25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

25 თე­ბერ­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ – წე­რო­ვა­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოკუპაციაზე საუბრობენ

spot_img
რო­გო­რია მოს­წავ­ლე­ე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ოკუ­პა­ცია – ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ წე­რო­ვა­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე. ცხა­დია, ეს არ­ჩე­ვა­ნი შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რად­გან წე­რო­ვა­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოდ გვაჩ­ვე­ნებს რა ნაკ­ვალევს ტო­ვებს ოკუ­პა­ცია მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.
უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემ­თ­ვის ემო­ცი­უ­რად ვე­რა­სო­დეს ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს ოკუ­პა­ცი­ის თე­მას ვერც ერ­თი სხვა თე­მა; მა­თი სა­ხით თით­ქოს მე ვსა­უბ­რობ­დი, რო­გორ დაგ­ვ­ბომ­ბეს, რო­გორ დავ­ტო­ვეთ სახ­ლი, მე­რე შე­ვუ­დე­ქით უღელ­ტე­ხილს -გოლ­გო­თის გზას, რო­მელ­საც არ ვი­ცო­დით, სად მივ­ყავ­დით და არც ის ვი­ცო­დით, სად იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა. მე­რე რო­გორ გაგ­რ­ძელ­და ცხოვ­რე­ბა სიზ­მ­რე­ბად ქცე­ულ აფხა­ზეთ­ში, ხში­რად სიზ­მარ­ში კად­რიც კი აღარ იც­ვ­ლე­ბო­და, ერ­თი და იგი­ვე სიზ­მა­რი მე­ორ­დე­ბო­და… წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორ ვცხოვ­რობ­დით მო­ლო­დი­ნით, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებ­თან და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა რო­გორ იწყე­ბო­და ფრა­ზე­ბით, რას ფიქ­რობ, დავ­ბ­რუნ­დე­ბით?.. მე­რე, ნელ-ნე­ლა, ფრა­ზე­ბი გა­იც­რი­ცა… მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან შე­მორ­ჩა დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლიც…
16 წლის შემ­დეგ, ისევ დაბ­რუნ­და რუ­სუ­ლი აგ­რე­სია (თუმ­ცა, არც არ­სად წა­სუ­ლა), რო­მელ­მაც ამ ბავ­შ­ვე­ბის ოჯა­ხე­ბი აქ­ცია ისე­თი­ვე ხიზ­ნე­ბად სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, რო­გორც, თა­ვის დრო­ზე, ასი­ა­თა­სო­ბით ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან… მე­რე თით­ქოს „ნორ­მად“ დამ­კ­ვიდ­რ­და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ტა­ცე­ბა და იმის­თ­ვის გა­სა­მარ­თ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოკუ­პან­ტე­ბის ნე­ბარ­თ­ვის გარ­ეშე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად გა­და­იქ­ცა… 1921 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლი­დან 2021 წლის 25 თე­ბერ­ვ­ლამ­დე თა­ო­ბე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­და.

??მა­რი­ამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, მე-12 კლა­სე­ლი: რო­ცა ახალ­გორ­ში რუ­სე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მე მა­შინ 4 წლის ვი­ყა­ვი, დე­ტა­ლე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რ­და შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ რა­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ თა­ვი და­ეღ­წი­ათ დი­დი უბე­დუ­რე­ბის­თ­ვის. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ, მე კი­დევ ვერ ვხვდე­ბო­დი ასე რი­სი ეში­ნო­დათ, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი რა იყო ომი…

წლე­ბის შემ­დეგ, გა­ვი­ზარ­დე და გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ის შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის სა­ხე­ე­ბი იყო ომი, რომ ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გი იყო ჩვე­ნი სახლ-კა­რის, მი­წის, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კარ­გ­ვა.

დავ­სახ­ლ­დით სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­შე­ნე­ბულ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი სახ­ლი და სა­დარ­დე­ლი გვქონ­და. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ის, რომ დი­დი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მივ­დი­ვართ ჩვენს საცხოვ­რე­ბელ­ში, მუდ­მი­ვად მე­ნატ­რე­ბა სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს ბავ­შ­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­თი გან­ც­დე­ბით ვცხოვ­რობთ ოჯახ­ში დე­და, მა­მა და ჩე­მი უმ­ც­რო­სი ძმა, რო­მე­ლიც აქ, დევ­ნი­ლო­ბის დროს და­ი­ბა­და.

ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ქარ­თ­ვე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეა, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემ­ში სამ­შობ­ლოს შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ამ­ძაფ­რებს, მუდ­მი­ვად უბიძ­გებს და აფხიზ­ლებს ქარ­თ­ვე­ლებს, რომ გა­მო­იღ­ვი­ძონ, რა­მე გა­ა­კე­თონ სამ­შობ­ლოს­თ­ვის. ასე­თი გა­მოფხიზ­ლე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად, ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბა.

??ნეს­ტან ში­უ­კაშ­ვი­ლი, მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ომი საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად მახ­სოვს, ძა­ლი­ან მკვეთ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ომის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დიც. საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვ­ლა ჩემ­თ­ვის, ბავ­შ­ვის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ჩა­მოგ­ვა­სახ­ლეს წე­რო­ვან­ში, სა­დაც არა­ვის ვიც­ნობ­დით. უცხო გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ­გორ­ში მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით ჩვენს სახ­ლ­ში გა­დას­ვ­ლას, ე.წ. „პრო­პუს­კით“.

ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რ­და მო­ნატ­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რად­გან ვერც სა­ბუ­თით და ვერც უსა­ბუ­თოდ იქ ვე­ღარ შევ­დი­ვართ და ბე­ბო და პა­პა, უკ­ვე ორი წე­ლია, აღარ გვი­ნა­ხავს. ასე გახ­ლი­ჩა ოკუ­პა­ცი­ამ ჩვე­ნი ოჯა­ხი. ბე­ბოს და პა­პას გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა და ვცხოვ­რობთ ასე, ერ­თ­მა­ნე­თის მო­ნატ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ყოფ­ნა, იმის გარ­და, რომ გვე­ნატ­რე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი, მუდ­მი­ვად გვაქვს და­უც­ვე­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა რომ დას­ჭირ­დეთ, ვერ მი­ი­ღე­ბენ; საკ­ვე­ბის ყიდ­ვა რომ დას­ჭირ­დეთ, ვერ წავ­ლენ მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შორ­საა სახ­ლი­დან. მოკ­ლედ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი პრობ­ლე­მი­სა, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ იქ, თა­ვის სახ­ლ­ში, წი­ნაპ­რე­ბის მი­წა­ზე იცხოვ­რონ.

 ??ნი­ნო ტო­ლი­აშ­ვი­ლი, მე- 12 კლა­სის მოს­წავ­ლე: ომი ძა­ლი­ან სწრა­ფად და­იწყო, გა­აზ­რე­ბაც ვე­რა­ვინ მო­ას­წ­რო რა ხდე­ბო­და. მშობ­ლე­ბი სო­ფელ­ში დარ­ჩ­ნენ, ჩვენ სას­წ­რა­ფოდ წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. 5 წლის ვი­ყა­ვი, ამი­ტომ კარ­გად არ მეს­მო­და სად მოვ­დი­ო­დით ან რა­ტომ მოვ­დი­ო­დით. ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლიაო, მაგ­რამ ეს ასე არ ყო­ფი­ლა. რაც უფ­რო ვიზ­რ­დე­ბი, მით უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა ემო­ცია, სა­კუ­თარ საცხოვ­რე­ბელს და­ვუბ­რუნ­დეთ და რაც დრო გა­დის, მით უფ­რო ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რას ნიშ­ნავს ოკუ­პა­ცია, რას ნიშ­ნავს ომი… რას ნიშ­ნავს და­კარ­გო შე­ნი სახ­ლი, რას ნიშ­ნავს შე­ნი­ვე სამ­შობ­ლო­ში ატა­რო დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი, ძა­ლი­ან მძი­მეა ეს სტა­ტუ­სი… ოკუ­პა­ცია მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაა რო­გორც დი­დებ­ზე, ისე პა­ტა­რებ­ზე, ეს არ არის მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გ­ვა.

თუმ­ცა, მე­ო­რე მხ­რივ, რო­ცა მე­გობ­რე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს ერ­თად ვსე­ირ­ნობთ ხოლ­მე ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში, სულ იმა­ზე ვლა­პა­რა­კობთ — ერ­თ­მა­ნე­თი რომ არ გვყო­ლო­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ხში­რად ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მა ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­საც უკავ­შირ­დე­ბა, ვიხ­სე­ნებთ ჩვენს სახ­ლებს, ეზო­ებს, იქა­ურ ამ­ბებს, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის მო­ყო­ლილ ამ­ბებს. ჩვენს თა­ო­ბა­შიც დი­დი დო­ზით არის წარ­სუ­ლი, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

?? სან­დ­რა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: ჩე­მი ოჯა­ხი, ოკუ­პა­ცი­ამ­დე, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მო­საბ­რუნ­ში ცხოვ­რობ­და. მშობ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით გვიყ­ვე­ბი­ან იქა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, ფო­ტო­ე­ბიც გვაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და თვალ­ში­სა­ცე­მია მო­საბ­რუ­ნის ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა და გა­რე­მო, რო­მე­ლიც წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად გვაქვს. ჩე­მი მშობ­ლე­ბის­თ­ვის და ბა­ბო-პა­პას­თ­ვის იქ დაბ­რუ­ნე­ბა დღემ­დე ყვე­ლა­ზე დიდ სურ­ვი­ლად რჩე­ბა.

ჩემ­თ­ვის რა არის ოკუ­პა­ცია? პირ­ველ რიგ­ში, ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვაა გა­და­ვა­ად­გილ­დე ჩე­მი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­ცა მინ­და და სა­დაც მინ­და. ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მომ­წონს და სა­ო­ცა­რი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიპყ­რობს, რო­ცა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას იტა­ცე­ბენ, ასა­მარ­თ­ლე­ბენ, სჯი­ან, კლა­ვენ… ეს იწ­ვევს ჩემ­ში და­უძ­ლე­ველ სიბ­რა­ზეს ოკუ­პან­ტი­სად­მი. აი, ასე­თი მძაფ­რი ემო­ციაა ჩემ­თ­ვის ოკუ­პა­ცია.

ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რომ ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვე­ხე­ბა ეს თე­მა. ამ და­სახ­ლე­ბა­ში კი, სულ რომ გინ­დო­დეს, თუნ­დაც, ერ­თი დღით გა­და­ვიწყე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის, ვერ შეძ­ლებ, რად­გან აქ თავ­მოყ­რილ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც დი­ლით, თვალს რომ გა­ა­ხელ, უკ­ვე თვალ­სა­ჩი­ნოა. აქ მშობ­ლე­ბის და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის თა­ო­ბა სულ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს, ყვე­ლა მო­გო­ნე­ბე­ბით და მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რობს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სახ­ლ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ამის შემ­ყუ­რე ჩვე­ნი თა­ო­ბის­თ­ვის კი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მთავა­რი ამ მიზ­ნამ­დე მის­ვ­ლის გზე­ბის ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლიც შინ დაბ­რუ­ნე­ბაა.

?? მა­რი­ამ ღამ­ბა­ში­ძე, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე: ხში­რად, ჩე­მი მშობ­ლე­ბი, დი­ლით რომ იღ­ვი­ძე­ბენ, იწყე­ბენ სიზ­მ­რის მო­ყო­ლას: სიზ­მარ­ში ახალ­გორ­ში ვი­ყა­ვი… ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა არას­დ­როს გტო­ვებს, გულ­ში სი­ცა­რი­ე­ლეა, ვე­რაფ­რით ივ­სებ და­ნაკ­ლისს, რა­საც ახალ­გო­რო­ბა ჰქვია. მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არც ეს და­სახ­ლე­ბა გაძ­ლევს – ყო­ველ დი­ლით, თვალს გა­ა­ხელ თუ არა, ხე­დავ ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ სახ­ლებს, რო­მელ­საც ერ­თ­მა­ნე­თის­გან არა­ფე­რი გა­ნას­ხ­ვა­ვებს. შე­ნი სახ­ლის იდენ­ტუ­რია ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი, შენ­სა­ვით ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პ­ლია ყვე­ლა, ვინც ამ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობს, შე­ნი ოჯა­ხი­ვით ყვე­ლა ოც­ნე­ბობს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შეძ­ლებს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბას… არა­სო­დეს გტო­ვებს შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ დევ­ნი­ლი ხარ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში. და გა­დის წლე­ბი, ასე, იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ოდეს­მე დაბ­რუნ­დე­ბი.

თა­ვი­დან ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რომ მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს მაღა­ზი­ა­შიც კი არ გვიშ­ვებ­დ­ნენ იმის ში­შით, რომ სახლს ვე­ღარ ვი­პო­ვი­დით. წლე­ბის მე­რე ცო­ტა შე­იც­ვა­ლა აქა­უ­რო­ბის იერ-სა­ხე, თვი­თონ მაცხოვ­რებ­ლებ­მა შე­მა­ტეს რა­ღაც სახ­ლებს და ეზო­ებს, ზოგ­მა მი­ა­შე­ნა, ზოგ­მაც გა­და­ა­კე­თა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვებ­ზე ნე­გა­ტი­ურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს – და­მერ­წ­მუ­ნეთ, რთუ­ლია, რო­ცა ყო­ველ­დღი­უ­რი გა­რე­მო არ გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ცო­ტა ხნით მა­ინც, და­ი­ვიწყო ტკი­ვი­ლი, რო­მელ­შიც წლე­ბია ცხოვ­რობს ყვე­ლა შენ გარ­შე­მო. მე­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლე­ბი­ვით შენ­თ­ვი­საც შე­უც­ვ­ლელ სურ­ვი­ლად იქ­ცე­ვა იქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია ბუნ­დოვ­ნად გახ­სოვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად გი­ზი­დავს და გიყ­ვარს.

ზუს­ტად არ ვი­ცი მო­მა­ვალ­ში რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ, თუმ­ცა, ერ­თი რამ ვი­ცი უდა­ვოდ — ვიბ­რ­ძო­ლებ ჩე­მი ახალ­გო­რის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ოკუ­პა­ცია არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი უფ­ლე­ბაა იცხოვ­რო შენს მი­წა­ზე, არა­მედ ამ უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

?? ქე­თი თა­თა­რაშ­ვი­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: ოკუ­პა­ცია ჩემ­თ­ვის  ყვე­ლა­ზე მძი­მე თე­მაა, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვას­თან, უსა­მარ­თ­ლო აკ­რ­ძალ­ვებ­თან, სახლ-კა­რის იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბას­თან, უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას­თან. რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ იყოს, თა­ვი­დან ავი­რი­დებ­დი ასეთ მძი­მე ტრა­გე­დი­ას და არა­სო­დეს გან­ვაც­დე­ვი­ნებ­დი ათე­უ­ლო­ბით ათას ადა­მი­ანს ამ გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს.

ჩემს სო­ფელს მო­საბ­რუ­ნი ჰქვია და ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია, ოდეს­მე შევ­ძ­ლო ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის და­ტო­ვე­ბულ სახ­ლ­ში ჩას­ვ­ლა, მინ­და ოკუ­პან­ტი არ ად­გენ­დეს წე­სებს რო­დის, რო­გორ და სად გა­და­ად­გილ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.  უმ­ძი­მე­სი თე­მაა ჩვენ­თ­ვის ისიც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გვი­წო­დე­ბენ დევ­ნი­ლებს, წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბით კი, სტა­ტუსს მუდ­მი­ვად აფორ­მებ შენს გო­ნე­ბა­ში — მუდ­მი­ვად გახ­სოვს, რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი, დევ­ნი­ლი ხარ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში.

 ??დე­მეტ­რე ჩო­ჩე­ლი, მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: რა არის ოკუ­პა­ცია და რო­გო­რია მი­სი შე­დე­გე­ბი, ეს კი­დევ უფ­რო თვალ­ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გახ­და. ოკუ­პა­ცია თი­თო­ე­უ­ლის ოჯახ­ში შე­მო­ვი­და, დავ­ტო­ვეთ სახლ-კა­რი. ამ მოვ­ლე­ნებ­მა, შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნებ­ში გა­ა­ჩი­ნა ძა­ლი­ან დი­დი მუხ­ტი – და­ვიბ­რუ­ნოთ ის, რაც ძა­ლით წაგ­ვარ­თ­ვეს და ის, რაც ის­ტო­რი­უ­ლად ჩვენ გვე­კუთ­ვ­ნის, და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სახლ-კა­რი, ეზო, მი­წა. თუმ­ცა, ეს უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ არა ძა­ლით, რო­გორც ოკუ­პან­ტ­მა წაგ­ვარ­თ­ვა, არა­მედ უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ გა­ნათ­ლე­ბით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში სკო­ლა­ში ხელს გვიწყო­ბენ. ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია პროგ­რა­მი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მომ­წონს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თ­ულე­ბით მუ­შა­ო­ბა. სურ­ვი­ლი მაქვს, ისე­თი რამ შევ­ქ­მ­ნა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მსოფ­ლი­ომ კი­დევ უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და და­ი­ნა­ხოს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი.

სა­უ­კუ­ნის გად­მო­სა­ხე­დი­და­ნაც კი, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ ეს არის — ქვე­ყა­ნა ისე გან­ვა­ვი­თა­როთ, რომ ოკუ­პან­ტ­მაც იგ­რ­ძ­ნოს ამ კუთხით ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა. და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტერს არა ძა­ლით, არა­მედ ცოდ­ნით, გა­ნათ­ლე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბით.

ჩე­მი სურ­ვი­ლია, შევ­ქ­მ­ნა თა­მა­ში, სა­დაც მთა­ვა­რი რო­ლი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს, უფ­რო ის­ტო­რი­ულ თე­მა­ტი­კა­ზე ვფიქ­რობ. რა­ტომ თა­მა­ში? დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა გე­ი­მე­რუ­ლი ინ­დუს­ტ­რი­ით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დ­როს წა­ი­კითხავს წიგნს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ამ თა­მა­შით გა­ი­გებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნით.

?? ლუ­კა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს რე­ა­ლო­ბა­შიც მძი­მედ აისა­ხა ეს მოვ­ლე­ნე­ბი. იძუ­ლე­ბით დავ­ტო­ვეთ სახ­ლი, ჩვე­ნი მი­წა და გად­მოვ­სახ­ლ­დით ახალ­გო­რი­დან წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის, დევ­ნი­ლე­ბის­თ­ვის აშენ­და. წე­რო­ვან­ში გად­მო­სახ­ლე­ბა იმან გა­და­მა­ტა­ნი­ნა, რომ შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, ჩე­მი სოფ­ლის თა­ნა­ტო­ლე­ბიც აქ და­სახ­ლ­დ­ნენ, რა­მაც კი­დევ უფ­რო მშობ­ლი­უ­რი და ახ­ლო­ბე­ლი გა­ხა­და ეს ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და უღიმ­ღა­მო გა­რე­მო.

რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ერ­თ­ჯე­რა­დი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ქვე­ყა­ნა­ში ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებს თავს მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია, ამი­ტომ ეს არ გვაძ­ლევს არც მო­დუ­ნე­ბის და არც მშვი­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას.

რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ან რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? ჩე­მი აზ­რით, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ ოკუ­პანტს, რომ ჩვენ არ ვართ ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი, ჩვე­ნი ღირ­სე­ბის გა­თელ­ვა ასე იოლად არ გა­მო­უ­ვათ, რომ არ შე­ვე­გუ­ე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გ­ვას, რომ არ დავ­თ­მობთ მი­წას, რო­მე­ლიც ჩვენ გვეკუთ­ვ­ნის. რა თქმა უნ­და, ასე ად­ვი­ლი არ არის ამ თე­მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ თა­ვი­სი წვლი­ლი უნ­და შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. თუ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად აკე­თა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­წი­ფო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და ოკუ­პა­ცი­ის თე­მაც უფ­რო დაძ­ლე­ვა­დი გახ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც უფ­რო ღირ­სე­უ­ლად წარ­მოვ­ჩინ­დე­ბით.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა რა არის? ოც­ნე­ბა არ მაქვს, მე ამას უფ­რო მი­ზანს ვე­ძა­ხი — მინ­და, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით დავ­საქ­მ­დე და, რაც მთა­ვა­რია, მინ­და, ჩე­მი წი­ნაპ­რის საფ­ლავ­ზე მის­ვ­ლა შევ­ძ­ლო!

?? კე­სო ჯო­ხა­ძე, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: ოკუ­პა­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თაა, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვაა, ჩვე­ნი მი­წის მით­ვი­სე­ბაა, ამი­ტომ ოკუ­პა­ცია კი­დევ უფ­რო გიმ­ძაფ­რებს იმი­სად­მი ლტოლ­ვას და სიყ­ვა­რულს, რა­საც გარ­თ­მე­ვენ, რა­საც გიზღუ­და­ვენ. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, ზრუ­ნავ­დე მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და იღვ­წ­ო­დე მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის.

ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია, მშვი­დო­ბა იყოს მთელ სამ­ყა­რო­ში და მინ­და, და­ვიბ­რუ­ნოთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მი­წე­ბი.

ლალი ჯელაძე

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები