13 ივლისი, შაბათი, 2024

რეკომენდაციები პორტფოლიოს ორგანიზებისთვის

spot_img

როგორც ცნობილია, 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები. სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელითაც განისაზღვრებოდა მასწავლებლის მიერ სავალდებულო ტრენინგების გავლა, დირექტორის ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება (უფროსის შემთხვევაში – 3, წამყვანის შემთხვევაში – 2, ხოლო მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში – 1 გაკვეთილს).

მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა. რაც შეეხება კერძო სკოლებს,  მათზე სქემის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ კერძო სკოლის სურვილის შემთხვევაში.

!!პორტფოლიოს ორგანიზებისთვის, სარეკომენდაციო შეხვედრები, „ახალი განათლების“ ტრენინგ ცენტრის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართება მისამართზე: აკ.წერეთლის №126 ან ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრის განრიგი თანხმდება ინდივიდუალურად.

გაითვალისწინეთ, რომახალი განათლებისტრენინგ ცენტრი არ მუშაობს ყალბი დოკუმენტაციისა და ბუტაფორიული პორტფოლიოების შექმნაზე. კარიერული წინსვლისთვის გამოიყენება მხოლოდ მასწავლებლის არსებული პრაქტიკა.

დეტალური ინფორმაციისთვ ის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 593364240

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები