27 ივლისი, შაბათი, 2024

27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ონლაინ სწავლებაზე 26081 მოსწავლე დარეგისტრირდა, ხოლო რეგისტრაცია გააუქმა 4604-მა

spot_img

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ონლაინ სწავლებაზე 26081 მოსწავლე დარეგისტრირდა, ხოლო რეგისტრაცია გააუქმა 4604-მა.

წინა კვირას რეგისტრაცია 36202-მა მოსწავლემ გაიარა, 4031-მა გააუქმა რეგისტრაცია.

რამდენიმე დღის წინ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მშობლებს თანადგომისკენ მოუწოდა: „მაშინ, როდესაც შესაძლებელია ონლაინ სწავლების ფორმის არჩევა, მშობლებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალურად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაგვეხმარონ, რომ, დიახ, საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი.“

მისივე განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

29 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განახლებული კოვიდ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ:

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს, 00:00-18:00 საათის შუალედში.

ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო აღარ არის.

 

 

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები