23 მაისი, პარასკევი, 2025

3 წლის ასა­კის კრი­ზი­სი ბავ­შ­ვებ­ში

spot_imgspot_img

სიტყ­ვა „კრი­ზი­სი“ ბერ­ძ­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სიტყ­ვაა და გა­დამ­წყ­ვეტ, გარ­დამ­ტეხ მო­მენტს აღ­ნიშ­ნავს. ხში­რად იგი ნე­გა­ტი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით აღიქ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში კრი­ზი­სი სწო­რედ ის ეტა­პია, რო­ცა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დის ცნო­ბი­ე­რე­ბის, უნა­რე­ბის ან შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის სხვა ეტაპ­ზე გა­დას­ვ­ლა. კრი­ზი­სის დროს მკა­ფი­ოდ იკ­ვე­თე­ბა გა­და­საჭ­რე­ლი სა­კითხი, ერ­თ­გ­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვის შემ­დე­გაც ახა­ლი შე­საძ­ლე­ბლო­ბა იხ­ს­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე.

გერ­მა­ნე­ლი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სი და გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი ერიკ ერიქ­სო­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის ეგო-იდენ­ტო­ბის კვლე­ვით. ერიქ­სო­ნი ფიქ­რობ­და, რომ ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­დის იდენ­ტო­ბის ძი­ე­ბის პრო­ცესს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი კრი­ზი­სე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბაა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვის შე­დე­გა­დაც ფორ­მირ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბა.

ამ სტა­ტი­ა­ში შე­ვე­ხე­ბით 3 წლის ასა­კის კრი­ზისს, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 2.5-3 წლი­დან იწყე­ბა და, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წლამ­დე გრძელ­დე­ბა. გარ­და 3 წლის ასა­კის კრი­ზი­სი­სა, ბავ­შ­ვი, 7 წლამ­დე, კი­დევ რამ­დე­ნი­მე კრი­ზისს გა­დის, რო­გო­რი­ცაა: და­ბა­დე­ბის, 1 წლის კრი­ზი­სი, 6-7 წლის კრი­ზი­სი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ერ­თ­გ­ვარ მოთხოვ­ნებს უწე­სებს ბავშვს, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც არც ისე­თი მარ­ტი­ვია, ამი­ტომ ხში­რად სა­ხე­ზე გვაქვს ბავ­შ­ვის ქცე­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ემო­ცი­უ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა და შფოთ­ვა.

თუ გა­დავ­ხე­დავთ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარტს, სა­დაც ნათ­ლად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თუ რა უნა­რებს უნ­და ფლობ­დეს ბავ­შ­ვი 3 წლის ასაკ­ში, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ამ დროს ბავშვს ნათ­ლად შე­უძ­ლია გად­მოს­ცეს სა­კუ­თა­რი აზ­რი წი­ნა­და­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ემ­სა­ხუ­როს თავს, შე­ას­რუ­ლოს რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბა. ბავ­შ­ვი, ამ ასაკ­ში, ხდე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მას უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, მშობ­ლის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა უფ­რო­სის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე შე­ას­რუ­ლოს ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე სხვი­სი დახ­მა­რე­ბით აკე­თებ­და. მა­გა­ლი­თად, თუ ად­რე მშო­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბო­და ბავშვს ქურ­თუ­კის ჩაც­მა­ში, ახ­ლა ის გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს, თვი­თონ ჩა­იც­ვას ქურ­თუ­კი, თუნ­დაც ეს სწრა­ფად და მარ­ტი­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხოს.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ ასაკ­ში ბავშვს უკ­ვე საკ­მა­რი­სად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თუმ­ცა ეს არ გა­მო­რიცხავს, რომ შე­იძ­ლე­ბა მან იმა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­ინ­დო­მოს, ვიდ­რე შე­უძ­ლია.

რო­გორ მივ­ხ­ვ­დეთ და ამო­ვიც­ნოთ 3 წლის ასა­კის კრი­ზი­სი:

  1. სი­ჯი­უ­ტე – ბავ­შ­ვი ავ­ლენს სი­ჯი­უ­ტეს ისეთ სა­კითხებ­ში, რა­შიც აქამ­დე არ ჰქო­ნია სირ­თუ­ლე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, ბაღ­ში წას­ვ­ლა, სა­კუ­თა­რი სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­ლა­გე­ბა, კვე­ბის დროს მა­გი­დას­თან ჯდო­მა და ა.შ.
  2. ნე­გა­ტი­ვიზ­მი – ბავ­შ­ვი აპ­რო­ტეს­ტებს ყვე­ლა­ფერს, რა­საც ოჯა­ხი შეს­თა­ვა­ზებს, მი­უ­თი­თებს ან სთხოვს, რომ შე­ას­რუ­ლოს. აპ­რო­ტეს­ტებს მა­ში­ნაც კი, თუ გუ­ლის სიღ­რ­მე­ში თვი­თო­ნაც ეთან­მ­ხე­ბა მათ, ანუ მი­სი ქცე­ვის პა­ტერ­ნია მო­იქ­ცეს იმის სა­პი­რის­პი­როდ, რა­საც სთხო­ვენ.
  3. ჭირ­ვე­უ­ლო­ბა და ემო­ცი­უ­რი ფო­ნის ცვა­ლე­ბა­დო­ბა – ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა სი­ხა­რუ­ლით და­იწყოს თა­მა­ში და მო­უ­ლო­დნე­ლად, თა­მა­შის პრო­ცეს­ში, შე­ეც­ვა­ლოს ხა­სი­ა­თი და და­იწყოს ჭირ­ვე­უ­ლო­ბა.
  4. „მე თვი­თონ“ – ამ ასაკ­ში ბავ­შ­ვებს სურთ ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ გა­ა­კე­თონ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, მა­გა­ლი­თად, გზა­ზე თვი­თონ მო­ი­სურ­ვონ გა­დას­ვ­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ბაღ­ში წას­ვ­ლა, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ას­რუ­ლონ თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი: კვე­ბა, ტუ­ა­ლე­ტის მოთხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ბა­ნა­ო­ბა, ჩაც­მა-გახ­და და ა.შ.

3 წლის ასა­კის კრი­ზი­სი გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვის „მე“-ს ფორ­მი­რე­ბას. თუ აქამ­დე ბავ­შ­ვე­ბი სა­კუ­თარ თავს, სა­უბ­რის დროს, მე­სა­მე პირ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ანა­ნოს ჭა­მა უნ­და, ანა­ნოს არ უნ­და, 3 წლის ასაკ­ში, მეტყ­ვე­ლე­ბი­სას, უკ­ვე ჩნდე­ბა  „მე“ – მე მინ­და ვაშ­ლი, მე მინ­და ბურ­თი და ა.შ.

გა­რე სამ­ყა­როს­თან „და­პი­რის­პი­რე­ბით“ ბავ­შ­ვი აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ მე-ს და ნე­ბას. გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი, ექი­მი და პე­და­გო­გი, ბერ­ნარდ ლი­ვე­ხუ­დი, თა­ვის წიგ­ნ­ში „ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ფა­ზე­ბი“, ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან მხატ­ვ­რუ­ლად აღ­წერს: „სენ­სო­რუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის მცოდ­ნე­თათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ აღ­მო­ცენ­დე­ბა, რო­დე­საც წი­ნა­ღო­ბა გა­ნიც­დე­ბა. ჩვენ მა­შინ ვგრძნობთ კანს, რო­ცა გა­რე­დან რა­ი­მე გვაწ­ვე­ბა“.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა ბავშვს გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს – ჩვენ ვი­ცით, რომ გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა გუ­ლის­ხ­მობს მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ბავ­შ­ვის უნა­რე­ბი არ მიჰ­ყ­ვე­ბა ასა­კობ­რივ მოთხოვ­ნებს. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი იყოს 5 წლის, მაგ­რამ მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პით – 1 წლის და მხო­ლოდ ტი­ტი­ნი და არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ელე­მენ­ტე­ბი იყოს მი­სი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი. თუ ბავშვს სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ სფე­რო­ში აქვს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, 3 წლის ასა­კის კრი­ზი­სი დად­გე­ბა მა­შინ, რო­ცა მი­სი უნა­რე­ბიც 3 წლის ასა­კის ეტა­პის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლებს

♦  მი­ე­ცით თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ ფარ­გ­ლებ­ში – ვგუ­ლის­ხ­მობთ ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო აქ­ტი­ვო­ბებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ცე­მას, რო­გო­რი­ცაა: თა­მა­ში, თვით­მოვ­ლა, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ტან­საც­მ­ლის შერ­ჩე­ვი­სას და ა.შ. იმი­სათ­ვის, რომ პრო­ცეს­მა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­როს, შე­გიძ­ლი­ათ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოთ სიტყ­ვი­ე­რი შეხ­სე­ნე­ბე­ბით, შე­ქე­ბით, მხარ­და­ჭე­რით და იმი­ტა­ცი­ით სა­კუ­თარ თავ­ზე.

♦  წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბა წე­სებ­ზე – ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის, თა­მა­შის წინ შე­უ­თან­ხ­მ­დით ბავშვს, რა წე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი ამ პრო­ცეს­ში. ხში­რად, რო­ცა მშობ­ლე­ბი ბავშვს, თა­მა­შის დროს, აძ­ლე­ვენ „შე­ნიშ­ვ­ნებს“, ეს კრი­ტი­კად და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბად აღიქ­მე­ბა მა­თი მხრი­დან.

♦  პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­რე­მო – წი­ნას­წარ გა­ა­ცა­ნით ბავშვს, თუ რის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ დღის მან­ძილ­ზე, ჩარ­თეთ ის გეგ­მის შედ­გე­ნის პრო­ცეს­ში; შექ­მე­ნით ვი­ზუ­ა­ლუ­რი ცხრი­ლი/გრა­ფი­კი, სა­დაც თვალ­სა­ჩი­ნოა დღის გეგ­მა. პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­რე­მო ამ­ცი­რებს ბავ­შ­ვის რთუ­ლი ქცე­ვი­სა და შფოთ­ვის გა­მოწ­ვე­ვის ალ­ბა­თო­ბას. მა­გა­ლი­თად, პირ­ველ აქ­ტი­ვო­ბად ჩა­ნიშ­ნეთ გაღ­ვი­ძე­ბა/ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, შემ­დეგ კვე­ბის დროა, შე­ე­კითხეთ რი­სი ჭა­მა სურს დი­ლით, კვე­ბის შემ­დეგ თა­მა­შის დროა, რი­სი თა­მა­ში სურს და ა.შ.

♦  თქვენც შე­ას­რუ­ლეთ წე­სე­ბი – თი­თო­ე­უ­ლი წე­სი, რა­საც ბავშვს სთხოვთ, თქვენ­ზეც ვრცელ­დე­ბა. თუ სთხოვთ, რომ სა­თა­მა­შო კუთხე და­ა­ლა­გოს, თქვენც და­იწყეთ მას­თან ერ­თად და­ლა­გე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ ბავშვს არ გა­უჩ­ნ­დეს პრო­ტეს­ტის გან­ც­და, რა­ტომ ეხე­ბა წე­სე­ბი მხო­ლოდ მას და არა თქვენც.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, 3 წლის ასა­კის სწო­რად გა­და­ლახ­ვა ხელს შე­უწყობს თქვენს პა­ტა­რას იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი. არ აუკ­რ­ძა­ლოთ, არ გა­კიცხოთ და დათ­რ­გუ­ნოთ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, პი­რი­ქით, ხე­ლი შე­უწყ­ვეთ ბავ­შ­ვის გო­ნივ­რულ და უსაფ­რ­თხო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

სტა­ტია მო­ამ­ზა­და

ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა

სო­ფიო მე­ლა­ძემ

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება