8 ივლისი, სამშაბათი, 2025

საუკეთესო პროექტისთვის ციფრულ წიგნიერებაში

spot_imgspot_img
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი- „პედაგოგთა ეროვნული კონკურსი – საუკეთესო პროექტისთვის ციფრულ წიგნიერებაში“.
კონკურსის მიზანი კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე ორიენტირებული საუკეთესო გაკვეთილის ან პროექტის გამოვლენა იყო.
გამარჯვებული პროექტების ავტორები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების ციფრული სახლის მენეჯერმა ნატალია ინგოროყვამ დააჯილდოვა.
საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება ჩატარდა ორ ეტაპად, თბილისსა და ქუთაისში:
✅პირველი ადგილი:
ნოდარ ცაგარეიშვილი – აფხაზეთის მე- 5 საჯარო სკოლა.
ირინა გუდაძე – ქ.თბილისის 159-ე საჯარო სკოლა.
✅მეორე ადგილი:
თინათინ გიორგაძე – ქალაქ ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
ირინა ნოზაძე – თბილისის 150-ე საჯარო სკოლა.
✅მესამე ადგილი :
ირმა ჯოჯუა – მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა/ სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა.
გურამ ბურდილაძე– რუსთავი, შპს სკოლა „მილენიუმი“.
✅ჟიურის რჩეული:
ნინო გაფრინდაშვილი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის საჩხერის მე-3 საჯარო სკოლა.
ჟიურის რჩეული – ეკატერინე სამხარაძე – სსიპ ქ. თბილისის 216-ე საჯარო სკოლა.
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება