24 ნოემბერი, კვირა, 2024

33-წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ ერ­კეთს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლა აქვს

spot_img

რო­გორც იქ­ნა, 33-წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერ­კეთ­საც ეღირ­სა – უკ­ვე დას­რულ­და მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა და მა­ლე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გა­იხ­ს­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს კი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მი­ი­ღებს.

ახა­ლი სკო­ლა 90 მოს­წავ­ლე­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, თუმ­ცა სადღე­ი­სოდ მა­თი რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა – სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია. არა­და, ერ­კე­თი, რო­მე­ლიც ჩე­მი სოფ­ლი­დან – ზე­მო­ხე­თი­დან არც ისე შორ­საა, ბავ­შ­ვო­ბი­დან ერთ-ერ­თი ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი სო­ფე­ლი, მი­სი სკო­ლა კი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი და რა­ი­ო­ნის სკო­ლებს შო­რის წამ­ყ­ვა­ნი მახ­სოვს. სამ­წუ­ხა­როდ, ის დრო წარ­სულ წლებს წა­უ­ღია და ცო­ტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლიც კი დავ­რ­ჩი, რო­ცა გა­ვი­გე, რომ თურ­მე წელს ამ სკო­ლას მხო­ლოდ 1 მოს­წავ­ლე ამ­თავ­რებს!

ესეც ცხა­დი დას­ტუ­რია, მიგ­რა­ცია რა­ო­დენ დიდ მას­შ­ტა­ბებს აღ­წევს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე კი სო­ფე­ლი სკო­ლის პრობ­ლე­მამ მი­იყ­ვა­ნა – ყო­ფი­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის არას­ტან­დარ­ტულ შე­ნო­ბა­ში რა­კი სწავ­ლის­თ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი არ იყო, მოს­წავ­ლე­თა დი­დი ნა­წი­ლი ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში და და­ბა ჩო­ხა­ტა­ურ­ში გა­და­ვი­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ოჯა­ხე­ბის გა­რე­შე ვერ­სად წა­ვი­დოდ­ნენ… სკო­ლა რომ თა­ვის დრო­ზე ეღირ­სე­ბი­ნათ სოფ­ლის­თ­ვის ან ის ძვე­ლი არ შე­ლა­ხუ­ლი­ყო, დღეს ამ ის­ტო­რი­ულ სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ით სავ­სე­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იწო­ნებს თავს და ჩო­ხა­ტა­უ­რის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­ში დი­დი ად­გი­ლიც უჭი­რავს, ასე­თი სა­ვა­ლა­ლო ვი­თა­რე­ბა არ იქ­ნე­ბო­და. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს ჩო­ხა­ტა­უ­რის მა­შინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის, ამ სფე­როს დი­დი მო­ა­მა­გის, ლი­ა­ნა თო­დუ­ას ფრა­ზა, ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სის ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან, სა­დაც სოფ­ლის­თ­ვის სკო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რადღე­ბას: სო­ფე­ლო, მო­ხე­დე სკო­ლას! მარ­თ­ლაც, სკო­ლა ხომ სოფ­ლის საყ­რ­დე­ნი ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი დე­და­ბო­ძია. სკო­ლის და­ხურ­ვი­დან სოფ­ლის დაც­ლამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯია, რა­საც ერ­კე­თის და არა მხო­ლოდ მი­სი მა­გა­ლი­თი ადას­ტუ­რებს (თუმ­ცა, მიგ­რა­ცი­ის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ესა არაა, მაგ­რამ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კი ნამ­დ­ვი­ლა­დაა).

ცო­ტა გა­საკ­ვი­რია, მა­ინ­ც­და­მა­ინც „ქრის­ტეს ასაკს“ ელოდ­ნენ თუ რა­ტომ დას­ჭირ­და სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას 33 წე­ლი­წა­დი იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რეს­ტორ­ნე­ბი და საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით შენ­დე­ბა, ხში­რად – სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო და ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­შიც კი, აქ კი ათ­წ­ლე­უ­ლია, სო­ფე­ლი და ბავ­შ­ვე­ბი ამა­ოდ ელოდ­ნენ ნორ­მა­ლურ სას­წავ­ლო პი­რო­ბებს. და რო­ცა ეს ხდე­ბა რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან ერ­თი ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა­ზე, ორი­ოდ კი­ლო­მეტ­რ­ში, ვინ იცის, კი­დევ რამ­დენ სო­ფელ­ში ელი­ან ასე „ცის მა­ნა­ნა­სა­ვით“ ახალ სკო­ლას და სას­წავ­ლო პი­რო­ბებს, კი­დევ რამ­დე­ნი სკო­ლა არ­სე­ბობს ასე „გზას ვამ­ბობ, თო­რემ რა გზა­ას“ პრინ­ცი­პით… ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც თავს მო­ი­წო­ნებს ამ სკო­ლის აშე­ნე­ბით — რაც გა­ა­კე­თეს, მარ­თ­ლაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია, თუმ­ცა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსგავ­სი მარ­ტი­ვი რამ რამ­დე­ნა­დაა თა­ვის მო­სა­წო­ნე­ბე­ლი, ეს სა­კა­მა­თოა… რო­ცა ასე­თი ის­ტო­რი­ის, ასე­თი ბუ­ნე­ბის მქო­ნე სო­ფე­ლი შენს თვალ­წინ იც­ლე­ბა, ეს და­ნა­შა­უ­ლი უფ­რო გვგო­ნია.

   
✔️?ახა­ლი სკო­ლის შე­სა­ხებ, სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და ზო­გა­დად, ამ ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბი­ან სკო­ლის ახ­ლან­დე­ლი და ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი – თენ­გიზ ოსე­ფა­იშ­ვი­ლი და ცი­ა­ლა ჭიხ­ვა­რია.

➡➡ თენ­გიზ ოსე­ფა­იშ­ვი­ლი, ერ­კე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „სოფ­ლი­დან ბევ­რი ბავ­შ­ვია წა­სუ­ლი რა­ი­ო­ნის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­ნო­ბა­ში იყო შე­ხიზ­ნუ­ლი, მშო­ბელ­საც და მოს­წავ­ლე­საც კი იქ ურ­ჩევ­ნი­ათ, სა­დაც უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბია. რო­ცა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გა­რე­მოა, ვერც გა­ამ­ტყუ­ნებ უკე­თეს ად­გი­ლას წას­ვ­ლის გა­მო, ახ­ლა კი, რა­კი აშენ­და ახა­ლი სკო­ლა, ვფიქ­რობ, აღარ გა­უჩ­ნ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, და­ტო­ვონ მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა, მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი და სხვა­გან გა­და­ვიდ­ნენ. ჩე­მი აზ­რით, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ამ სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც შე­ა­ჩე­რებს მიგ­რა­ცი­ას, ბავ­შ­ვ­თა გა­დი­ნე­ბას სოფ­ლი­დან. სკო­ლის ძვე­ლი შე­ნო­ბა, სა­დაც ჯერ ისევ ვართ, არას­ტან­დარ­ტუ­ლია, გა­ტიხ­რუ­ლი ოთა­ხე­ბია, ფარ­თიც პა­ტა­რაა და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბიც, თუმ­ცა ამა­ზე უარე­სი პი­რო­ბე­ბიც არ­სე­ბობს, რო­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­ნო­ბა­ში შე­დი­ან ან ქი­რა­ო­ბენ. ჩვენ ნა­ქი­რა­ვე­ბიც არ გვქონ­და, მე­რი­ამ უზურ­ფ­რუქ­ტით გად­მოგ­ვ­ცა სარ­გებ­ლო­ბა­ში, უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა კი იქ არ შე­იძ­ლე­ბო­და. კარ­გია, ახა­ლი სკო­ლა რომ აშენ­და, სა­დაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მოს­წავ­ლე­ე­ბიც უკე­თეს პი­რო­ბებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას და მას­წავ­ლებ­ლე­ბი — მუ­შა­ო­ბას. ორი­ვეს უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, ერ­კე­თის საკ­რე­ბუ­ლო­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა სოფ­ლი­დან გვყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი — შუ­ბა­ნი, კო­ხი, ზე­მო და ქვე­მო ონ­ჭი­ქე­დი, ზე­მო და ქვე­მო ერ­კე­თი… მე­ზო­ბე­ლი იანე­უ­ლი­და­ნაც კი არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ულს გად­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, რა­კი ახა­ლი სკო­ლა შენ­დე­ბო­და.

ვი­ნა­ი­დან სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, ახა­ლი შე­ნო­ბა 90 მოს­წავ­ლე­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სია. ნა­გე­ბო­ბაც სა­ი­მე­დოა და მდგრა­დი, მყა­რა­დაა ნა­შე­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რა­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბა: ნა­თე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ლა­ბო­რა­ტო­რია, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, მან­და­ტუ­რის, ექი­მის, დამ­ლა­გებ­ლის ოთა­ხე­ბი, ფარ­თი ბუ­ფე­ტის­თ­ვის… ერ­თი სიტყ­ვით, კარ­გი პრო­ექ­ტი­ცაა და ხა­რის­ხი­ა­ნა­და­ცაა ნა­შე­ნე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი ღია მო­ე­და­ნია ხე­ლოვ­ნუ­რი საფ­რით, კა­ლათ­ბურ­თის ფა­რე­ბი, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რე­ბი, გა­ნა­თე­ბა… ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც შე­იძ­ლე­ბა, კა­ლათ­ბურ­თი­საც და ფრენ­ბურ­თი­საც, ძველ სკო­ლა­ში კი ბავ­შ­ვე­ბი დე­რე­ფან­ში დარ­ბოდ­ნენ — იქ­ვე გზაც გა­დის და მოს­წავ­ლე­ებს გა­რეთ ვერ ვუშ­ვებ­დით. არც ეზო გვქონ­და, ახ­ლა კი ეს პრობ­ლე­მაც მო­იხ­ს­ნე­ბა. ახალ სკო­ლას და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი არ აქვს, ალ­ბათ, მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტის გა­მო არ შე­ი­ტა­ნეს პრო­ექ­ტ­ში.

 

მთე­ლი შე­ნო­ბა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის ჩათ­ვ­ლით, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი არ გვყავს, ორი კია ისე­თი, ვი­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პან­დე­მი­ი­სას ჩვენც გვი­ჭირ­და, რო­გორც ყვე­ლას, მთელ ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ებს ბო­ლომ­დე ვი­ცავ­დით. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე ჩვენც მოგ­ვიხ­და გა­დას­ვ­ლა და თა­ვი­დან ცო­ტა კი გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ მე­რე მას­წავ­ლებ­ლებ­მა იყო­ჩა­ღეს. მათ მარ­თ­ლაც დი­დი შრო­მა ჩა­დეს ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ში. თა­ვი­დან გაგ­ვი­ჭირ­და, რად­გან ამის არც გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და და არც პი­რო­ბე­ბი, მე­რე და მე­რე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც მო­აგ­ვა­რეს და მშობ­ლე­ბიც დაგ­ვიდ­გ­ნენ გვერ­დ­ში. თუმ­ცა, ერ­თე­უ­ლე­ბი მა­ინც დაგ­ვ­რ­ჩ­ნენ, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ვერ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ერ­კე­თის საკ­რე­ბუ­ლო­ში ისე­თი სოფ­ლე­ბიც შე­მო­დის, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი სა­ერ­თოდ არ იჭერს, მა­გა­ლი­თად, კოხ­ში, ზე­მო ონ­ჭი­ქედ­ში… ასეთ მოს­წავ­ლე­ებს პე­და­გო­გე­ბი ხან ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, ხან მე­სენ­ჯე­რით, სკა­ი­პით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, ხან მა­ტე­რი­ა­ლუ­რად აწ­ვ­დიდ­ნენ მა­სა­ლას. გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი სახ­ლ­ში აკითხავ­და მოს­წავ­ლეს და რად­გან ოჯახ­ში შეს­ვ­ლა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ჭიშ­კარ­თან და­უ­კი­დებ­და სა­მუ­შაო მა­სა­ლას… ერ­თი სიტყ­ვით, ვინ­მე სა­ერ­თოდ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­რე­შე, ასე­თი არა­ვინ ყო­ფი­ლა, ხო­ლო ვინ რო­გორ ახერ­ხებ­და აქ­ტი­უ­რო­ბას და ჩარ­თუ­ლო­ბას, ეს მე­ო­რე სა­კითხია. პე­და­გო­გე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დ­ნენ სა­ი­მი­სოდ, რომ არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტ­რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი შექ­მ­ნა და ყვე­ლას ვი­ყე­ნებ­დით. იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გებს და მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გ­ნენ.“

➡➡ ცი­ა­ლა ჭიხ­ვა­რია, ერ­კე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი: „ჩვენს სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი სკო­ლა 1898 წელს გა­იხ­ს­ნა –  ორ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­ა­არ­სა ვა­ჭარ­თა „პირ­ვე­ლი გილ­დი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ვა­სილ სი­ხა­რუ­ლი­ძემ. მან მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­იწ­ვია ლან­ჩხუ­თი­დან, ასე­ვე იყო ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ფო­ცია კა­ლან­და­ძე ხი­დის­თა­ვი­დან, გრი­გოლ რო­გა­ვა –  სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 7-წლი­ან სკო­ლად გა­და­კეთ­და – შრო­მის სკო­ლა თუ რა­ღაც მსგავ­სი ერ­ქ­ვა, 1943 წელს კი სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და და იმა­ვე წელს, პირ­ვე­ლი თა­ო­ბა გა­მო­უშ­ვა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზე­პირ­გად­მო­ცე­მით, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, წე­რი­ლო­ბი­თი სა­ბუ­თი კი არ გაგ­ვაჩ­ნია იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არ­ქივ­შიც კი მო­ვი­კითხეთ მო­ნა­ცე­მე­ბი. ეს ცნო­ბე­ბიც იმ პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის ერთ-ერ­თ­მა წევ­რ­მა, ამ­ბ­რო­სი კო­ბი­ძემ მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­მაც გად­მოგ­ვ­ცა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის სია, ვინც კი გა­იხ­სე­ნა.

სა­დაც ახ­ლა ახა­ლი სკო­ლა აშენ­და, ად­რე იქ ხის პა­ტა­რა შე­ნო­ბა იდ­გა. მე­რე ერ­კე­თის თემ­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებ­ში – ონ­ჭი­ქედ­სა და შუ­ბან­ში – მა­შინ­დე­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი გა­უქ­მ­და და ამ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბით, ანუ რო­გორც მა­შინ უწო­დებ­დ­ნენ – კან­ტო­რით ააშე­ნეს უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ხის სკო­ლა. 1968 წელს ის და­შა­ლეს და აგუ­რის დი­დი შე­ნო­ბა ააგეს, მა­შინ­დე­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ლა­ზა­რე­თის ტი­პის, რა­თა რა­ი­მე ეპი­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ე­ბი­სას ლა­ზა­რე­თა­დაც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ვერ გეტყ­ვით, რა­ტომ ში­შობ­დ­ნენ ასე, მაგ­რამ სკო­ლას ჰქონ­და დი­დი დე­რეფ­ნე­ბი, დი­დი ოთა­ხე­ბი, ანუ ისე­თი პრო­ექ­ტი იყო, რომ სა­ჭი­რო­ე­ბი­სას სა­ა­ვად­მ­ყო­ფოდ გა­და­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზიც იყო და სკო­ლის­თ­ვი­საც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, მაგ­რამ 1988 წელს იმ შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვ­ლა მოგ­ვი­წია – ჯერ კი­დევ წი­ნა წლებ­ში შე­ნო­ბას ბზა­რე­ბი გა­უჩ­ნ­და. მო­იყ­ვა­ნეს გე­ო­ლო­გე­ბი და მათ და­ას­კ­ვ­ნეს, რომ შე­ნო­ბის ქვეშ, 23 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე, წყა­ლი გა­დი­ო­და. იქა­უ­რო­ბას ხე­ვე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ესაზღ­ვ­რე­ბა და პა­ტა­რა ნა­კა­დუ­ლი მარ­თ­ლაც გა­დის, ჭა­ო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი­ცაა, თუმ­ცა მე­რე ისიც დამ­ტ­კიც­და, რომ შე­ნო­ბას არ ჰქონ­და სარ­ტყე­ლი, ამას­თან, იყო მძი­მე გა­და­ხურ­ვა – ორ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე სარ­თულ­ზე მძი­მე „სინ­კა­რე­ბი“ ეწყო და კედ­ლე­ბიც და­იბ­ზა­რა. ამი­ტომ, 1988 წელს, გა­მო­ვე­დით იქი­დან და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში შე­ვე­დით. მას მე­რე,  31 წე­ლი­წა­დია, ვე­ლო­დე­ბით ახალ სკო­ლას. ხან რო­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვ­პირ­და, ხან რო­მე­ლი, შარ­შან კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს საქ­მე ად­გი­ლი­დან და­იძ­რა და სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით.

არ ვი­ცი, ვის სჭირ­დე­ბო­და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის იმ ყო­ფი­ლი ად­გი­ლის და­უფ­ლე­ბა, სა­დაც სკო­ლა გვქონ­და, მაგ­რამ გამ­გე­ო­ბამ ახ­ლან­დე­ლი სკო­ლის ცო­ტა ქვე­ვით, ჭა­ო­ბი­ან ად­გი­ლას გა­მოგ­ვი­ყო სკო­ლის­თ­ვის ფარ­თი და პრო­ექ­ტიც გა­კეთ­და, თუმ­ცა მე­რე დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი მაშინდელი მა­ჟო­რი­ტა­რი ნი­ნო წი­ლო­სა­ნი, რომ იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ახ­ლა ვართ, აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ახა­ლი სკო­ლა. მშე­ნებ­ლო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით წა­რი­მარ­თა – შარ­შან იან­ვარ­ში და­იწყო და პან­დე­მია რომ არა, ალ­ბათ, 2 თვით ად­რე შე­ვი­დო­დით. ძა­ლი­ან კარ­გი შე­ნო­ბაა – ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, გათ­ვ­ლი­ლია 90 ბავ­შ­ვ­ზე, 9 საკ­ლა­სო ოთა­ხი და 3 კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რიაა, რომ­ლებ­საც, ალ­ბათ, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. რო­ცა ამ სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყო, 54 მოს­წავ­ლე იყო, თუმ­ცა ისიც დაგ­ვათ­ვ­ლე­ვი­ნეს, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი იყო წა­სუ­ლი ჩვენ­გან ჩო­ხა­ტა­ურ­ში – პირ­ველ სკო­ლა­ში, ასე­ვე, სამ­რევ­ლო­სა და გუ­თურ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი სხვა სკო­ლებ­ში გა­და­ვიდ­ნენ, რად­გან კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის კან­ტო­რა­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ და­საჯ­დო­მი ად­გი­ლიც არ გვქონ­და, ზო­გი­ერთ ოთახ­ში მხო­ლოდ 3-4 ბავ­შ­ვი ეტე­ო­და… ახა­ლი სკო­ლის პრო­ექ­ტის შედ­გე­ნი­სას ეს ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლეს და ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­შიც ბევ­რი ბავ­შ­ვია. მა­გა­ლი­თად, შარ­შან პირ­ველ კლას­ში 7 მოს­წავ­ლე შე­მო­ვი­და, წელს – 4, გა­ი­სად კი 9 მოს­წავ­ლე გვე­ყო­ლე­ბა. საწყი­სი კლა­სე­ბი­დან იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თო­რემ მე-12 კლასს წელს ერ­თი ბავ­შ­ვი ამ­თავ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფე­ლი მიგ­რა­ცი­უ­ლია, რაც არ­ჩევ­ნებ­ზეც გა­მოჩ­ნ­და, ძი­რი­თა­დად, ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხია. თუმ­ცა სო­ფელ­ში ში­და სა­სოფ­ლო გზე­ბიც კეთ­დე­ბა, რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზაც კარ­გია, სო­ფე­ლიც გა­ზი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და აქ არ­სე­ბუ­ლი დე­და­თა მო­ნას­ტე­რიც კარ­გი სტი­მუ­ლია, მაგ­რამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი რომ არაა და სო­ფელ­ში არა­ფე­რი იქ­მ­ნე­ბა, „შე­მოდ­გო­მის აზ­ნა­უ­რე­ბი­ვით“ ვართ – რა­საც მო­ვი­წევთ, წლი­დან წლამ­დე თუ მიგ­ვ­ყ­ვა, მა­გა­რი ვაჟ­კა­ცო­ბაა.

ახა­ლი სკო­ლა მიგ­რა­ცი­ას ცო­ტა­თი მა­ინც შე­ა­ჩე­რებს, რად­გან ეს დი­დი სტი­მუ­ლია: ჩვენ­გან სხვა­გან გა­და­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი უკ­ვე მობ­რუნ­და; მე­ზო­ბელ სო­ფელ იანე­ულ­შიც რომ გა­ი­გეს, სკო­ლა შენ­დე­ბო­და, სექ­ტემ­ბ­რი­დან ისი­ნიც ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ, ბუ­კის­ცი­ხე­ში აღარ წა­სუ­ლან. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ტარ­დე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, 45-წუ­თი­ა­ნი, ცხა­დია, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. მთე­ლი ეს წლე­ბი ისე ვი­ყა­ვით, სკო­ლა­ში ეზოც არ გვქონ­და, მაგ­რამ ამას გა­ვუ­ძე­ლით და გა­და­ვი­ტა­ნეთ. მთე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ისაა, რომ ახალ სკო­ლა­ში ეზო გვექ­ნე­ბა, მშვე­ნი­ე­რი სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სი გა­კეთ­და, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ბი­ოს­ტან­დარ­ტი­საა და ზო­გა­დად, ახა­ლი ტი­პის პრო­ექ­ტია — ასე­თი სკო­ლა ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში არ­სად არ მი­ნა­ხავს, რის­თ­ვი­საც დი­დი მად­ლო­ბა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას.

ამ სკო­ლის ბევ­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმ­თა­ვით­ვე იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რი. ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ბევ­რი მუ­შა­ობ­და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, გრი­გოლ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. აქე­დან იყ­ვ­ნენ ძვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი – კა­ლან­და­ძე­ე­ბი, რა­მიშ­ვი­ლე­ბი; ამ სო­ფელ­ში, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, სტა­ლი­ნი­ცაა ნამ­ყო­ფი, ჯერ კი­დევ იმ დროს, რო­ცა კო­ბა ერ­ქ­ვა. სე­ვე­რი­ან კა­ლან­და­ძემ მო­იყ­ვა­ნა და აქა­ურ ეკ­ლე­სი­ა­ში იმა­ლე­ბო­და. ეს სკო­ლა და­ამ­თავ­რეს ან­ტონ შა­ქა­რიშ­ვილ­მა, დი­მიტ­რი მდი­ვან­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა – დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­მა­დო­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, ყველ­გან რომ გა­მოდ­გე­ბოდ­ნენ და სო­ფე­ლი რომ აფა­სებ­და, ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი. ჩვე­ნი სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ორი მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი და­ვით ჟღენ­ტი და კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი.

ძვე­ლად ჩვენს სო­ფელ­ში ბაზ­რო­ბაც იმარ­თე­ბო­და, ისე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, აქე­დან სუ­რე­ბის ხე­ო­ბა ჩანს, იქით – ჩო­ხა­ტა­უ­რი და მთე­ლი ხე­ო­ბა ოზურ­გე­თამ­დე. სო­ფელ­ში იმარ­თე­ბო­და სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი ალეგ­რო. ჩვე­ნი სო­ფე­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. პრო­ფე­სო­რი იური სი­ხა­რუ­ლი­ძე წერს, რომ მი­სი სა­ხე­ლი მომ­დი­ნა­რე­ობს ერ­კი­ნა, ანუ რკი­ნა­დან – აქ რკი­ნის მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბო­დაო, თუმ­ცა სად, ეს არ ვი­ცით, რად­გან დღეს სო­ფელ­ში მსგავ­სი არა­ფე­რია. სა­მა­გი­ე­როდ, ეკ­ლე­სი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლო წყა­ლია, რო­მელ­საც უშ­ვი­ლო­ბის წამ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და იქ დღე­საც და­დი­ან უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი.

დე­და­თა მო­ნას­ტე­რი დიდ როლს ას­რუ­ლებს სოფ­ლის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. იქ პატ­რი­არ­ქიც ორ­ჯე­რაა ნამ­ყო­ფი. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი დე­და­ო­ე­ბი ჰყავთ, რომ­ლებ­მაც იქა­უ­რო­ბა ბაღ­ნა­რად აქ­ცი­ეს — მო­ა­შე­ნეს ფუტ­კ­რე­ბი, პი­რუტყ­ვი, სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბაც აქვთ, ნამ­ცხ­ვ­რებს აცხო­ბენ და რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში ჰყი­დი­ან. მარ­თ­ლაც მი­სა­ბაძ­ნი არი­ან, რწმე­ნაც გა­აძ­ლი­ე­რეს და მრევ­ლიც ბევ­რი ჰყავთ. ჩვენ გვას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ეკ­ლე­სია აშე­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს მე-15 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, თუმ­ცა იქა­უ­რე­ბი აშე­ნე­ბის თა­რი­ღად მე-9 სა­უ­კუ­ნეს ასა­ხე­ლე­ბენ. სამ­შე­ნებ­ლო ქვე­ბი გუ­ბა­ზო­უ­ლის ნა­პი­რი­დან მო­უ­ზი­დავთ. ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და ქვე­ბი და ისე ამო­ი­ტა­ნეს, მთე­ლი სოფ­ლე­ბი გა­მო­სუ­ლა მშე­ნებ­ლო­ბა­ზეო. თავ­და­პირ­ვე­ლი ნა­გე­ბო­ბა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ყო­ფი­ლა, დღეს კი ოთხ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაა.

ეკ­ლე­სია ზარ­ზ­მი­დან გად­მო­სულ ძმებ ბა­ლა­ძე­ებს აუშე­ნე­ბი­ათ – მო­სეს, ენუ­ქის და ელი­ას. „ჩვენ სამ­თა ძმა­თა ბა­ლა­ძეთ,/მო­სე, ექ­ნუ, ელია,/ ზარ­ზ­მის ტა­ძა­რი და­ვაგ­დეთ,/შე­ვი­ქენთ ერ­კე­თე­ლია“ –  ასე­თი ლექ­სი არ­სე­ბობს ამ ტაძ­რის შე­სა­ხებ. ამ ძმა­თა­გან ერ­თი დარ­ჩე­ნი­ლა მგა­ლობ­ლად და მი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლე­ბი, ის ორ­ნი კი სხვა­გან გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლან. უკა­ნას­კ­ნე­ლი მღვდე­ლიც მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი იყო –  ნი­კო­ლო­ზი, იქ­ვეა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში. ჩვე­ნი სკო­ლაც ისე­ვე გვინ­და გა­ვა­ლა­მა­ზოთ, რო­გორც ეს ეკ­ლე­სია მორ­თეს დე­დებ­მა, უკ­ვე ყვა­ვი­ლე­ბიც დავ­რ­გეთ, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბიც, გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რიც გვეს­ტუმ­რა და ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად თა­ვი­სი ხე­ლით დარ­გო ნარ­გა­ვე­ბი.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები