9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

26 მაისის ქალები სკოლებში

spot_img

🔎 ეროვნული სასახლისა და „მირაბალდების“ საერთო პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ახალგაზრდებში პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობიერების გაზრდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქალების როლსა და მნიშვნელობაზე ესეის/ჩანახატის საშუალებით. ჩვენთვის მთავარია ახალგაზრდების ინტერესი ამ თემის მიმართ. შესაბამისად, ნაშრომისა და სათქმელის გამოხატვის ფორმაში არ არიან შეზღუდული. ასევე, თუკი მოსწავლეთა ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ თემაზე ნახატის შექმნა, შეგვიძლია ამ ფორმითაც მივიღოთ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციასთან, რათა მაქსიმალურად ბევრ მოსწავლემდე მივიტანოთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ და რაც შეიძლება ბევრი მათგანი ჩაერთოს პროექტში, რომლის ერთადერთი მიზანი ახალგაზრდებისთვის იმ ქალების გაცნობაა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ ქვეყნის განვითარებისთვის, კეთილდღეობისა და განათლების გავრცელებისთვის.

🔎 შემოსული ესეებიდან შეირჩევა 25-მდე საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც შევა კრებულში და ბეჭდური სახით დაურიგდებათ მოსწავლეებსა და იმ სკოლებს, რომელთა მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ კრებულის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის შემოინახავს მოსწავლეების დამოკიდებულებასა და ემოციებს, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. გარდა ამისა, ამ კრებულში შესული ნაშრომები შემდგომ შევა წიგნში, რომელსაც ვამზადებთ „26 მაისის ქალებთან“ დაკავშირებით, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ის ინფორმაცია თუ პროექტი, რომელიც ამ თემის გარშემო დავამუშავეთ და განვახორციელეთ.

🔎 ნაშრომების გადარჩევის და კრებულის შექმნის შემდეგ 27 მაისს ეროვნულ სასახლეში, სწორედ იქ, სადაც პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები მოღვაწეობდნენ, გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც გადაეცემათ ეროვნული სასახლისა და „მირაბალდების“ სასაჩუქრე ნაკრებები და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერი.

🔎 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2024 წლის 20 აპრილიდან 08 მაისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ ჩანახატი/ესეი თემაზე: „26 მაისის ქალები – მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“. სათაური მხოლოდ მიმართულებაა და მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი აზრებისა და ემოციების გაზიარება მათთვის სასურველი სათაურის ქვეშ, რომელიც ამ თემასთან იქნება დაკავშირებული.

ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი შემოსული ნაშრომი ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასია და კონკურსის ფორმატი მხოლოდ ფორმალობაა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, საკონკურსო ნაშრომს თან დაურთოთ:

🔸 მომხსენებლის სახელი და გვარი

🔸 სკოლა და კლასი

🔸 ტელეფონის ნომერი ან/და ელ ფოსტის მისამართი

 ნაშრომის გაფორმების წესი:

🔸 ფურცლის ზომა ა4

🔸 შრიფტი „Sylfaen“

🔸 შრიფტის ზომა:12

🔸 სიტყვების რაოდენობა: 500-1000 (დაახლოებით)

📌 გთხოვთ, ნამუშევრები და ციფრული ნახატები გამოგზავნოთ მეილზე: womenof26may@gmail.com

ნახატის ხელით შექმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დატოვოთ ეროვნულ სასახლეში.

📌 პროექტის მხარდამჭერია ეროვნული სასახლე, თბილისის მერია.

📌 პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია გაზეთი ,,ახალი განათლება“.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები