27 ივლისი, შაბათი, 2024

3575-მა მოსწავლემ დისტანციური სწავლება მოითხოვა, 23025 პირისპირ სწავლებას დაუბრუნდა

spot_img

ონლაინ სწავლებაზე გადამსვლელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად, 17 თებერვლიდან  24 თებერვლის ჩათვლით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 3575 მოსწავლემ მოითხოვა, საკლასო ოთახებში სწავლებას კი, 23025 მოსწავლე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ:

♦ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს, 00:00-18:00 საათის შუალედში.

♦ დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე  https://online.emis.ge

22 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდ რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე, ორ კვირაში ერთხელ, PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი, კვირაში ერთხელ – სწრაფი ანტიგენტესტით.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები