2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილა – 2019 წელს 28 740 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე – 1335 აბიტურიენტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჩარიცხულ სტუდენტებს მოუწოდა, რომ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია, იმისთვის, რომ სასწავლებლებში ჩაირიცხონ.
ცნიბილი გახდა, რომ წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
შგახსენებთ, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო, დაახლოებით, 41 000 აპლიკანტი.
⇒ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 – საბოლოო შედეგები – (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის მოპოვების შესახებ)იხილეთ ბმულზე⇓
https://naec.ge/?fbclid=IwAR1ovAtyoEMWWGXmo1Co-iuxR6I0vo26MgVnMv73EOyB0X02oBS1hlCvWCQ#/ge/post/1980