თეა ციხელიშვილი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი
დაწყებით საფეხურზე, მოსწავლე იძერწება მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ხოლო საბაზო საფეხურზე იმ ცოდნის განმტკიცება ხდება რა ფუნდამენტიც ჩაიყარა მასში, ცოდნა-გამოცდილების სახით…
სკოლაში დიდი ხანია ვასწავლი, ბევრი თაობა აღმიზრდია, ჩართული ვარ სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებშიც. მაგრამ ამჯერად მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ ჩატარებული ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი, ქართული და მათემატიკა. მიზანი ტექსტის გაგება-გააზრება იყო. მათემატიკა სხვა მასწავლებელმა ჩაატარა მის პირველ კლასთან, მე – ქართული.
გაკვეთილის ძირითადი რესურსი იყო, ნათელა მაღლაკელიძის დედაენის მიხედვით, „აბა გამოიცანი“. შევადგინე სამფაზიანი გაკვეთილის გეგმა, განვსაზღვრე ძირითადი მიზანი ქართულსა და მათემატიკაში, ასევე შეფასების რუბრიკები:
აქვე გიზიარებთ მთავარ რესურსს, ტექსტს – აბა გამოიცანი? (ნ. მაღლაკელიძის პირველი კლასის წიგნშია)
მათემატიკა: ტექსტური ამოცანის თავისებურებები. მოსწავლეებს განვუმარტეთ ამოცანის შემადგენელი ნაწილები: პირობა, ამოხსნა, პასუხი. ასევე შევთავაზეთ მარტივი მაგალითები, რითაც ტექსტის მთავარ იდეასთან ერთად, რომელიც მეგობრობას გულისხმობდა, ვასწავლეთ, როგორ გაეყოთ ცხვრები თანაბრად. როგორ უნდა გაიმარჯვოს მეგობრობამ. ბოლოს, მხიარულ ბორბალზე, ანბანის გამოყენებით ავაწყვეთ სიტყვა: მ-ე-გ-ო-ბ-რ-ო-ბ-ა…
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები: