ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 10 უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების გრანტის დაფინანსებულ პროექტში – „LIFESTRAND”.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება/ტრენინგს.
პროექტი„LIFESTRAND” შეიქმნა, დაიგეგმა და წარიმართება უშუალოდ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის კოორდინირებით.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 10 უნივერსიტეტი:
🇬🇪საქართველო:
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი;
🇺🇦უკრაინა:
ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
🇪🇸ესპანეთი:
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ასოციაცია „სემერხენი“;
🇵🇹პორტუგალია:
პორტოს უნივერსიტეტი.