9 აგვისტო, სამშაბათი, 2022

3 დეკემბერს მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2020-ის მფლობელი გამოვლინდება

spot_img

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2020-ის გამარჯვებული, წელს პირველად, ვირტუალურ ცერემონიალზე გამოცხადდება, რომელზე დასწრებასაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ცერემონიალს, რომელიც ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში (Natural History Museum) ჩატარდება, უმასპინძლებს მსახიობი გაერთიანებული სამეფოდან, კომედიანტი და მწერალი – სტეფან ფრაი.
3 დეკემბერს 11 საათზე ჩვენ შევიტყობთ, 10 საუკეთესო ფინალისტიდან, ვის გადაეცემა ყოველწლიური, მეექვსე, პრემია. ჯილდოს მფლობელი 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. წელს ცერემონიალზე, ასევე, გამოვლინდება Covid გმირი – მასწავლებელი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, პანდემიის გამო, სწავლაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

✅ ყოველწლიურად, მასწავლებლის გლობალური ჯილდო გადაეცემა გამორჩეულ პედაგოგს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში. წელს 140-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილი12 000 აპლიკანტიდან შეირჩა 10 საუკეთესო.

‼️? დარეგისტრირდით ვებგვერდზე: https://bit.ly/35L3Oyk
?↪️↪️↪️ შეუერთდით მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დაჯილდოების ცერემონიალს და პატივი მიაგეთ მსოფლიოს მასწავლებლებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები