24 ნოემბერი, კვირა, 2024

257 წლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის პორ­ტ­რე­ტი

spot_img

ქართლ-კა­ხე­თის გვირ­გ­ვი­ნო­სა­ნი მე­ფე-პო­ე­ტის — თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რის პორ­ტ­რე­ტის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თა. რე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვ­რო­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დებ­ლის — ალექ­სან­დ­რე ან­ტ­რო­პო­ვის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს პორ­ტ­რე­ტი დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და და მხო­ლოდ გრა­ვი­უ­რის სა­ხით იყო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ერთ-ერ­თ­მა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ონ­ლა­ინ გა­ლე­რე­ამ — 1Stdibs, 186 ათას დო­ლა­რად, გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტა­ნა მათ­თ­ვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რი პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც ვი­ნოგ­რა­დო­ვი­სა და ეფი­მო­ვის მი­ერ, 1761 წელს, შექ­მ­ნილ გრა­ვი­უ­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი თე­ი­მუ­რა­ზის იდენ­ტუ­რი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გრა­ვი­უ­რა თე­ი­მუ­რა­ზის, დღემ­დე ცნო­ბილ, ყვე­ლა­ზე ძველ და ერ­თა­დერთ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. ყვე­ლა მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დის პორ­ტ­რე­ტი (მათ შო­რის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი გვი­ა­ნი ას­ლი) ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გრა­ვი­უ­რის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მ­ნი­ლი.

ლონ­დო­ნის გა­ლე­რე­ის Daniel Hunt Fine Art ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი სა­ექ­ს­პერ­ტო დას­კ­ვ­ნის მი­ხედ­ვით, ნა­ხა­ტი და­თა­რი­ღე­ბუ­ლი იყო 1760 წლის ახ­ლო პე­რი­ო­დით, რაც ასე­ვე ზუს­ტად და­ემ­თხ­ვა ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცას და­ვა­ლე­ბით, ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის პორ­ტ­რე­ტი, 1761 წელს, სანქტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში და­ი­ხა­ტა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის ექ­ს­პერ­ტებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ საქ­მე ჰქონ­დათ უნი­კა­ლურ აღ­მო­ჩე­ნას­თან, კერ­ძოდ, მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის ორი­გი­ნალ პორ­ტ­რეტ­თან, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და.

ის­ტო­რი­უ­ლი ძნელ­ბე­დო­ბის გა­მო, ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე­ე­ბის სულ რამ­დე­ნი­მე თა­ნად­რო­უ­ლი ფერ­წე­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტია შე­მორ­ჩე­ნი­ლი — მე­ფე ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის, მე­ფე ერეკ­ლე მე­ო­რის, მე­ფე გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის და ამ­ჯე­რად უკ­ვე — მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზი­სა. პორ­ტ­რე­ტის გან­სა­კუთ­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მხატ­ვ­რის ვი­ნა­ო­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებ­და — ალექ­სი ან­ტ­რო­პო­ვი რუ­სუ­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვ­რო­ბის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დებ­ლად და სა­ე­რო პორ­ტ­რე­ტე­ბის გა­მორ­ჩე­ულ ოს­ტა­ტად ით­ვ­ლე­ბა. მი­სი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მეტ ნი­მუ­შამ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ის, რომ ნა­ხა­ტი 186 ათას დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, კარ­გად გან­საზღ­ვ­რავ­და ექ­ს­პერ­ტ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას — რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იყო მიჩ­ნე­უ­ლი ეს ნა­ხა­ტი. ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ ტი­ლოს 1760 წლით და­თა­რი­ღე­ბა (მათ არ იცოდ­ნენ, რომ ეს იყო მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზი, რომ მხატ­ვა­რი იყო ან­ტ­რო­პო­ვი და რა თქმა უნ­და, არც ის, რომ პორ­ტ­რე­ტი 1761 წელს შეს­რულ­და), მხო­ლოდ 1-წლი­ა­ნი ცდო­მი­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებ­და, რომ საქ­მე გვქონ­და ორი­გი­ნალ­თან. ყვე­ლა დე­ტა­ლი — კოს­ტი­უ­მი, გა­ფორ­მე­ბა, თავ­სა­ბუ­რა­ვი­სა და სა­მო­სის ორ­ნა­მენ­ტი, ასე­ვე სა­ხის ყვე­ლა დე­ტა­ლი იდენ­ტუ­რი იყო გრა­ვი­უ­რა­სა და ნა­ხატს შო­რის, ყვე­ლა ფრაგ­მენ­ტი და­ემ­თხ­ვა ერ­თ­მა­ნეთს, ღი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც კი.

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ეს პორ­ტ­რე­ტი ნა­ხა, პირ­ვე­ლი, ვი­საც სუ­რა­თი გა­და­უგ­ზავ­ნა, იყ­ვ­ნენ მის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი — ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ჯა­ბა სა­მუ­შია და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი. „მე თვი­თონ მე­ში­ნო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ხმა­მაღ­ლა მეთ­ქ­ვა, იყო თუ არა ეს ნამ­დ­ვი­ლად თე­ი­მუ­რა­ზი და რო­დე­საც მათ და­მი­დას­ტუ­რეს და მითხ­რეს, რომ ეს პორ­ტ­რე­ტი არ უნ­და გაგ­ვეშ­ვა ხე­ლი­დან, ამო­ვი­სუნ­თ­ქე და და­ვიწყეთ ამ საქ­მი­სათ­ვის ფიქ­რი და შრო­მა.“

და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და დროს, რად­გან პორ­ტ­რე­ტი ონ­ლა­ინ იყო გა­მო­ტა­ნი­ლი და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო შე­ძე­ნა. დი­დი იყო, ალ­ბა­თო­ბა იმი­საც, რომ ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს გა­ე­გო ამ პორ­ტ­რე­ტის ავ­ტო­რის შე­სა­ხებ (ალექ­სან­დ­რე ან­ტ­რო­პო­ვის ნა­მუ­შევ­რე­ბი რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ნა­წი­ლია და არ იყი­დე­ბა) და დაგ­ვე­კარ­გა ნა­ხა­ტი.

გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ ერ­თი შემ­თხ­ვე­ვაც გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მოხ­და: „1975 წელს, ირან­ში, პრო­ფე­სორ მა­გა­ლი თო­დუ­ას მო­გო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­ი­ტა­ნეს ნა­დირ შა­ჰის მი­ერ მე­ფე ერეკ­ლე­სად­მი ნა­ჩუ­ქა­რი ხმა­ლი. მა­შინ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ვერ მო­ას­წ­რო ამ ხმლის ყიდ­ვა და ეს უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი, დღეს, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია. და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­ა­ხერ­ხა და დღეს ჩვენ ეს სა­გან­ძუ­რი ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით.

ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ — ქარ­თ­ვე­ლე­ბო, იცო­დეთ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში ისე­თი დი­დი მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ლონ­დო­ნის პორ­ტ­რე­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა. ეს გა­ლე­რეა მი­იჩ­ნევ­და, რომ ნა­ხა­ტი სწო­რედ მათ სა­გან­ძურ­ში უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. მე მივ­მარ­თე ფონდ „ქარ­თუს“, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ტრა­დი­ცია გვაქვს და მათ თან­ხ­მო­ბა მოგ­ვ­ცეს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში. ამას არ დას­ჭირ­და ფონ­დის მხრი­დან დი­დი ხნის ფიქ­რი.“

პორ­ტ­რე­ტის დაბ­რუ­ნე­ბა ფონ­დი ,,ქარ­თუს“ მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს დახ­მა­რე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დღეა, თე­ი­მუ­რაზ მე­ფის პორ­ტ­რე­ტი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მარ­თ­ლაც სიმ­ბო­ლუ­რია — ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი გა­მო­ი­ა­რა იმის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და რო­მელ­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, დღეს დაბ­რუნ­და პორ­ტ­რე­ტის სა­ხით. ვუ­ლო­ცავ ქარ­თ­ველ დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ გა­ეც­ნონ ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს.“ — გა­ნაცხა­და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მწე­რალ­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ლა­უ­რე­ატ­მა, ზუ­რა ქა­რუ­მი­ძემ პორ­ტ­რე­ტის დაბ­რუ­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში ასე შე­ა­ფა­სა: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თე­ი­მუ­რა­ზი ვერ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მაგ­რამ ამ პორ­ტ­რე­ტის სა­ხით დაგ­ვიბ­რუნ­და. მე ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ი­მუ­რა­ზის ამ სა­ხით დაბ­რუ­ნე­ბას და თვი­თონ თე­ი­მუ­რაზ­საც ვუ­ლო­ცავ, რომ იგი სამ­შობ­ლოს ასე­თი სა­ხით მა­ინც წა­რუდ­გა.“

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ თვი­თონ თე­ი­მუ­რაზ მე­ფის პერ­სო­ნა ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ხა­ტავს, თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ, რა სირ­თუ­ლე­ებს ვაწყ­დე­ბო­დით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ რამ­დე­ნი რამ დავ­კარ­გეთ და ვერ შე­ვამ­ჩ­ნი­ეთ. „ამ ვერ­შემ­ჩ­ნე­ვამ და გა­მო­ტო­ვე­ბებ­მა ძა­ლი­ან დი­დი და­ნაკ­ლი­სი დაგ­ვი­ტო­ვა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, იქ­ნე­ბა ეს ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­კუთ­რივ ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ ა.შ.

ვფიქ­რობ, ეს სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ტი, რო­დე­საც (სწო­რად აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძემ) მე­ფე ბრუნ­დე­ბა სა­სახ­ლე­ში, მარ­თა­ლია სხვა ფორ­მით და სხვა სა­სახ­ლე­ში, მა­ინც არის ერ­თი კარ­გი და მძლავ­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვად­გა­ვართ ამ გა­მო­ტო­ვე­ბე­ბის შევ­სე­ბის გზას და მე ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს გზა კვლავ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, სხვა­გან და სხვა­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ჩვენს მე­ფე­ებს, პირ­და­პი­რი თუ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, და­ვაბ­რუ­ნებთ იქ, სა­დაც მა­თი ად­გი­ლია.“

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე მი­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ, პრე­ზენ­ტა­ცი­ით — „სა­გან­ძუ­რის დაბ­რუ­ნე­ბა“, მოკ­ლედ შე­ახ­სე­ნა თე­ი­მუ­რაზ მე­ფის რუ­სეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის, პორ­ტ­რე­ტის შექ­მ­ნის და მე­ფე პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ის­ტო­რია.

„სა­მი სა­უ­კუ­ნის წინ, რუ­სე­თი­დან შინ მო­მა­ვა­ლი მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზი ცო­ტა გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი, ცო­ტა გულ­ნატ­კე­ნი, მი­ზან­ვერ­მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც არ­გა­ტე­ხი­ლი ბრუნ­დე­ბო­და უკან, რო­დე­საც ცხენ­ზე მჯდომ­მა უკა­ნას­კ­ნე­ლი ლოც­ვის წარ­მოთ­ქ­მაც კი ვერ მო­ას­წ­რო და მღვდელ­მა ყურ­ში ჩას­ძა­ხა — ნუ გე­ში­ნია, ლოც­ვა გინ­და რომ თქვა, ვი­ცი და გულ­ში წარ­მოთ­ქ­ვიო. მე­ფემ ვერ შეძ­ლო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე თხუთ­მე­ტი­ო­დე კაცს, რომ­ლე­ბიც გამ­წა­რე­ბუ­ლი და გა­ტან­ჯუ­ლი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ უკან, ბო­ლო იმე­დიც — ქართლ-კა­ხე­თის მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზიც ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლათ. მათ მი­ი­ღეს ნე­ბარ­თ­ვა და მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზი ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის გვერ­დით დაკ­რ­ძა­ლეს. მას შემ­დეგ ქარ­თუ­ლი მხა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და­ჟი­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს, რომ მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზი სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნოს, ამ ეტაპ­ზე ეს ვერ მო­ხერ­ხ­და, მაგ­რამ უნი­კა­ლუ­რი პორ­ტ­რე­ტი სამ­შობ­ლო­შია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც სვე­ტიცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის ცხე­და­რი და­იმ­კ­ვიდ­რებს ად­გილს.“

პრე­ზენ­ტა­ცია დას­რულ­და ვი­დე­ორ­გო­ლის „სა­გან­ძუ­რის დაბ­რუ­ნე­ბა“ ჩვე­ნე­ბით, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ გა­ფე­რად­და და გა­ცოცხ­ლ­და შავ-თეთ­რი გრა­ვი­უ­რი­დან მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის სა­ხე­ბა და გა­უ­ხუ­ნა­რი ფე­რე­ბით აწყო­ბილ სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ად იქ­ცა. თე­ი­მუ­რაზ მე­ფის უნი­კა­ლურ­მა პორ­ტ­რეტ­მა, რო­მე­ლიც 257 წლის წინ და­ი­ხა­ტა, მო­ი­ა­რა თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო — ის­პა­ჰა­ნი­დან ვიდ­რე ლონ­დო­ნამ­დე და დღეს თბი­ლის­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში და­ი­დო ბი­ნა.

სა­ღა­მოს და­სას­რულს, გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც მცი­რე წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ პორ­ტ­რე­ტის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი საქ­მის კე­თე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. „ყო­ველ­გ­ვა­რი ზედ­მე­ტი თავ­მ­დაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, ნუ­რა­ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ ასე­თი საქ­მის კე­თე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლია. მინ­და, მად­ლო­ბა ვუთხ­რა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და ამ ნა­ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბას, მარ­ტო გი­ორ­გი კა­ლან­დია ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვეხ­მა­რე­ბო­და, რომ სწრა­ფად გაგ­ვევ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ცე­დუ­რე­ბი და ნა­ხა­ტი დრო­უ­ლად დაგ­ვე­ბი­ნა­ვე­ბი­ნა“.

თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის კა­რი, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ღია იყო დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის და მე­ფე თე­ი­მუ­რა­ზის პორ­ტ­რე­ტის ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს უფა­სოდ შე­ეძ­ლოთ.

 

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები