3 ნოემბერი, კვირა, 2024

26 მა­ი­სის ქა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან – მე­ო­რე ნა­წი­ლი

spot_img

„რა უცხოა და რა მშვე­ნი­ე­რი, რომ პირ­ვე­ლად, ჩვენ, 5 ქა­ლი ვართ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში… რომ ჩვენც შეგ­ვიძ­ლია კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა, წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა. იქ­ნებ გა­მიხ­სე­ნოს კი­დეც ვინ­მემ, თუნ­დაც, გაკ­ვ­რით, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ და გვერ­დიგ­ვერდ ჩა­მო­ამ­წ­კ­რი­ვოს ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი, ვინ იცის?!“

ეს სიტყ­ვე­ბი ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძეს ეკუთ­ვ­ნის, პრო­ექტ „26 მა­ი­სის ქა­ლე­ბის“ ერთ-ერთ ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე

ქრის­ტი­ნე 1887 წელს, სო­ფელ ბახ­ვ­ში და­ი­ბა­და, სა­დაც დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღო. 1899 წელს ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა, რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო, გიმ­ნა­ზი­ი­დან გა­რიცხეს. მე­ამ­ბო­ხე ხა­სი­ა­თის ახალ­გაზ­რ­და მა­ლე­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო თბი­ლი­სის რე­ვო­ლუ­ცი­ურ გა­მოს­ვ­ლებ­ში, ამ­ზა­დებ­და სა­გა­ზე­თო ინ­ფორ­მა­ცი­ებს. გარ­და იმი­სა, რომ იგი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლი იყო, მას პირ­ველ ქალ ლექ­ტო­რა­დაც ასა­ხე­ლე­ბენ – ქუ­თა­ი­სის სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და.

28 წლის ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბი­სა და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი იყო. 1919 წელს ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად აირ­ჩი­ეს. მის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კითხი იყო, ამი­ტომ ყვე­ლა მი­სი ქმე­დე­ბა, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას, ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო, სა­რე­დაქ­ციო და სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო. კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­და საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, ამი­ტომ ამ სას­ტი­კი წყო­ბი­ლე­ბის შე­უ­რი­გე­ბელ მტრად იქ­ცა. ჩარ­თუ­ლი იყო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­წევ­რი­ან­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მუ­შა­თა პარ­ტი­ის ქალ­თა კო­მი­ტეტ­ში, არა­ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი­სად­მი მი­სი შე­უ­რი­გე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აშ­კა­რა იყო, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ აპა­ტი­ებ­და. პირ­ვე­ლად იგი, 1921 წელს, რამ­დე­ნი­მე დღით და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო მე­ო­რედ – 1922 წელს, რამ­დე­ნი­მე თვით.

მე­ამ­ბო­ხე ხა­სი­ა­თის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის მიღ­მა თავ­მ­და­ბა­ლი და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იდ­გა. ის არას­დ­როს იყო კმა­ყო­ფი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვით, სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბით. ყო­ველ­თ­ვის იდ­გა იქ, სა­დაც ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი წყდე­ბო­და; ამ­ს­ხ­ვ­რევ­და წარ­მოდ­გე­ნებს იმის შე­სა­ხებ, რომ „ქა­ლის ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში არ არის“. იბ­რ­ძო­და სა­კუ­თა­რი და სხვი­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხვდე­ბო­და, რომ მი­სი ხმა, მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, ქვეყ­ნის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, ის პო­უ­ლობ­და დროს მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის.

ქრის­ტი­ნე, 1958-64 წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო. მან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი­სა და ქარ­თუ­ლი შრიფ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვა-ძი­ე­ბა­ში. ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ალ-პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვებ­ში. რომ არა ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი, იქ­ნებ, ქრის­ტი­ნეს დრო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­ე­ყო. 1924 წელს ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვ­რი­ტეს გა­ბო ცის­კა­რიშ­ვი­ლი – კა­ცი, რო­მე­ლიც მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­და. ქრის­ტი­ნეს ოჯა­ხი აღარ შე­უქ­მ­ნია. ის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ძლი­ე­რი, ემან­სი­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლი­სა, რო­მე­ლიც არ უშინ­დე­ბო­და გა­ბა­ტო­ნე­ბულ წე­სებს, არ­ღ­ვევ­და პატ­რი­არ­ქა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეხ­მო­კი­დე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს. ის ხე­დავ­და სა­კუ­თარ თავს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თ­ვის, რომ ამ პრო­ცეს­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა.

ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე თბი­ლის­ში, 1973 წლის 10 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

 

ელი­სა­ბედ (ლი­ზა) ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქ­ვა­ძე

„ფრთხი­ლად იყა­ვით, და­კითხ­ვი­სას არა­ფე­რი წა­მოგ­ც­დეთ მე­გობ­რებ­ზე, რო­გორც ერ­თ­მა, ყვე­ლამ გა­ნაცხა­დეთ, რომ უარს ამ­ბობთ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ, მედ­გ­რად და­ი­ცა­ვით ჩვე­ნი იდე­ე­ბი და სა­ნამ ცოცხ­ლე­ბი ხართ, ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლეთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის.“

მხო­ლოდ ეს სიტყ­ვე­ბიც საკ­მა­რი­სია მი­სი ავ­ტო­რის, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლის, ელი­სა­ბედ ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქ­ვა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად.

ელი­სა­ბე­დი, 1885 წლის აგ­ვის­ტო­ში, ოზურ­გე­თის მაზ­რის სო­ფელ სამ­ხ­ვ­თო­ში და­ი­ბა­და. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ჩა­ერ­თო. 1904 წლი­დან უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მუ­შა­თა პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ან­და. ჯერ გუ­რი­ის ქალ­თა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­და, შემ­დეგ კი ამა­ვე პარ­ტი­ის გუ­რი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რად აირ­ჩი­ეს. ელი­სა­ბე­დის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, რო­გორც ჩანს, მმარ­თ­ველ წრე­ებს არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ და 1907 წელს, გუ­რი­ის კო­მი­ტე­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან გა­ა­ძე­ვეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1917 წლის თე­ბერ­ვ­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და კვლავ გა­ნაგ­რ­ძო პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

1917 წლის 20 მარტს ლი­ზა ნა­კა­ში­ძე გუ­რი­ის ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ აირ­ჩი­ეს; 1918 წლის მარ­ტ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი გახ­და, ხო­ლო ერ­თი წლის შემ­დეგ, 1919 წლის 12 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად აირ­ჩი­ეს. ელი­სა­ბედ ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქ­ვა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ი­წე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლი.

ელი­სა­ბედს არ და­უ­ტო­ვე­ბია ქვე­ყა­ნა 1921 წელს, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ. ის დარ­ჩა, რომ ებ­რ­ძო­ლა ამ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლად მიჰ­ყ­ვე­ბო­და და­სა­ხულ მი­ზანს. 1923 წლი­დან ელი­სა­ბედ ნა­კა­ში­ძის ცხოვ­რე­ბა­ში და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბე­ბის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პე­რი­ო­დი იწყე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ის ურა­ლის მხა­რე­ში გა­და­ა­სახ­ლეს, სა­ი­და­ნაც ორი წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ელი­სა­ბე­დი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­და, თუ რო­გო­რი მძი­მე სას­ჯე­ლი ელო­და, თუ­კი კვლავ აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში, დაწყე­ბულ ბრძო­ლას ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით აგ­რ­ძე­ლებ­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კო­ოპ­ტა­ცი­ით შე­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის არა­ლე­გა­ლუ­რი ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სე­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ელი­სა­ბედ ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქ­ვა­ძე ცე­კას და თბი­ლი­სის კო­მი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­და. იგი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი და­უ­ღა­ლა­ვად ებ­რ­ძო­და ქალს, რომ­ლის შე­სა­ჩე­რებ­ლად სის­ტე­მას საკ­მა­რი­სი ძა­ლა არ აღ­მო­აჩ­ნ­და, გარ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­სა. 1926 წლის 29 ივ­ნისს ელი­სა­ბე­დი კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს. ის და­კითხ­ვა­ზე უარს ამ­ბობ­და პარ­ტი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი­სა და პარ­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე. მის შე­უ­პო­ვარ ხა­სი­ათ­ზე მეტყ­ვე­ლებს ის ფაქ­ტიც, რომ არა­ლე­გა­ლურ ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და. მარ­თა­ლიც იყო. სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად ბრძო­ლა არ­სად და არას­დ­როს ყო­ფი­ლა და­ნა­შა­უ­ლი. 1926 წლის 20 აგ­ვის­ტოს მას სამ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს და კრას­ნო­ი­არ­ს­კის მხა­რე­ში გა­აგ­ზავ­ნეს. 1927 წელს შრო­მა-გა­მოს­წო­რე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში სამ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა გა­და­სახ­ლე­ბით შე­უც­ვა­ლეს, გა­და­სახ­ლე­ბის ვა­და კი სა­მი წლით გა­უგ­რ­ძე­ლეს. სა­ბო­ლო­ოდ, 1933 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მხო­ლოდ ურა­ლის მხა­რე­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბით. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი ვერ ბე­დავ­და მის­თ­ვის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ცე­მას, რი­თაც ელი­სა­ბე­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვეთ­და.

ცხა­დია, მან იქაც იპო­ვა ბრძო­ლის გზა – გა­და­სახ­ლე­ბულ­თა შო­რის „პო­ლი­ტი­კუ­რი წი­თე­ლი ჯვრის“ ხა­ზით მუ­შა­ობ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ფა­ცი­ცე­ბულ მმარ­თ­ველ წრე­ებს არც ეს ამ­ბა­ვი გა­მო­ე­პა­რე­ბო­დათ. 1936 წელს, შინ­სახ­კო­მის კა­მე­ნის რა­ი­ო­ნულ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ბა­ბით, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის დი­დი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის იყო ელი­სა­ბე­დიც, რო­გორც გა­და­სახ­ლე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის, მი­მო­წე­რი­სა და შეკ­რე­ბე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მას ხუ­თი წლით კრას­ნო­ი­არ­ს­კის მხა­რე­ში გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს. თუმ­ცა, მა­ლე­ვე კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს – ამ­ჯე­რად უკა­ნას­კ­ნე­ლად. საბ­ჭო­თა სას­ტიკ­მა რე­ჟიმ­მა მას დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯა, რად­გან საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი ცოცხალ მებ­რ­ძოლ ქალს ვერ მო­ე­რია.

1937 წლის 22 თე­ბერ­ვალს გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი
სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბის“ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით
ილუსტრატორი: ნინი მარიხაშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები