მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2020-ის გამარჯვებული, წელს პირველად, ვირტუალურ ცერემონიალზე გამოცხადდება, რომელზე დასწრებასაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ცერემონიალს, რომელიც ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში (Natural History Museum) ჩატარდება, უმასპინძლებს მსახიობი გაერთიანებული სამეფოდან, კომედიანტი და მწერალი – სტეფან ფრაი.
3 დეკემბერს 11 საათზე ჩვენ შევიტყობთ, 10 საუკეთესო ფინალისტიდან, ვის გადაეცემა ყოველწლიური, მეექვსე, პრემია. ჯილდოს მფლობელი 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. წელს ცერემონიალზე, ასევე, გამოვლინდება Covid გმირი – მასწავლებელი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, პანდემიის გამო, სწავლაში შეფერხება არ ჰქონოდათ.
ყოველწლიურად, მასწავლებლის გლობალური ჯილდო გადაეცემა გამორჩეულ პედაგოგს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში. წელს 140-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილი12 000 აპლიკანტიდან შეირჩა 10 საუკეთესო.