2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

28-ქულიანი ტესტის ნიმუში

spot_img

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ექსპერტიზებულ ვერსიას, რომელიც დადებითადაა შეფასებული განათლების სპეციალისტისროლანდ ხოჯანაშვილის მიერ. 

გრძელვადიანი მიზანი შუალედური სასწავლო მიზანი №1
სამიზნე ცნება –

ჟანრი

(შედეგები: 1, 3, 7)

კომპოზიცია

(შედეგები: 1, 2, 4, 7)

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

(შედეგები: 1, 6, 7)

 

 

ქვეცნება  –

მხატვრული ჟანრები;

კომპოზიციურ-შინაარსობრივი ელემენტები;

მხატვრული სტილის ენობრივი ფიგურები.

საკითხი – მინიატურის შექმნა ლექსზე „მოდიოდა ნინო მთებით“ დაყრდნობით

ქვესაკითხი – ლექსი, მინიატურა, მეტაფორა, შთამბეჭდავი ლექსიკა, ფაბულა, სიუჟეტი.

 

საკვანძო შეკითხვა:

როგორ შევქმნა მინიატურა ლექსზე „მოდიოდა ნინო მთებით“ დაყრდნობით?

როგორ წარმოვაჩინო ამბის გმირის სახე ნამუშევარში? რა ენობრივ-გამომსახველობითი ხერხები გამოვიყენო საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად?

 

კომპლექსური დავალება

წარმოადგინეთ ა. კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ მინიატურის ჟანრში. ამისათვის:

♦ მინიატურაში გადმოეცით განწყობილება ხატოვნად, მეტაფორულად ან ხაზგასმული სისადავით;

♦ გამოკვეთეთ მთავარი ინფორმაცია და კონკრეტული დეტალები, რომლებიც ემოციურ ზეგავლენას მოახდენს მსმენელებზე;

♦ შეარჩიეთ ისეთი ენა და სტილი, რომელიც მინიატურისთვისაა დამახასიათებელი;

♦ გამოიყენეთ ზომიერად ა. კალანდაძის ლექსიდან გამორჩეული ლექსიკური ერთეულები.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

 

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ:

შეფასების კრიტერიუმი

 

ნამუშევრის წარდგენისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

ჟანრი

1.       ერთი ჟანრის ტექსტებს აქვთ საერთო ჟანრობრივი მახასიათებლები (შინაარსობრივი, ენობრივ-სტილური, სტრუქტურულ-ორგანიზაციული), რომლებიც განსხვავდება სხვა ჟანრების მახასიათებლებისგან.

2.       ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა საჭიროა ტექსტის გასააზრებლად, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების შესადგენად.

 კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე

  1. ტექსტის მთლიანობას განაპირობებს მისი კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე. კომპოზიციას/შინაარსობრივ მხარეს ქმნის სხვადასხვა ელემენტის (მაგ., თემის, იდეის, ხედვის კუთხის, პერსონაჟთა სახეების) ერთობლიობა.
  2. ტექსტის მთლიანობის განმსაზღვრელი შინაარსობრივი, სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე, შემიძლია წამოვაყენო ტექსტთან დაკავშირებული იდეები, წარმოვაჩინო ტექსტი ახალი კუთხით/ფორმით.
  3. ტექსტებს შორის არსებულ მიმართებებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შესასწავლი ტექსტის მნიშვნელობის, იდეების, თემების, პერსპექტივების გააზრებისთვის, ინტერპრეტირებისთვის.
  4. მთლიანობის განმსაზღვრელი შინაარსობრივი და სტრუქტურულ-ორგანიზაციული ელემენტების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექსტების სიღრმისეულად გასააზრებლად, მიზნის შესაბამისი ტექსტების შესადგენად.

 ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

1.       მწერლები გვიზიარებენ თავიანთ გრძნობებს, გამოცდილებას, დამოკიდებულებებს, განწყობასა და მოსაზრებებს, ოსტატურად შერჩეული ენობრივი საშუალებების – სიტყვების, ფრაზების – გამოყენებით.

2.       მწერლები იყენებენ სხვადასხვა ენობრივ საშუალებას იმისათვის, რომ მოახდინონ შთაბეჭდილება მკითხველზე, დაარწმუნონ მკითხველი.

3.       ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექსტების სიღრმისეულად გასააზრებლად, ნიუანსების აღმოსაჩენად; მიზნის შესაბამისი ტექსტების შესადგენად.

1.       რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი მინიატურაა (ჟანრი);

2.       რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს მინიატურაში მეტაფორულად ან ხაზგასმული სისადავითაა გადმოცემული სათქმელი (ჟანრი, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები);

3.       რა შეიცვალა/არ შეიცვალა ტექსტში ჟანრის შეცვლის შედეგად, რა აღმოაჩინეთ ტექსტში ახალი (ჟანრი, კომპოზიცია);

4.       რა სტრატეგიები გამოიყენეთ ლექსის მინიატურად გარდასაქმნელად (მაკროცნება – სტრატეგიები).

 

 

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

აქტივობა 1. წინარე ცოდნა-გამოცდილების გახსენება

კითხვები:

  • ხომ ვერ გაიხსენებდით ნაწარმოებებს, რომელთა საფუძველიცაა რომელიმე რელიგია ან ისტორიული წარსული? რა შეიძლება იქცეს მხატვრული ნაწარმოების დაწერის საბაბად?
  • თავად თუ გაგჩენიათ სურვილი, დაგეწერათ რაიმე და რა გამხდარა ამის მიზეზი?

აქტივობა 2.კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

კითხვები:

  • როგორ ჩამოაყალიბებთ, თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1.

როგორ გამოკვეთეთ მთავარი სათქმელი ნაშრომში. დაიმოწმეთ კონკრეტული მაგალითები ნამუშევრიდან (კომპოზიცია); რა ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები გამოიყენეთ და რა დანიშნულებით. დაიმოწმეთ კონკრეტული მაგალითები ნამუშევრიდან (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები). რამდენად მოსახერხებელია სათქმელის მინიატურით გადმოცემა (ჟანრი).

რესურსი 1. ანა კალანდაძე „მოდიოდა ნინო მთებით“, სახელმძღვანელო – ქართული ენა და ლიტერატურა, VII კლ., გამომცემლობა „არტანუჯი“, ავტორები – დიანა ანფიმიადი, ზინა გაბიჩვაძე, ივანე ამირხანაშვილი; ქართული ლიტერატურა, გვ.37.

რესურსი 2. https://www.youtube.com/watch?v=xuZ8sXeU5AM (დოკუმენტური ფილმი წმინდა ნინოს შესახებ)

https://akhaliganatleba.ge/მინიატურა/ (ინფორმაცია მინიატურის შესახებ)

 აქტივობა 1. ტექსტის გაცნობამდე დასამუშავებელი საკითხები: ლექსი და მინიატურა, გმირი და გმირობა.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
  •  როგორ ნაწარმოებს ჰქვია ლექსი, მინიატურა?
  • ვინ არის გმირი? რა შეიძლება ჩაითვალოს გმირობად?
  • როგორ, რა სტრატეგიის გამოყენებით უნდა წავიკითხოთ ლექსი?

 

აქტივობა 2. გონებრივი  იერიშიორმხრივ ჩანაწერთა სქემა

ლექსის მახასიათებლები მინიატურის მახასიათებლები

 აქტივობა 3. ტექსტის გაცნობა კომენტირებული კითხვის მეთოდით, მისი დამუშავება/გააზრება სახელმძღვანელოში წარმოდეგნილ კითხვებზე დაყრდნობით, მთავარ სათქმელსა და ლექსის ლირიკულ გმირზე მუშაობა (რესურსი1, 2).

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

  •  ლექსში რა არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ახალი მხატვრული ნაწარმოების შექმნის საბაბად იქცეს?
  • რა იგრძნო წმინდა ნინომ გაღვიძებისას?
  • რომელი შთამბეჭდავი სიტყვებია ლექსში?

 აქტივობა 4. ვარაუდები გონებრივი იერიშით – ფუნქციის დადგენა

ციტატა – ეპიგრაფის ლექსიდან „ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა“

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

·         რატომ ურთავენ ეპიგრაფს ნაწარმოებს?

·         რომელი ეპიგრაფი გახსენდებათ ნასწავლი მასალებიდან?

·         თქვენ რომ იყოთ მწერალი/პოეტი, თუ გამოიყენებდით ეპიგრაფს და რატომ?

 აქტივობა 5. ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე მუშაობა (რესურსი 1,2)

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

·         რა არის ლექსისა და მისი ეპიგრაფის მთავარი სათქმელი?

·         რისი თქმა სურს ავტორს მხატვრული ხერხების მეშვეობით?

·         რომელ მხატვრულ ხერხებს იყენებს პოეტი ლექსში და რა ფუნქციით?

·         ლექსში მოცემულ რომელ სიტყვებს აღარ ვიყენებთ თანამედროვე მეტყველებაში?

·         რატომ არ ვსაუბრობთ ისეთი წყობით, როგორც ეს ლექსშია?

 შუალედური დავალება: მინიატურის დაწერა ლექსის „მოდიოდა ნინო მთებით“ მიხედვით.

ნაბიჯი 2

რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი მინიატურაა (ჟანრი)

 რესურსი 2. https://akhaliganatleba.ge/მინიატურა/ (ინფორმაცია მინიატურის შესახებ)

 აქტივობა 1. ჟანრის კანონიმინიატურის ჟანრი

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ·         რით განსხვავდება მინიატურა პროზის სხვა ჟანრებისაგან?

·         რომელი ჟანრით (ლექსი, მინიატურა) უფრო იოლად მოიხერხებთ სუბიექტური განცდების წარმოჩენას?

·         რა აქვთ საერთო ლექსსა და მინიატურას?

·         რა არის მინიატურა?

·         რითაა გამორჩეული მინიატურა სხვა ნაწარმოებებისგან?

·         რას აირჩევთ, მეტაფორულ თუ სისადავით გამორჩეულ ამბის თხრობას? რატომ?

·         რატომ თვლით, რომ მინიატურით შეიძლება ნინოს გმირობის გადმოცემა?

·         რა განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს მინიატურას? რატომ თვლით, რომ მინიატურითაც შეიძლება გმირობის გადმოცემა?

 აქტივობა 2. იდეების გენერირება

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
  • რა ამბავს/ინფორმაციას შეარჩევთ თქვენი მინიატურის ფაბულად?
  • ვინ იქნება მთხრობელი: ავტორი თუ პერსონაჟი?
  • რა იქნება თქვენი ნაწარმოების მთავარი სათქმელი?
  • რამდენად მიიზიდავს და დააინტერესებს მკითხველს/მსმენელს თქვენი ტექსტი? რას გააკეთებთ ამისათვის?

აქტივობა 3. კოგნიტური სქემა

ლექსის ტაეპი/ტაეპები პარაფრაზი მინიატურისათვის

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ·         რომელი ტაეპი/ტაეპები გამოგადგებათ მინიატურისათვის?

·         რომელია სისადავით ან მეტაფორულად გამოთქმული ტაეპი ლექსში, როგორ გარდაქმნიდით მას პროზაულ პარაფრაზად? რატომ?

·         რატომ თვლით, რომ თქვენ მიერ პარაფრაზირებული/ინტერპრეტირებული წინადადება გამოდგება მინიატურის შესაქმნელად? მსმენელზე/მკითხველზე ემოციური ზეგავლენისათვის?

აქტივობა 4. საბოლოო ვერსიის მომზადება პირველადი ვერსიის წაკითხვა-რედაქტირებისა და გაუმჯობესების გზით, ნამუშევრის წარდგენა

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
  • როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო თავდაპირველი ვარიანტი საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად?
  • როგორ წარვადგინო ნამუშევარი?

დავალების წარდგენის პროცესში და წარდგენის შემდეგ დასასმელი კითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი – რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი ან რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი ხერხები/სტრატეგიები თუ გამოგიყენებია?
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  • თანაკლასელების ნამუშევართაგან რომელმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

ა) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას:

⇒ გრძელვადიან მიზანზე ორიენტირებულობა – წარმოდგენილი სცენარი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზანზე, ჩანს სამიზნე ცნებები, ჟანრი, კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, ასევე შედეგების ინდექსები.

⇒ შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება – სცენარში (გეგმაში) წარმოდგენილი კითხვებით მასწავლებელი ააქტიურებს წინარე ცოდნას, რომელზეც უნდა დააშენონ მოსწავლეებმა ახალი ცოდნა:

  • ხომ ვერ გაიხსენებდით ნაწარმოებებს, რომელთა საფუძველიც რომელიმე რელიგიაა ან ისტორიული წარსული? რა შეიძლება იქცეს მხატვრული ნაწარმოების დაწერის საბაბად?
  • თავად თუ გაგჩენიათ სურვილი, დაგეწერათ რაიმე და რა გამხდარა ამის მიზეზი?

⇒ საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება –

სცენარში, პროდუქტის შესაქმნელად, წარმოდგენილია ყველა ის ნიუანსი, რომლებიც საჭიროა პროდუქტის, ანუ მინიატურის შესაქმნელად. წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ ხდება სხვადასხვა ცოდნის დამუშავება და გაერთიანება, ანუ ტრანსფერი საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, მაგ., მეორე ეტაპის აქტივობების (1,2,3) საშუალებით.

⇒ ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება – ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება აუმჯობესებს გაანალიზებას, დამახსოვრებას, ცოდნის ფუნქციურად გამოყენებას, ამასთან მოსწავლე სწავლის პროცესის მმართველი ხდება. ამის დადასტურებაა სასწავლო სცენარის შემდეგი ნაწილი: როგორ გამოკვეთეთ მთავარი სათქმელი ნაშრომში. დაიმოწმეთ კონკრეტული მაგალითები ნამუშევრიდან (კომპოზიცია); რა ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები გამოიყენეთ და რა დანიშნულებით. დაიმოწმეთ კონკრეტული მაგალითები ნამუშევრიდან (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები). რამდენად მოსახერხებელია სათქმელის მინიატურით გადმოცემა (ჟანრი).

⇒ ორიენტირებულობა ცოდნის სამივე კატეგორიაზე – ესგ ორიენტირებულია ცოდნის სამივე კატეგორიაზე. სცენარში აქტიურად ჩანს მასწავლებლის სამივე ცოდნის გააქტიურება და განვითარება, მაგ., მასწავლებლის კითხვები ადასტურებს:

რა არის მინიატურა? – დეკლარატიული ცოდნისკენაა მიმართული, ხოლო შეკითხვა: როგორ, რა სტრატეგიის გამოყენებით უნდა წავიკითხოთ ლექსი? – პროცედურული ცოდნის გააქტიურებას უწყობს ხელს; რაც შეეხება კითხვას – რატომ თვლით, რომ თქვენ მიერ პარაფრაზირებული/ინტერპრეტირებული წინადადება გამოდგება მინიატურის შესაქმნელად? მსმენელზე/მკითხველზე ემოციური ზეგავლენისათვის? – პირობისეული ცოდნის სფეროა.

ბ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი გლობალურფუნქციური უნარებისა და მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას:

⇒ კრიტიკული აზროვნების განვითარება – წარმოდგენილ სცენარში კრიტიკული აზროვნების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია წინარე ცოდნის გააქტიურება, ასევე ვარაუდების გამოთქმა გონებრივი იერიშით:

  • რატომ ურთავენ ეპიგრაფს ნაწარმოებს?
  • რომელი ეპიგრაფი გახსენდებათ ნასწავლი მასალებიდან?
  • თქვენ რომ იყოთ მწერალი/პოეტი, თუ გამოიყენებდით ეპიგრაფს და რატომ?

⇒ შემოქმედებითი აზროვნების განვითარება – სცენარში ჩანს იდეების გენერირება, რაც ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, მაგ.:

  • რატომ ურთავენ ეპიგრაფს ნაწარმოებს?
  • რომელი ეპიგრაფი გახსენდებათ ნასწავლი მასალებიდან?
  • თქვენ რომ იყოთ მწერალი/პოეტი, თუ გამოიყენებდით ეპიგრაფს და რატომ?

⇒ თანამშრომლობა და კომუნიკაცია წინარე ცოდნის გამოყენება გადაწყვეტილებების მიღების მიზნი, რომელსაც კლასში მოსწავლეები წინარე ცოდნის გააქტიურებისას წარმოადგენენ, ეს თანამშრომლობაა. თანამშრომლობაა იდეების გენერირების შემთხვევაშიც. ინფორმაციის ნათლად და შინაარსიანად გამოხატვა დავალების შესაქმნელი ერთ-ერთი პირობაა, ეს კომუნიკაციას აადვილებს (მსმენელთან, წამკითხველთან). კითხვა-პასუხის რეჟიმიც კომუნიკაციას ადასტურებს.

⇒ ორიენტაცია მოსწავლის ავტონომიურობასა და თვითრეგულაციაზე – თვითონ პროდუქტი (კომპლექსური დავალება) სრულად ავტონომიურია, რადგან მასზე მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს, გადაწყვეტილებებს ღებულობს საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მართავს ქცევას და გრძნობებს, წარმატების შემთხვევაში – განიცდის თვითეფექტურობას. მაგალითი სცენარიდან: როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო თავდაპირველი ვარიანტი საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად? როგორ წარვადგინო ნამუშევარი?

გ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას:

⇒ მიზნობრიობა – სცენარში მიზნობრიობა კარგად ჩანს, რადგან სასწავლო პროცესში ჩანს კონსტრუქტივისტული, გლობალურ-ფუნქციური, მეტაკოგნიციის და თვითრეგულირების პრინციპებით მიდგომები. აკადემიურ და კოგნიტურ უნარებთან ერთად, სოციალური და ემოციის მართვია უნარებიც ვითარდება, თუნდაც დოკუმენტური ფილმის ნახვით (წმინდა ნინოს შესახებ).

⇒ ინდივიდუალური მიდგომა – სცენარში წარმოდგენილია ინდივიდუალური მიდგომა თუნდაც მასწავლებლის შეკითხვით: თავად თუ გაგჩენიათ სურვილი, დაგეწერათ რაიმე და რა გამხდარა ამისი მიზეზი?

⇒ განმავითარებელი მხარდაჭერა – სცენარში მასწავლებელი მოსწავლეებს, საჭიროებისამებრ, უწევს განმავითარებელ მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სხვადასხვა რესურსების მიწოდებით, ასევე, მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

⇒ მოსწავლის პიროვნების მხარდაჭერა – სცენარში, დავალების წარდგენის ეტაპზე, ჩანს მასწავლებლის მიერ მოსწავლის პიროვნების მხარდაჭერა და აღიარება შემდეგი პუნქტებით: აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით; რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი ან რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა? რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

 

ნონა თოდუა
სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
გეოგრაფიის წამყვანი პედაგოგი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები