3 ნოემბერი, კვირა, 2024

26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია არაერ­თი ქარ­თ­ვე­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი ქა­ლის სა­ხელს ინა­ხავს. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მათ შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რობ­და, ისი­ნი თით­ქოს არც არ­სე­ბობ­დ­ნენ. უფ­რო მე­ტიც, იმ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, დღე­ვან­დე­ლი ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი, ქა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იბ­რ­ძოდ­ნენ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, წერ­დ­ნენ, აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი, სი­ცოცხ­ლის ფა­სად უჯ­დე­ბო­დათ. ღირ­სე­ულ­თა შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რათ პირ­ველ პარ­ლა­მენ­ტარ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი“ უწო­და.

ვერც სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ და­ა­მარ­ცხა საბ­ჭო­თა რე­ჟიმ­მა ისი­ნი. სტა­ტი­ის მი­ზა­ნია, რომ მა­თი სა­ხე­ლე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ, რად­გან იცო­დეს მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ მა­თი და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, სხვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, სხვი­სი სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად და რაც მთა­ვა­რია, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ქა­ლე­ბის ხე­ლით, მა­თი შრო­მი­თა და ბრძო­ლით და­ი­წე­რა.

1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლომ ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა აღიდ­გი­ნა. და­კომ­პ­ლექ­ტ­და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა პარ­ტია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო, მას­ში შე­დი­ოდ­ნენ ეთ­ნი­კუ­რი, თუ რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, ის მა­ინც ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბო­და უმაღ­ლე­სი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე ორ­გა­ნოდ, რად­გან არ იყო მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი. ამი­ტომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა, 1918 წლის 22 ნო­ემ­ბერს, მი­ი­ღო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დე­ბუ­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­დაწყ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი 1919 წლის თე­ბერ­ვალ­ში უნ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა სრულ­წ­ლო­ვან (20 წლის) მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­და – აქ­ტი­უ­რი და პა­სი­უ­რი ხმის უფ­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად სქე­სი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი ან ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­სა. არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის და კან­დი­და­ტად კენ­ჭის­ყ­რის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ ქა­ლებ­საც.

105 წლის წინ, 1919 წლის 14 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩე­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და – სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი, ფა­რუ­ლი და პირ­და­პი­რი ხმის მი­ცე­მის პრინ­ცი­პით. გა­ი­მარ­ჯ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ, ხმე­ბის 81,5%-ით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა კრე­ბა­ში 130 დე­პუ­ტა­ტი შე­დი­ო­და. სხვა­დას­ხ­ვა პარ­ტი­ის სა­ხე­ლით, 17 ქა­ლი იყ­რი­და კენჭს, რო­მელ­თა­გან ხუ­თი წევ­რად აირ­ჩი­ეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო: №36 ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სა­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძი­სა; №61 მი­ნა­დო­რა ტო­რო­შე­ლი­ძე; №72 ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე; №79 ელი­სა­ბედ ბოლ­ქ­ვა­ძე; №110 ან­ნა (ოლ­ღა) სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სე­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძე

1902 წლი­დან იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი. 1905 წლის 17 ოქ­ტომ­ბ­რის მა­ნი­ფეს­ტის შემ­დეგ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ბა­თუ­მის კო­მი­ტე­ტის სო­ხუ­მის ჯგუ­ფი“ (რომ­ლის ერთ-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო ელე­ო­ნო­რა) რე­ა­ლუ­რად ხელ­ში აიღო ქა­ლაქ სო­ხუ­მის მმარ­თ­ვე­ლო­ბა და ჩა­ა­ნაც­ვ­ლა მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა. ამის გა­მო, 1908 წელს, პირ­ვე­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს. 1917 წლამ­დე კი­დევ სამ­ჯერ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

1918 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით. 1921 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, ჩარ­თუ­ლი იყო არა­ლე­გა­ლურ, ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, 1924 წლის აჯან­ყე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რობ­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცეს­ში. 1925 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ცე­კას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ-ს სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ამ, 1926 წელს, და­ა­პა­ტიმ­რა და გა­და­ა­სახ­ლა. გა­და­სახ­ლე­ბი­დან 30-იან წლებ­ში დაბ­რუნ­და. ეწე­ო­და კერ­ძო პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ელე­ო­ნო­რა მახ­ვი­ლა­ძის საბ­რალ­დე­ბო დას­კ­ვ­ნა­ში ვკითხუ­ლობთ: „…და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თ­ვის პრო­ცეს­ზეც აისა­ხა. 1905 წლის ნო­ემ­ბ­რი­სა და დე­კემ­ბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ხუ­მის ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლი იყო. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო რო­ლი ითა­მა­შა კერ­ძო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ექი­მის ცოლ­მა, ელე­ო­ნო­რა მი­ხე­ი­ლის ასულ­მა მახ­ვი­ლა­ძემ. ის კრებ­და სა­ქა­ლა­ქო და რე­ა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და ას­წავ­ლი­და მათ „მარ­სე­ლი­ე­ზას“ სიმ­ღე­რას“.

„ექი­მის ცო­ლი“ ელე­ო­ნო­რა რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ექი­მის ცო­ლო­ბაა. ის იყო გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ქა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა რე­სურსს იყე­ნებ­და იმი­სათ­ვის, რომ ქვეყ­ნის ბე­დი სა­სი­კე­თოდ შე­ეც­ვა­ლა. რო­გორც ჩანს, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხვდე­ბო­და, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნი სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან იწყებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას. 1905 წელს, სო­ხუმ­ში, ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. და ას­წავ­ლი­და არა მხო­ლოდ სა­განს, არა­მედ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, მმარ­თ­ველ პი­რებს თვალ­ში არ მოს­დი­ო­დათ. 1905 წელს ელე­ო­ნო­რა და­პა­ტიმ­რე­ბას მხო­ლოდ სო­ხუ­მის ცი­ხის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბი­სა და იქ ქალ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო გა­და­ურ­ჩა. მი­სი მე­ამ­ბო­ხე ბუ­ნე­ბა არც ამის მე­რე შე­ნე­ლე­ბუ­ლა და სა­მი წლის თავ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბა­სა და გა­და­სახ­ლე­ბას უკ­ვე ორ­სუ­ლო­ბის გა­მო გა­და­ურ­ჩა. 1917 წლამ­დე ელე­ო­ნო­რა მახ­ვი­ლა­ძე კი­დევ სამ­ჯერ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

სის­ტე­მის მხრი­დან სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა ახალ­გაზ­რ­და ქალ­ში ბრძო­ლის სურ­ვი­ლი ვე­რაფ­რით ჩა­ახ­შო, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რ­ძობ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას. 1919 წელს ის ჯერ თბი­ლი­სის ქა­ლა­ქის საბ­ჭოს ხმოს­ნად, შემ­დ­გომ კი თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თ­ლედ აირ­ჩი­ეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, 1919 წლის 12 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის სი­ით, ელე­ო­ნო­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად აირ­ჩი­ეს – ასე გახ­და ის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლი, რომ­ლის­თ­ვი­საც ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ად­გი­ლი დღემ­დე ვერ მო­ი­ძებ­ნა.

ელე­ო­ნო­რა იყო შრო­მის, სა­პენ­სიო და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კო­მი­სი­ე­ბის წევ­რი. 1921 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩა და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში. ელე­ო­ნო­რას არ­სე­ბო­ბა საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის­თ­ვის საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი იყო, ამი­ტომ მის ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ქალ­თა კო­მი­ტეტ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. 1922 წლი­დან კო­მი­ტე­ტი ბოლ­შე­ვი­კურ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­თან მებ­რ­ძო­ლი პარ­ტი­ე­ბის ერ­თი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გარ­და­იქ­მ­ნა და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი წი­თე­ლი ჯვა­რი“ ეწო­და.

1922 წლის 10 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვ­ნი­სას, და­გეგ­მი­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ე­ბის აღ­საკ­ვე­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ამ ან­ტი­საბ­ჭო­თა პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის და აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა და­იწყო. და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნ­და ელე­ო­ნო­რა მახ­ვი­ლა­ძეც. თუმ­ცა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­მო, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ან­ტი­საბ­ჭო­თა აჯან­ყე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. ელე­ო­ნო­რა პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო. 1925 წელს ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აირ­ჩი­ეს, ხო­ლო თავ­მ­ჯ­დო­მა­რის – სო­ლო­მონ თე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ცე­კას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და პარ­ტი­ის ახა­ლი ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ცოცხ­ლე­ბა­ში. ელე­ო­ნო­რა სის­ტე­მას­თან ბრძო­ლით არ იღ­ლე­ბო­და, სის­ტე­მა კი – ელე­ო­ნო­რას­თან. 1926 წელს კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, თა­ვის პირ­ვან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც ცოდ­ნის გა­და­ცე­მა­სა და გა­ზი­ა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. მან ყვე­ლა­ზე კარ­გად იცო­და, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის არა­ფერს აქვს ისე­თი დი­დი ძა­ლა, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბას. ელე­ო­ნო­რა ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლი იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში გა­ა­ტა­რა. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

 

მი­ნა­დო­რა ორ­ჯო­ნი­კი­ძე-ტო­რო­შე­ლი­ძე

1918 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში, ხე­ლი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს. 1918 წელს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 1919 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით. იყო შრო­მის და სა­ხალ­ხო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი. 1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის არ­მი­ის თავ­დას­ხ­მი­სას, მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თელ ჯვარ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩაბ­მუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა არა­ლე­გა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში. მომ­დევ­ნო წლებ­ში რეპ­რე­სი­ებს ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლ­ნენ მი­სი ქმა­რი და შვი­ლე­ბი, თა­ვად მი­ნა­დო­რა კი მრა­ვალ­გ­ზის გა­და­ა­სახ­ლეს. მხო­ლოდ 1950 წელს მი­ე­ცა თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია 1956 წელს.

მი­ნა­დო­რა ორ­ჯო­ნი­კი­ძე 1879 წელს, სო­ფელ ღო­რე­შა­ში და­ი­ბა­და. პო­ლი­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­უჩ­ნ­და და მა­ლე­ვე ჩა­ერ­თო მარ­ქ­სის­ტუ­ლი წრე­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. 1901 წელს სას­წავ­ლებ­ლად ჟე­ნე­ვა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. ჟე­ნე­ვა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის­გან გაქ­ცე­უ­ლი ბევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რის­თ­ვის თავ­შე­საფ­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­და. მი­ნა­დო­რა არც ჟე­ნე­ვა­ში ჩა­მო­შო­რე­ბია სამ­შობ­ლოს და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თ­ველ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა დის­კუ­სი­ებ­სა თუ შეკ­რე­ბებ­ში. ის ჩან­და ყველ­გან, სა­დაც ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი წყდე­ბო­და, მი­სი ხმა ის­მო­და ყველ­გან, სა­დაც რა­ღაც იც­ვ­ლე­ბო­და. ან, შე­საძ­ლოა, რა­ღაც იც­ვ­ლე­ბო­და იქ, სა­დაც ის იდ­გა.

„პო­ლი­ტი­კამ და­ი­კა­ვა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს მარ­თ­მევ­და, ვიდ­რე მე­დი­ცი­ნა. ეს ხა­ნა გახ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გე­ზის შემ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და ჩე­მი ბედ-იღ­ბ­ლის გა­დამ­წყ­ვე­ტი,“ – წერს მი­ნა­დო­რა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში. ჟე­ნე­ვა­ში­ვე გა­იც­ნო მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძე, რო­მელ­ზეც იქორ­წი­ნა. 1905 წელს, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თო. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა პარ­ტი­უ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­ში. ისი­ნი „მენ­შე­ვი­კე­ბად“ და „ბოლ­შე­ვი­კე­ბად“ იყო­ფი­ან. ცოლ-ქმა­რი სხვა­დას­ხ­ვა ბა­ნაკ­ში აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა ამ ფაქტს მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

მი­ნა­დო­რა ყო­ველ­თ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში იყო. დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რო­ბამ­დე მან გრძე­ლი და რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა. 1917 წლი­დან ქალ­თა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, ამა­ვე წელს ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს წევ­რად აირ­ჩი­ეს. 1918 წელს მი­ნა­დო­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, 26 მა­ისს კი ხე­ლი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს. 1919 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ით, სა­დაც ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და­ნარ­ჩენ ოთხ ქალ­თან ერ­თად. ის იყო შრო­მის და სა­ხალ­ხო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში – ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ქალ­თა პო­ლი­ტი­კურ კლუბს და დე­და­თა და ბავ­შ­ვ­თა დამ­ც­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მი­ნა­დო­რა მა­ში­ნაც ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში იყო, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი დად­გა – 1921 წლის თე­ბერ­ვა­ლი. წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რის დროს ის იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის წევ­რი და ფრონ­ტ­ზე მუ­შა­ობ­და. მას არც საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ და­უ­ტო­ვე­ბია თბი­ლი­სი. ჩარ­თუ­ლი იყო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­თა მოძ­რა­ო­ბა­ში. არა­ლე­გა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებ­სა და მათ ოჯა­ხებს. მი­ნა­დო­რას პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვიზ­მი საბ­ჭო­თა სის­ტე­მას ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნია.

1924 წელს ის და­ა­პა­ტიმ­რეს და მოს­კოვ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცეს, რაც სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე უარი თქვა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს კვლავ გა­უგ­რ­ძე­ლე­ბია საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­დე­გად, 1936 წელს, ჯერ მი­სი მე­უღ­ლე, მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს, შემ­დეგ მი­ნა­დო­რა, ბო­ლოს კი მა­თი ვა­ჟი — გი­ორ­გი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს უმ­ც­რო­სი ვა­ჟიც — ლე­ვან ტო­რო­შე­ლი­ძე. მი­ნა­დო­რას, 5 წლით, ყა­ზა­ხე­თის სსრ-ში გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს (დახ­ვ­რი­ტეს). გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 1950 წელს მის­ცეს.

მი­ნა­დო­რა ორ­ჯო­ნი­კი­ძე, გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო­შიც. ირიცხე­ბო­და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ პირ­ველ თე­ატ­რა­ლურ დას­ში და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იმ დროს ქა­ლის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვ­ლა ჯერ კი­დევ მი­უ­ღე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, მი­ნა­დო­რა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს არც სცე­ნა­ზე უშინ­დე­ბო­და და არც პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

თე­ატ­რ­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა მი­ნა­დო­რას ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა ლა­დო მეს­ხიშ­ვილ­მა სთხო­ვა: „დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რი­სა, მე­ტად­რე ქა­ლე­ბი­სა, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ არის. ინ­ტე­ლი­გენ­ცია არ უშ­ვებს სცე­ნა­ზე თა­ვი­ანთ ქა­ლიშ­ვი­ლებს, ცო­ლებს ან დებს“. მას სურ­და მი­ნა­დო­რა, რო­გორც ძლი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლი, მა­გა­ლი­თი გამ­ხ­და­რი­ყო სხვე­ბის­თ­ვის და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი­ყო სტე­რე­ო­ტი­პი რომ „გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლის­თ­ვის მსა­ხი­ო­ბო­ბა შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­მეა“.

ასეც მოხ­და. ერთ-ერ­თი სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ლა­დო მეს­ხიშ­ვილ­მა მი­ნა­დო­რას უთხ­რა: „იცი, უკ­ვე სა­მი გან­ცხა­დე­ბა მი­ვი­ღე სწავ­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სურ­ვილს აცხა­დე­ბენ, რომ სცე­ნა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ. ხე­დავ, თუ რო­გო­რი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო ერ­თ­მა მა­გა­ლით­მა! გმად­ლობ“. თე­ატ­რის სცე­ნა არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც მი­ნა­დო­რა სხვე­ბის მა­გა­ლი­თად იქ­ცა. ის იყო სიძ­ლი­ე­რი­სა და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის ბრძო­ლის მა­გა­ლი­თი პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზეც.

მი­ნა­დო­რა ტო­რო­შე­ლი­ძე-ორ­ჯო­ნი­კი­ძე 1967 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 მა­კა ყი­ფი­ან­ი

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბის“ მა­სა­ლის მი­ხედ­ვით

ილუსტრატორი: ნინი მარიხაშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები