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სის­ხ­ლი­ა­ნი ეპო­ქის თა­ნად­რო­უ­ლი აღ­მ­წე­რი.

დი­დი ქარ­თ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი ქვეყ­ნის თით­ქ­მის 40-წლი­ან პე­რი­ოდ­ზე  გვი­ამ­ბობს — ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და ქრო­ნო­ლო­გი­ის დაც­ვით. გვიყ­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კა­ზე, და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დი­დი ტე­რო­რის შე­მოქ­მედ­თა და რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ; წერს სტა­ლი­ნიზ­მის პე­რი­ოდს შე­წი­რულ ისეთ დიდ სა­ხე­ლებ­ზე, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძე, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლი…

ესაა წიგ­ნი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სი­სას­ტი­კის, აბ­სურ­დი­სა და ბო­რო­ტე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ან სის­ხ­ლი­ან ქრო­ნი­კა­ზე. გე­რონ­ტი ქი­ქო­ძემ მას­ზე მუ­შა­ო­ბა 1954 წლის 12 მარტს და­ას­რუ­ლა.

გა­მო­ცე­მა ეყ­რ­დ­ნო­ბა გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის ოჯახ­ში და­ცულ ავ­ტო­რი­სე­ულ ვერ­სი­ას, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა თუ აბ­ზა­ცი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ და­ბეჭ­დილ ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, აღ­დ­გე­ნი­ლია.

გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის წიგ­ნ­ში მოვ­ლე­ნე­ბი და პი­როვ­ნე­ბე­ბი ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შეა აღ­წე­რი­ლი. „თა­ნა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“ უტყუ­ა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გა­საც­ნო­ბად და მას­ში სა­მუ­და­მოდ ჩა­წე­რილ პირ­თა საქ­მე­ე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის გა­მო­სარ­კ­ვე­ვად.

ქარ­თ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი დი­დი მწერ­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბით აღ­წერს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ტიპს, ხაზს უს­ვამს სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის ყვე­ლა­ზე ღრმა, და­ფა­რულ თვი­სე­ბებს, ხა­სი­ა­თის შტრი­ხებს, რომ­ლე­ბიც მათ ქმე­დე­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებ­და. ასე მა­გა­ლი­თად, სტა­ლინ­ზე აღ­ნიშ­ნავს, რომ მას სა­ტა­ნუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჰქონ­და, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის დე­მო­ნი ჰქენ­ჯ­ნი­და და სწო­რედ ამ დე­მონს შე­ე­წი­რა მრა­ვა­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის, მეც­ნი­ე­რის და ხე­ლო­ვა­ნის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გრძნო­ბა; ნოე ჟორ­და­ნი­ა­ზე სა­უბ­რი­სას პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ მას ახა­სი­ა­თებ­და ცო­ტა არ იყოს „დე­მა­გო­გი­უ­რი აქ­ცენ­ტის ტლან­ქი მა­ტე­რი­ა­ლიზ­მი (მას­ზე სა­უბ­რი­სას ასე­ვე ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ რო­გორც არ უნ­და შე­ფას­დეს ჟორ­და­ნი­ას მმარ­თ­ვე­ლო­ბა, ნა­თე­ლია, რომ მან ხე­ლი შე­უწყო ეროვ­ნუ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი ერის შეგ­ნე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჩ­ქ­მა­ლუ­ლი იყოო); სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს კი ასე ლა­კო­ნი­უ­რად ახა­სი­ა­თებს: „სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე, სა­ერ­თოდ, მოკ­ლე­ბუ­ლი არ იყო წვრილ­მა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბას“.

„თანა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში“ დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ბე­რი­ას მი­ერ დას­ჯილ დიდ ქარ­თ­ველ შე­მოქ­მე­დებს, მათ შო­რის, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რო­მელ­საც გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე პირ­ვე­ლად 1910 წელს მე­ტე­ხის ცი­ხე­ში შეხ­ვედ­რია. „მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თით­ქოს ჩქა­რობ­და გა­მო­ეთ­ქ­ვა, რაც სათ­ქ­მე­ლი ჰქონ­და“ – წერს გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე. „მტკივ­ნე­უ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი“ და „გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი პა­ტრი­ო­ტუ­ლი შეგ­ნე­ბა“ – ასე ახა­სი­ა­თებს ის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ და შე­მოქ­მე­დე­ბით თავ­გა­და­სა­ვალს.

„ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გამ­ხ­და­რი იყო, გა­მომ­ც­დე­ლად იც­ქი­რე­ბო­და სათ­ვა­ლი­დან, ნაყ­ვა­ვი­ლა­რი სა­ხე და მა­ღა­ლი შუბ­ლი ჰქონ­და და მახ­ვილ ჭკუ­ას­თან ერ­თად რა­ღაც ბავ­შ­ვურ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბას ავ­ლენ­და. მას გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი შეგ­ნე­ბა ჰქონ­და. რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ჟარ­გო­ნი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა მა­ღა­ზი­ის აბ­რა­ზე ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფა­სად­ზე თით­ქო პი­რად შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყე­ნებ­და. შე­იძ­ლე­ბა მი­სი მტკივ­ნე­უ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი იმი­თაც აიხ­ს­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნა­პი­რა პრო­ვინ­ცი­ი­დან წარ­მოს­დ­გე­ბო­და, მა­რაბ­დის რა­ი­ო­ნი­დან, სა­დაც ქარ­თ­ველ ხალხს ყვე­ლა­ზე მე­ტი სის­ხ­ლი და­უღ­ვ­რია მტრის ურ­დო­ებ­თან ბრძო­ლა­ში“.

ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია შემ­დე­გი: გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მწე­რა­ლი იყო, ბე­რია ხვდე­ბო­და, რომ მი­სი დას­ჯა ყვე­ლას თვალ­ში უნ­და გა­ე­მარ­თ­ლე­ბი­ნა. ბე­რია თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში იბა­რებს მწე­რალ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უ­მის სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას და მათ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ხე­ლით და­წე­რილ აღ­სა­რე­ბას უკითხავს. რის ფა­სად იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი ეს „აღ­სა­რე­ბა“, რა თქმა უნ­და, მათ­თ­ვის ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვინ გა­ბე­დავ­და მა­შინ ეჭ­ვი შე­ე­ტა­ნა მის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში?!

წიგ­ნ­ში ვხვდე­ბით უსა­მარ­თ­ლო­ბი­სა და სი­სას­ტი­კის და­უს­რუ­ლე­ბელ ქრო­ნი­კას, მათ შო­რის, დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძის სი­ცოცხ­ლის ბო­ლო დღე­ებს. დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძე ის ხე­ლო­ვა­ნი იყო, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე გაჰ­ყ­ვა სინ­დი­სის ხმას და ბე­რი­ას სურ­ვილს არ და­მორ­ჩილ­და; ასე­თი­ვე უკომ­პ­რო­მი­სო ხე­ლო­ვა­ნი – ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და თავ­ში ცე­მით და­აყ­რუ­ეს; ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­წე­რი­ლია პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი დღე, რო­დე­საც პო­ე­ტის და­უს­რუ­ლე­ბელ და­კითხ­ვებს 1937 წლის ზაფხუ­ლის ცხელ სა­ღა­მოს მოჰ­ყ­ვე­ბა მი­სი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა („თა­ვის ქა­ლა აიფეთ­ქა მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, რო­დე­საც პირ­ველ სარ­თულ­ზე კრე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და“).

მრა­ვალ ტრა­გე­დი­ას­თან, და­ნა­შა­ულ­თან, ქვეყ­ნის ღა­ლატ­თან და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­წირ­ვის სის­ხ­ლი­ან ქრო­ნი­კას­თან ერ­თად, გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის ჩა­ნა­წე­რებ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ისე­თი სი­მა­მა­ცის ის­ტო­რი­ე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა, რო­გო­რე­ბიც იმ ეპო­ქა­ში გმი­რო­ბა­ზე მე­ტი იყო.

ერ­თი ასე­თი ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს, რო­მე­ლიც გვი­ან­დე­ლი ეპო­ქის რო­მა­ელ პატ­რი­ცი­ელს ჰგავ­და (გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის დაკ­ვირ­ვე­ბა) და „ოს­კარ უაილ­დის წა­ბა­ძუ­ლე­ბით მუ­დამ ყვა­ვილს ატა­რებ­და ღილ­კი­ლო­ში“. იმ დროს, რო­დე­საც პა­ო­ლომ თა­ვი მო­იკ­ლა, ტი­ცი­ა­ნი უკ­ვე აღარ ყო­ფი­ლა ძვე­ლე­ბუ­რად მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი პა­ო­ლო­სად­მი, მაგ­რამ პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია იმ სას­ტიკ დრო­ე­ბა­ში ასე­თი რამ მო­ე­მოქ­მე­დე­ბი­ნა: მან უარი თქვა პა­ო­ლოს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის სა­ჯა­რო გა­კიცხ­ვა­ზე. ამ დღი­დან მა­ლე­ვე ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს აპა­ტიმ­რე­ბენ.

„თა­ნა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“ სტა­ლი­ნის სიკ­ვ­დი­ლით სრულ­დე­ბა. უფ­რო ზუს­ტად, იმ ემო­ცი­ე­ბის აღ­წე­რით, რაც მის­მა სიკ­ვ­დილ­მა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იწ­ვია. ბე­ლა­დის სიკ­ვ­დი­ლი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ, 1954 წლის მარ­ტ­ში მის ძეგ­ლ­თან ქარ­თ­ველ გო­გო­ნას იების კო­ნა მი­აქვს. მას უერ­თ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი და სხვა ახალ­გაზ­რ­დე­ბი. „ქარ­თ­ველ­მა ახალ­გაზ­რ­დო­ბამ თით­ქო და­ი­ვიწყა ის ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ლი­ნის დიქ­ტა­ტუ­რამ მი­ა­ყე­ნა ოც­და­ა­თი წლის მან­ძილ­ზე, აპა­ტია მი­სი სიმ­კაც­რე და სა­ტა­ნუ­რი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და შე­ე­ცა­და რო­მან­ტი­კუ­ლი შა­რა­ვან­დით შე­მო­სი­ლი ბე­ლა­დი მი­თოს­ში გა­და­ეყ­ვა­ნა“ – ასე შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად სრულ­დე­ბა გე­რონ­ტი ქი­ქო­ძის „თანა­მედ­რო­ვის ჩა­ნა­წე­რე­ბი“.

და­სას­რუ­ლი ამ­გ­ვარ შეგ­რ­ძ­ნე­ბას აჩენს: თუ გვინ­და, რომ ახა­ლი თა­ო­ბა, ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და ეპო­ქა­ში, იყოს სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, მათ­კენ მი­მარ­თულ სი­ყალ­ბე­სა და მძლავრ პრო­პა­გან­დას უნ­და და­ვუ­პი­რის­პი­როთ ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე, მხო­ლოდ და მხო­ლოდ უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლებს და პრო­პა­გან­დას გა­და­ტეხს. მათ გა­ნათ­ლე­ბის გზა­ზე ხე­ლი უნ­და შე­ვაშ­ვე­ლოთ. „წი­თე­ლი 70“ სე­რი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ ესაა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც სის­ხ­ლი­ან წლებს არას­დ­როს და­ი­ვიწყებს და ახალ თა­ო­ბას უამ­ბობს, ას­წავ­ლის და გა­ა­აზ­რე­ბი­ნებს, რა გა­მო­ვი­ა­რეთ, სად აღარ უნ­და დავ­ბ­რუნ­დეთ და პი­რი­ქით, სა­ით უნ­და გვქონ­დეს მი­მარ­თუ­ლი „გუ­ლი, ცნო­ბა და გო­ნე­ბა“.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება