დღეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მეორე სესიაზე, აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო.



10 და 11 ივლისს ორივე სესია ისტორიის გამოცდას დაეთმობა. 11-ში, მეორე სესიაზე, აბიტურიენტები ქიმიაში გაივლიან ტესტირებას.
შეგახსენებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის, მანანა ჯავახიშვილის და ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელის, გია ხატისაშვილის რჩევებს
ისტორია⇓
!! ხშირია, როდესაც ჩვენ ვიღებთ ზოგად პასუხს, რომელიც, აბიტურიენტების აზრით, მოერგება ნებისმიერ შეკითხვას. ასეთი ტიპის პასუხებს, აი, ვთქვათ, “ძალიან მნიშვნელოვანი იყო…” ან “დიდი გავლენა მოახდინა…” და არ არის კონკრეტიკა, ჩვენ ვანულებთ, მასში არ იწერება ქულა, რადგან ჩვენ კონკრეტიკას ვითხოვთ და ეს პასუხი შეიძლება მოერგოს ნებისმიერ სხვა შეკითხვას.
!! გარდა ამისა, ხარვეზები არის ტექნიკური ხასიათის, მაგალითად, ხარვეზებით არის ნაწერი გადმოცემული და გასწორებისას, ძალიან ჭირს მისი გარჩევა. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მკაფიოდ და გარკვევით წერონ, რათა შემდგომ პრობლემები არ გაჩნდეს, გასწორების პროცესში.
!! აბიტურიენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ვთქვათ, მოთხოვნაში მრავალი კომპონენტის დასახელებაა საჭირო თუ მხოლოდ ერთის. ამას მიხვდება, რა თქმა უნდა, მრავლობითში იქნება მოცემული კითხვა თუ მხოლობითში და ამას მიაქციოს ყურადღება, არ იჩქაროს, პირველ რიგში, კარგად, გულდასმით უნდა წაიკითხოს დავალების ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს მუშაობა ტესტზე.
!! ვურჩევდი ასევე, რომ მიყვეს იმ თანმიმდევრობას ტესტის, როგორითაც არის ტესტი აგებული. ხშირად, აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ, მოდი, ბოლო დავალებას გავაკეთებ ჯერ, ანდა შუა დავალებას და ა.შ., მაგრამ თვითონ ტესტის აგების დროს, ჩვენ ეს ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მიყვენ თანმიმდევრობით ტესტს და, რა თქმა უნდა, შემდგომ, როცა დაასრულებენ, კვლავ გადახედონ, რომ არ გაეპაროთ რაიმე შეცდომა.
ვუსურვებ მათ წარმატებებს 2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე.
ისტორიის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს
ქიმია⇓
!! ძალიან ხშირია ხოლმე ისეთი შეცდომები, რომლებიც გამოწვეულია კოეფიციენტების არასწორად შერჩევით და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
!! ასევე, ხშირია ხოლმე შეცდომები არითმეტიკული გამოთვლების შესრულების დროს და ამასაც გულისყურით უნდა მოეკიდოთ, რადგანაც ეს გავლენას ახდენს საბოლოო შეფასებაზე.
ქიმიის ჯგუფის რეკომენდაციები აბიტურიენტებს
გისურვებთ წარმატებას!