3 თებერვალი, ორშაბათი, 2025

მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია

spot_imgspot_img

2025 წლის 12-13-14 აპრილს, ბათუმში, ჩატარდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე –ქართული მარტო ენაა?! ართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! – იმოდენაა!“

კონფერენციის მიზანია: ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი სკოლების და სექტორების მოსწავლეების ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში; აამაღლოს ქართული ენის სწავლების მოტივაცია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა თაობაში; გააცნოს და დაამეგობროს ერთმანეთთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვები.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-X-XI-XII კლასების მოსწავლეებს

მოსწავლეების მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები უნდა ეხებოდეს:

ქართული ენის ისტორიას;

ქართულ ენას და ლიტერატურას, როგორც ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს;

ქართული მწერლობის ნიმუშის ანალიზს (მოსწავლის მიერ შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოების მკითხველის დღიური);

მოსწავლეების მიერ გაკეთებული თარგმანები (მშობლიური ენიდან ქართულად და პირიქით);

ქართულ ენაზე შექმნილი მცირე ზომის პროზაული თუ პოეტური ნაწარმოები.

კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლები წარმოადგენენ თემებს ან მასტერკლასებს ქართული ენისა და მხატვრული ლიტერატურის სწავლების საინტერესო ასპექტებზე, გაგვიზიარებენ სწავლასწავლების საუკეთესო პრაქტიკას.

მოსწავლეებისთვის, კონფერენციის დღეებში, გათვალისწინებულია გასართობი, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები.

კონფერენციის მონაწილეების განთავსებაზე პასუხისმგებელი არიან ორგანიზატორები.

ტარდება ბათუმის სკოლა ევრო-2000 ის მთარგმნელთა კლუბის ორგანიზებით.

სარეგისტრაციო ფორმა დაიდება თებერვლის დასაწყისში სკოლის ფბგვერდზესკოლა ევრო-2000/School Euro-2000

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 64 01 52

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები