25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 30 მარტის 10:00 საათზე, ელექტრონულად, ვებგვერდზე:  online.naec.ge  და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მსურველებს, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ყველა კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ:

⇒ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული   წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
⇒ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
⇒ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
⇒ თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, ის, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ, იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას, მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები