2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

23-ქულიანი ტესტის ნიმუში

spot_img

დირექტორთა სასერტიფიკაციო ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტების ინტერესებიდან გამომდინარე, „ახალი განათლება“ გთავაზობთ ქ. ფოთის №7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნანა საბულუას მიერ  შესრულებულ ე.წ. „საპროექტო წინადადების“ ტესტს. შესრულებული სამუშაო ექსპერტიზებულია როლანდ ხოჯანაშვილის მიერ და შეფასებულია დადებითად.

 23-ქულიანი დავალების პირობა

თქვენ ჩაიბარეთ ერთ-ერთი მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა და გახდით მისი ლიდერი. სკოლამ ჩაატარა თვითშეფასება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

კოლის თვითშეფასების შედეგები

კოლი ძლი მხარეები:

  • სკოლას ჰყავს მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, სწავლების პროცესი გახადონ საინტერესო და მრავალფეროვანი. ისინი თავად ქმნიან დამატებით საგანმანათლებლო მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს.
  • მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესში, იყენებენ მოსწავლეზე ორიენტირებულ და ასაკობრივად შესაბამის აქტივობებს, როგორებიცაა: დისკუსია, კითხვა-პასუხი, აზრის ნახატით გადმოცემა, აპლიკაციების შექმნა და ა.შ.
  • მასწავლებლები ატარებენ სადამრიგებლო საათებს, ინტეგრირებულ გაკვეთილებს;
  • სამივე საფეხურზე განხორციელებულია საინტერესო და მოსწავლეთათვის ასაკობრივად შესაბამისი პროექტები;
  • მასწავლებლები ხელს უწყობენ მშობელთა ჩართულობას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში (შეხვედრების, ღონისძიებებში მონაწილეობის, პროექტებში ჩართვის გზით);
  • მასწავლებლები წაახალისებენ მოსწავლეებს, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადებსა და სხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში და ამისათვის მიმართავენ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას (ატარებენ დამატებით გაკვეთილებს, მოსწავლეებს აძლევენ დამატებით სამუშაოს და ა.შ.).

კოლი გაძლებ ხარეე:

  • მასწავლებლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული ცოდნის შეფასება ხდება, ძირითადად, დახურულბოლოიანი ტესტებით, რომლითაც მოწმდება საგნის შინაარსობრივი ცოდნა
  • საშუალო საფეხურზე მასწავლებელთა ნაწილი ვერ ქმნის სათანადო მოტივაციას სწავლისთვის, რადგან, მშობელთა მოსაზრებით, მათი შვილებისთვის მნიშვნელოვანია საგამოცდო საგნებზე ორიენტირება.
  • სკოლა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა პროგრესისა და სკოლის ეფექტიანობის შეფასებისას, ძირითადად, ორიენტირებულია განმსაზღვრელ შეფასებაზე. სკოლას არ გააჩნია სწორი შეხედულება შეფასების სახეებზე.
  • წლის ბოლოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქმნის მოსწავლის დახასიათებას, რომელიც, ძირითადად, ფორმალისტურადაა შესრულებელი. დახასიათება სტანდარტულად მცირე ზომისაა და მასში ნაკლებად იკითხება მოსწავლის განვითარების ნატურალური (არსებული) და უახლოესი განვითარების ზონები.
  • საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მოტივირება. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს, იგნორირებულია კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც დამატებით ემზადებიან რეპეტოტორებთან.
  • საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მართვა. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს იგნორირებულია კლასის ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მომზადებული აქვთ დავალებები.

ოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალებები:

  1. გამოყავით ერთი პრიორიტეტული პრობლემა და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი.

ერთ-ერთი გასაძლიერებელი მხარე ასეთია, დავალების პირობის მიხედვით: საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მართვა. ხშირ შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს იგნორირებულია კლასის ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მომზადებული აქვთ დავალებები. ამ მოცემულობის მიხედვით, საბაზო საფეხურზე, კლასის მართვის პრობლემაა. პრობლემა პრიორიტეტულია, რადგან თუ კლასი არ იმართება, ე.ი. არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და სკოლა ვერ ასრულებს თავის სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციას.

  1. თქვენ მიერ შერჩეული პრობლემის პრევენციის/ინტერვენციის მიზნით, შეიმუშავეთ საპროექტო წინადადების მონახაზი ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

აპროექტო წინადადების მონახაზი

  1. პროექტის აქტუალობა (პროექტით გათვალისწინებული საკითხის მოკლე მიმოხილვა; დასაბუთება, თუ რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალური).

პროექტის მიხედვით, უნდა აღმოიფხვრას საბაზო საფეხურზე კლასის მართვის პრობლემა. მისი პროექტით მოგვარება განაპირობებს იმას, რომ გადაწყდება სკოლაში აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტია, რომ საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილი ვერ ახერხებს ვალდებულების შესრულებას. პროექტის წარმატებით განხორციელების მერე, სკოლის ერთ-ერთი გასაძლიერებელი მხარე ძლიერ მხარედ გარდაიქმნება.

  1. პროექტის მიზნები და ამოცანები (აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ ამოცანები). პროექტის მიზანია კლასის მართვის გაუმჯობესება, რომელიც მიიღწევა ამოცანის გადაწყვეტით, კერძოდ, კლასის ნაწილის იგნორირების აღმოფხვრით, ანუ მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვით.
  2. პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი სამუშაოები (აღწერეთ, რა ეტაპებისაგან შედგება პროექტი, რა აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად და როგორ უკავშირდება ეს აქტივობები პროექტის საბოლოო მიზანს).

 პროექტს განვახორციელებდი სამ ეტაპად:

♦ პრობლემის იდენტიფიცირების/აქტუალობის დადასტურების ეტაპი. განვახორციელებდი ერთ აქტივობას – კონკრეტულ კლასებში მართვის პრობლემის იდენტიფიცირება – იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენებდი დიალოგის ფორმატს საბაზო საფეხურის მასწავლებლებთან და შევთავაზებდი, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მხარდაჭერას.

♦ პრობლემის მოგვარების გეგმის შედგენა და ინტერვენციების განხორციელების ეტაპი. განვახორციელებ 5 აქტივობას:

ა) გეგმის შედგენა გონებრივი შტურმით – პროექტის გეგმის შედგენა მნიშვნელოვანია პრობლემის ეტაპობრივად მოსაგვარებლად.

ბ) პრობლემათა მოგვარებისთვის ინტერვენციების შერჩევა, სპეციალისტებთან კონსულტაციის დახმარებით (ქოუჩინგი, ტრენინგი, გამოცდილების გაზიარება, თვითრეფლექსია, თვითაქტუალიზაცია, თვითსწავლა სტერეოტიპული მიდგომების შესაცვლელად) – ეს აქტივობა დაგვაზღვევს მიზნის მიუღწევლობისგან.

გ) ინტერვენციების განხორციელების დაწყება – შესაძლო ინტერვენციების ამოქმედებით დავიწყებდით პრობლემასთან გამკლავებას.

დ) შუალედური დაკვირვების წარმოება ინტერვენციების ეფექტიანობის დასადგენად – ეს აქტივობა გვიჩვენებდა, რამდენად ეფექტიანია ინტერვენციები. მათი დაბალეფექტიანობის შემთხვევაში, შევცვლიდით და ჩავანაცვლებდით უკეთესი ღონისძიებებით.

ე) ეფექტიანი ინტერვენციების განხორციელება – შუალედური დაკვირვების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ეფექტიანი ინტერვენციების განხორციელება მიგვიყვანს მიზნამდე.

♦ შედეგების გაზომვის ეტაპი:

აქტივობა – ფინალური დაკვირების წარმოება პრობლემის აღმოფხვრის (მიზნის შესრულების) კუთხით. ამ ეტაპზე, გაიზომება შედეგები, რამაც უნდა აჩვენოს კლასებში მართვის პრობლემის აღმოფხვრა.

  1. პროექტისთვის საჭირო რესურსები (აღწერეთ, რა ადამიანური და მატერიალური რესურსი გჭირდებათ პროექტით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებისათვის, დაასაბუთეთ მათი საჭიროება).

პროექტის განხორციელებისთვის დამჭირდება:

ა) ადამიანური რესურსები: – საჭირო იქნება კვალიფიციური ადამიანური რესურსები (ქოუჩები, ტრენერები, განათლების სპეციალისტები) მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროგრესული მეთოდიკის გაცნობა-დანერგვისთვის. ამაში დამეხმარება ის, რომ სკოლას ჰყავს მოტივირებული პედაგოგები და ასეთ ადამიანებთან მუშაობით შედეგის მიღწევა ადვილდება.

ბ) მატერიალური თვალსაზრისით კი, ტექნოლოგიები, ვიდეოგზამკვლევები, სატრენინგო და სააქტო მასალები, ვიდეოჩამწერები – ანალიზისთვის, ფოკუს-ჯგუფების სამუშაოდ, ინტერვიუს ჩასაწერად, ანკეტირებისთვის, დაკვირვებისთვის.

  1. პროექტის მოსალოდნელი შედეგები, მათი ღირებულება (აღწერეთ პროექტით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები, დაასაბუთეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი, ხაზი გაუსვით მათ ღირებულებას სკოლისა და კონკრეტულად, მოსწავლისთვის). პროექტის მოსალოდნელი შედეგია კლასის მართვის პრობლემის მოხსნა, რაც გამოიწვევს სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას, პროცესის დინამიკურობას, შედეგზე ორიენტირებას, სწორი მეთოდოლოგიის დანერგვას. ძირითადი ღირებულება კი ის იქნება, რომ მოსწავლისთვის სკოლა არ იქნება უეფექტო და რუტინული დაწესებულება.
  2. პროექტის განხორციელების მონიტორინგი (აღწერეთ, როგორ გაუწევთ ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის რა მექანიზმს გამოიყენებთ პროგრესის შეფასებისათვის).

მონიტორინგისთვის გამოვიყენებდი:

  • მასწავლებელთა თვითშეფასებათა განხილვას;
  • ფოკუს-ჯგუფების გამართვას მეთოდიკურ საკითხებზე, რომლებიც განხილული იქნება ტრენინგებზე;
  • დაკვირვებათა წარმოებას სასწავლო პროცესში, ახალი მიდგომების გადატანასთან დაკავშირებით;
  • ქოუჩინგის პრინციპების გატარების ხარისხზე ინტერვიუს (ან კიდევ: დიალოგს, ჩაღმავებული ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფს…);
  • მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შესახებ სასკოლო კონფერენციის მოწყობას;
  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯგუფებზე ფოკუსირებულ დაკვირვებას.
  1. პროექტის შეფასების ინდიკატორები (აღწერეთ პროექტის შეფასების ინდიკატორები, რომლებიც ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.)

ინდიკატორებად გამოვიყენებ:

  • აკადემიური მოსწრების პროგრესის მაჩვენებლებს, რომლითაც დავადგენთ, გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში, რითაც ასევე გავიგებ, მოგვარდა თუ არა კლასის მართვის პრობლემა;
  • განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების სიხშირეს, რომლითაც დავადგენ, აწვდიან თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს შესაბამის უკუკავშირს, რომლითაც მოტივირდებიან მოსწავლეები, ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში აქტიურად და ესეც იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ კლასში მართვის პრობლემა აღმოიფხვრა;
  • თვითაქტუალიზაციისა და თვითშეფასების შესახებ რეფლექსიებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები დაგვიდასტურებენ კლასში პრობლემის შესუსტებას ან აღმოფხვრას.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები