26 აპრილი, პარასკევი, 2024

საუბრები ლიტერატურაზე

spot_img

ლი­კა წუ­ლაია

სსიპ ირაკ­ლი აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ხო­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

 

თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის „დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა“

ზოგ­ჯერ ახალ თა­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირს წი­ნა თა­ო­ბის გა­გე­ბა და მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

თა­ო­ბა­თა ცვლა და შემ­დ­გომ, ახალ თა­ო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა, არ­ც­თუ ისე მარ­ტი­ვი პრო­ცე­სია. ამ პრო­ცესს, გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე ახ­ლავს თან. თა­ო­ბა­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს შე­ი­ცავ­და, რად­გან უფ­რო­სებს ჰგო­ნი­ათ, რომ მათ აქვთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და უკეთ იცი­ან, რა უნ­და აკე­თონ შვი­ლებ­მა. შვი­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათ თვი­თონ უნ­და გან­საზღ­ვ­რონ თა­ვი­ან­თი ყო­ფა და, პი­რი­ქით, ბევრ რა­მეს უწუ­ნე­ბენ მშობ­ლებს. თა­ო­ბა­თა ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მუ­რი, ვიდ­რე ორი­ვე მხა­რე ერ­თ­მა­ნეთ­ში არ და­ი­ნა­ხავს იმ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნესს, რაც პი­რა­დად მათ აკ­ლი­ათ და რაც შე­იძ­ლე­ბა და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, ის­წავ­ლონ ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ის, რომ მშობ­ლებს და ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი რამ უნა­ხავთ და, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ, მე­ტი ცოდ­ნა აქვთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დე­ბი რომ უფ­რო გა­ბე­დუ­ლე­ბი, ზოგ­ჯერ რა­დი­კა­ლუ­რე­ბიც არი­ან, ამას­თან, აქვთ ახა­ლი იდე­ე­ბი, ახა­ლი ხედ­ვა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, ესეც ფაქ­ტია. უფ­რო­სე­ბის ვა­ლია, მა­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი­დან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ, და­ი­ნა­ხონ მათ­ში რე­ა­ლუ­რი სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბი და და­ეხ­მა­რონ გზის გა­კაფ­ვა­ში. „რამ­დე­ნა­დაც არ უნ­და მოგ­ვ­წონ­დეს ახა­ლი თა­ო­ბა, უნ­და ვენ­დოთ მას. ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი მო­მა­ვალ­ნი, არი­ან ჩვე­ნი და­ნა­ტო­ვა­რი და რა­რიგ დი­დი წარ­სუ­ლიც არ უნ­და ჰქონ­დეს ხალხს, ის მა­ინც მო­მავ­ლით უნ­და ცხოვ­რობ­დეს“. ეს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

თა­მაზ ბი­ბი­ლუ­რის მოთხ­რო­ბა­ში „დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა“ ვხე­დავთ, რომ „წარ­სულს თურ­მე დაბ­რუ­ნე­ბაც შე­უძ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ იმ წარ­სულს ჩვენ თვი­თო­ნაც არ ვშორ­დე­ბით“. დე­და­ბე­რი, მაგ­და­ნა, ნაც­ნობ ბე­რი­კაცს, მი­ხოს, „ბი­ჭო­თი“ მი­მარ­თავს. გუ­ლახ­დი­ლად უშ­ლი­ან გულს ერ­თ­მა­ნეთს, თა­ვი­ანთ გუ­ლის­ტ­კი­ვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მა­თი შემ­ყუ­რე პა­ტა­რა ბი­ჭი კი ხითხი­თებს. მას არ ეს­მის ამ მო­ხუ­ცე­ბის გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო და უბ­რა­ლო სა­უბ­რის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თა­ო­ბებს შო­რის დი­დი უფ­ს­კ­რუ­ლია. მათ ხში­რად აქვთ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია და ბევრ ისეთ პრობ­ლე­მას მო­ი­აზ­რებს, რომ­ლის გა­მოც თა­ო­ბა­თა შო­რის ხი­დი ტყდე­ბა. მო­ხუ­ცებს გუ­ლი შეს­ტ­კი­ვათ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, თუმ­ცა იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ ოჯახ­თა­ნაც არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა. ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი, გე­მოვ­ნე­ბა, მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, თა­ო­ბა­თა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხი ნე­ბის­მი­ე­რი ეპო­ქის­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია.

მახ­სენ­დე­ბა ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ნო­ვე­ლა „თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი“. მას­ში გად­მო­ცე­მუ­ლია იმ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც იმა­ზე უკეთ აღ­ზარ­და შვი­ლე­ბი, ვიდ­რე შე­ეძ­ლო. თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი ნა­ად­რე­ვად დაქ­ვ­რივ­და, რის გა­მოც სრუ­ლი­ად მარ­ტოს უწევ­და ოჯა­ხის რჩე­ნა. მას შეს­თა­ვა­ზეს კვლავ და­ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ქალ­მა უარი გა­ნაცხა­და, რად­გა­ნაც გათხო­ვე­ბა შვი­ლე­ბის ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნია. ტექ­ს­ტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ვე­ლი მი­სი კე­თი­ლი ქმე­დე­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ შვი­ლებ­მა წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს. თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი უსაზღ­ვ­რო­დაა შვი­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სულ მცი­რე ინ­ცი­დენ­ტიც კი იქ­ცა თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის სა­ბა­ბად. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყე­ნის შემ­დეგ მას შვი­ლე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ოდ­ნა­ვა­დაც კი არ გა­ნე­ლე­ბია. იგი ამის შემ­დე­გაც შვი­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტეტს უფ­რ­თხილ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტა წე­რი­ლის მი­წე­რა, რაც, რა თქმა უნ­და, წარ­მო­ად­გენ­და ერ­თ­გ­ვარ სა­ბუთს შვი­ლე­ბის გა­მარ­თ­ლე­ბი­სა. თუმ­ცა, შვი­ლებ­მა დე­და მა­ინც ვერ და­ა­ფა­სეს სა­თა­ნა­დოდ. რა­ო­დენ უსაზღ­ვ­როც არ უნ­და იყოს გა­წე­უ­ლი ამა­გი, მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი და­უ­ფა­სებ­ლო­ბა.

მახ­სენ­დე­ბა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „ბა­თა­რე­კა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი“. ბა­თა­რე­კა თოვ­ლ­მა კოშ­კ­ში გა­მო­კე­ტა, უმოქ­მე­დო­ბამ გა­ა­ბო­რო­ტა და აღარ იცის, რო­გორ გად­მო­ან­თხი­ოს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ენერ­გია და ღო­ნე. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბა­თა­რე­კა შე­ამ­ჩ­ნევს, რომ მი­სი შვი­ლი არა­ფერს აკე­თებს სახ­ლ­ში, თუმ­ცა მა­მის გაბ­რა­ზე­ბას მზია აგე­ბებს პო­ე­ზი­ას და რა­ღაც უც­ნა­ურ სი­ნათ­ლეს, რო­მე­ლიც მი­სი თვა­ლე­ბი­დან იფ­რ­ქ­ვე­ვა. გაბ­რა­ზე­ბა მზი­ას­თ­ვის უცხოა, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საზ­რუ­ნა­ვი, რაც ყო­ფით ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შია. ბა­თა­რე­კა თით­ქოს გრძნობს, რომ შვილ­მა აჯო­ბა სი­მარ­თ­ლე­ში, „რომ არა­ფე­რი იყო სახ­ლ­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლი და უცებ და­ი­მორ­ცხ­ვა ოჯა­ხის საქ­მით ან­თე­ბულ­მა მზი­ას წინ“, მაგ­რამ მზი­ამ მო­ა­შო­რა თუ არა თვა­ლე­ბი, ბა­თა­რე­კა გონს მო­ე­გო და ბრა­ზის გად­მონ­თხე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცა. უცებ ინ­ს­ტინ­ქ­ტით იგ­რ­ძ­ნო იმ უფ­ს­კ­რუ­ლის სიღ­რ­მე, მას რომ თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­გან ყოფ­და და თით­ქოს რა­ღა­ცის წი­ნა­აღ­მ­დეგ ამ­ხედ­რ­დაო და „სი­ლის გაკ­ვ­რით და­ან­თხია ქა­ლიშ­ვილს ყვე­ლა­ფე­რი და კი­ბე­ებ­ზე და­ეშ­ვა ბუ­ბუ­ნით“. მა­მა თით­ქოს თა­ვი­დან იშო­რებს შვილს. მზია, რა თქმა უნ­და, გრძნობს დიდ სუ­ლი­ერ ტკი­ვილს და ზე­ცი­დან მი­წა­ზე ჩა­მო­ვარ­დ­ნის სიმ­წა­რეს. მა­მა მზი­ას­გან მო­ითხოვს იმას, რაც გო­გო­ნას­თ­ვის ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბას­თან, უღიმ­ღა­მო ყო­ფას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი, გა­მოწ­ვე­უ­ლია თა­ო­ბა­თა შო­რის აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბით.

მახ­სენ­დე­ბა მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის, მა­მა­თა და შვილ­თა, ლი­ტე­რა­ტუ­რულ-იდე­უ­რი ბრძო­ლა. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ თა­ო­ბა­თა ცვლა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ერ­თი თა­ო­ბა ერ­თ­ბა­შად გა­დის ცხოვ­რე­ბის ას­პა­რე­ზი­დან და მის ნაც­ვ­ლად, „ცა­რი­ელ სცე­ნა­ზე“, შე­მო­დის ახა­ლი თა­ო­ბა. ჩვენ, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბას, ერ­თ­დ­რო­უ­ლად გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა ამა თუ იმ სფე­რო­ში. ეს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია და რაც ბუ­ნებ­რი­ვია, კარ­გია. შვილ­თა თა­ო­ბას მა­მა­თა თა­ო­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო იდე­ა­ლე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ, მა­თი მი­სია მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ ამო­ე­ღოთ არ­ქა­იზ­მე­ბი და ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი სიძ­ვე­ლე­ე­ბი, მწერ­ლო­ბა და­ე­ახ­ლო­ე­ბი­ნათ ადა­მი­ან­თან, ფარ­თო პუბ­ლი­კის­თ­ვის გა­ე­ხა­დათ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. მათ­თ­ვის ტრა­დი­ცი­ე­ბი არ წარ­მო­ად­გენ­და პრი­ო­რი­ტეტს. მა­მა­თა თა­ო­ბა ამ მი­სი­ებს თუ მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფორ­მას მხარს არ უჭერ­და, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქმნი­და და­ძა­ბუ­ლო­ბას და ან­გ­რევ­და კე­თილ გან­წყო­ბი­ლე­ბას.

ეს პრობ­ლე­მა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თა­ო­ბა­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა, სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა არ შეწყ­ვეტს გან­ვი­თა­რე­ბას. დროს­თან ერ­თად იც­ვ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი: გე­მოვ­ნე­ბა, სტი­ლი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბიც კი. ამას თა­ო­ბე­ბი არ უნ­და შევ­ხ­ვ­დეთ სი­ძულ­ვი­ლი­თა და უსარ­გებ­ლო კრი­ტი­კით. თუ ახალ­გაზ­რ­დე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მუ­სი­კას უს­მე­ნენ, უფ­რო­სე­ბის­თ­ვის უც­ნობ ავ­ტო­რებს კითხუ­ლო­ბენ თუ ფილ­მებს უყუ­რე­ბენ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზრს გა­ბე­დუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ და აფიქ­სი­რე­ბენ, უფ­რო­სებ­მა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და ირო­ნი­უ­ლად ზე­მო­დან გად­მო­ხედ­ვის ნაც­ვ­ლად, რო­გორც თა­ნას­წო­რებს, ისე უნ­და ეკა­მა­თონ და მო­უს­მი­ნონ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი მე­გობ­რე­ბად იგუ­ლე­ბენ მათ, რჩე­ვა­საც შე­ე­კითხე­ბი­ან და არ აღიქ­ვა­მენ ჭკუ­ის­დამ­რი­გე­ბელ, მო­საწყენ, საქ­მე­გა­მო­ლე­ულ უფ­რო­სე­ბად.

ასე რომ, ზოგ­ჯერ ახალ თა­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირს წი­ნა თა­ო­ბის გა­გე­ბა და მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

 

მა­რი­ამ სა­ნო­ძე

ირაკ­ლი აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ხო­ნის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

 

ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბა თავ­გან­წირ­ვას მო­ითხოვს

ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბა თავ­გან­წირ­ვას მო­ითხოვს. იმ­ს­ჯე­ლეთ, რო­გო­რაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ცე­მულ ტექ­ს­ტ­ში ეს პრობ­ლე­მა და რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია იგი დღეს.

ხე­ლოვ­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­ერ სამ­ყა­როს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­ქ­მაა. ამ აღ­ქ­მის ნა­ყო­ფი ეკუთ­ვ­ნის არა მხო­ლოდ მის შემ­ქ­მ­ნელს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაოა, არ გა­აჩ­ნია საზღ­ვ­რე­ბი, დრო… სუნ­თ­ქ­ვა გეკ­ვ­რის, რო­დე­საც ცდი­ლობ, გო­ნე­ბით ჩას­წ­ვ­დე ყვე­ლა­ფერს – გე­ნი­ო­სე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილს, შე­ნა­ხულ­სა და გაგ­რ­ძე­ლე­ბულს. შე­მოქ­მე­დი ყვე­ლა ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უნ­და ეცა­დო შე­აღ­წიო შე­მოქ­მე­დე­ბის არ­ს­ში, მი­უ­ახ­ლოვ­დე მშვე­ნი­ე­რე­ბის შეც­ნო­ბას, ეს ჩვენს ძა­ლებ­შია. ხე­ლოვ­ნე­ბა იმი­თა­ცაა მშვე­ნი­ე­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ იქ­მ­ნე­ბა რჩე­უ­ლე­ბის მი­ერ და ეკუთ­ვ­ნის მი­ლი­ო­ნებს. უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შე­გიძ­ლია ბუ­ნე­ბის სუ­რა­თე­ბი შე­იგ­რ­ძ­ნო და შთამ­ბეჭ­და­ვად შექ­მ­ნა შე­დევ­რი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე უდი­დე­სი ტვირ­თი­ცაა, რომ­ლის გა­მოც გი­წევს ყვე­ლაფ­რის დათ­მო­ბა და თა­ვის გა­წირ­ვაც, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხე­ლოვ­ნის ცხოვ­რე­ბა აზრს კა­რავს.

იშ­ვი­ა­თად, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ში, გაჩ­ნ­დე­ბა ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­საც ღვთი­სა­გან დაჰ­ყე­ბა უდი­დე­სი ნი­ჭი, სამ­ყა­როს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­ქ­მა, რაც უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა. მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას უდი­დე­სი შრო­მა, ტან­ჯ­ვა, ენერ­გია და ზოგ­ჯერ თავ­გან­წირ­ვაც, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნის დათ­მო­ბაც ესა­ჭი­რო­ე­ბა. ჭეშ­მა­რიტ ხე­ლო­ვან­ზე მოგ­ვითხ­რობს დი­დე­ბუ­ლი იაპო­ნე­ლი მწე­რა­ლი რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა მოთხ­რო­ბით „ჯო­ჯო­ხე­თის სუ­რა­თე­ბი“. ნამ­დ­ვილ მხატ­ვარს, ესი­ხი­დეს, არ შე­უძ­ლია იმის და­ხატ­ვა, რაც არ უნა­ხავს, ამი­ტომ მის­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ დაწ­ვა სე­ფე­ქა­ლი ეტ­ლ­ში და ამით მას უდი­დე­სი გა­მოც­და მო­უწყო. ეტ­ლ­ში ესი­ხი­დეს ქა­ლიშ­ვი­ლი იჯ­და. ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას გა­ო­რე­ბა ეწყე­ბა, რო­გორც მა­მას და რო­გორც მხატ­ვარს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მშობ­ლის შვი­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის სრულ­ყო­ფი­ლად და იდე­ა­ლუ­რად აღ­წე­რა, მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ფერს თმობს და იბ­რ­ძ­ვის შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს გრძნო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბამ გა­და­ძა­ლა – „მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა, გან­წი­რუ­ლო­ბა, ში­ში რიგ-რი­გო­ბით ეუფ­ლე­ბო­და ესი­ხი­დეს გო­ნე­ბას“. თით­ქოს და­ბა­დე­ბუ­ლია იმის­თ­ვის, რომ მხატ­ვ­რო­ბას მი­უძღ­ვ­ნას თა­ვი და ამის­თ­ვის მა­ცოცხ­ლე­ბე­ლი ძა­ლა და სიყ­ვა­რუ­ლი დათ­მოს. „ესი­ხი­დეს თა­ვი­სი ქვა­სა­ვით მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სუ­რა­თის და­ხატ­ვი­სა არ შე­უც­ვ­ლია და ერ­თი თვის შემ­დეგ ჯო­ჯო­ხე­თის სუ­რა­თე­ბით მო­ხა­ტუ­ლი თე­ჯი­რი უკ­ვე მზად იყო“ – კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მან ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ძა­ლა გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­დე­საც სას­წო­რის ერთ მხა­რეს შვი­ლის სი­ცოცხ­ლე იყო, ხო­ლო მე­ო­რე მხა­რეს, რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, შვილ­ზე მე­ტად საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მან გა­წი­რა შვი­ლი, შექ­მ­ნა შე­უ­და­რე­ბე­ლი სუ­რა­თი, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლეს ფა­სი და­ა­კარ­გ­ვი­ნა. შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ საკ­მა­ოდ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და თა­ვი ჩა­მო­იხ­რ­ჩო. რო­გორც კი მხატ­ვ­რის რო­ლი შე­ას­რუ­ლა და სა­კუ­თარ საქ­ცი­ელს ჩა­უღ­რ­მავ­და, მიხ­ვ­და თუ რამ­ხე­ლა მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღო, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა არ შე­ეძ­ლო, რად­გან სუ­რა­თის შექ­მ­ნის იდე­ით გა­ტა­ცე­ბულ­მა  დათ­მო შვი­ლი და თა­ვის რე­ა­ლურ სა­ხეს გა­უს­ვა ხა­ზი, ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი დაგ­ვა­ნა­ხა. ხო­ლო ის ად­გი­ლი, სა­დაც ესი­ხი­დე და­ა­საფ­ლა­ვეს, „ისე და­ი­ფა­რა ხავ­სით, რომ ახ­ლა აღა­რა­ვინ უწყის, ვინ მარ­ხია იქ“. ცხოვ­რე­ბის მწა­რე რე­ა­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი გახ­და ესი­ხი­დე, ის­ტო­რი­ას დარ­ჩა მის მი­ერ მო­ხა­ტუ­ლი თე­ჯი­რი, მაგ­რამ თვი­თონ სა­უ­კუ­ნო და­ვიწყე­ბის მსხვერ­პ­ლი გახ­და.

ხე­ლოვ­ნე­ბას შე­უძ­ლია რო­გორც სი­ცოცხ­ლის ჩუ­ქე­ბა, ისე მი­სი წარ­თ­მე­ვაც. ო‘ჰენ­რის მოთხ­რო­ბა­ში „უკა­ნას­კ­ნე­ლი ფო­თო­ლი“ თით­ქოს ერ­თი უბ­რა­ლო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვ­რის, მო­ხუ­ცი ბერ­მა­ნის სა­ხეა მო­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ მან ჩა­ი­დი­ნა გმი­რო­ბა და იდე­ა­ლუ­რად გა­არ­თ­ვა თა­ვი უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. და­ხა­ტა უსურ­ვა­ზის ფო­თო­ლი, გა­და­არ­ჩი­ნა ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვა­რი, მაგ­რამ შე­ე­წი­რა თა­ვად. მან დათ­მო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რამ, სი­ცოცხ­ლე, მაგ­რამ შექ­მ­ნა თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი, სი­ცოცხ­ლის გა­დამ­რ­ჩე­ნე­ლი დი­დე­ბუ­ლი შე­დევ­რი.

არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ნი­ჭი­ე­რე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვე­ბენ კი­ნო­სა და თე­ატ­რ­ში. ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ასე­თია უკი­დე­გა­ნოდ ნი­ჭი­ე­რი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი. მას ბევ­რი რა­მის დათ­მო­ბა შე­ეძ­ლო რო­ლის გა­მო. „მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონ­ში“ ოლ­ღა ბე­ბი­ას რო­ლის მო­სარ­გე­ბად, მან სა­ღი კბი­ლე­ბი ამო­ი­ღო და ამით და­ემ­ს­გავ­სა ბე­ბი­ას. მარ­თ­ლაც, რა­ო­დენ გაჟ­ღენ­თი­ლი უნ­და იყო მსა­ხი­ო­ბო­ბით და, ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, რომ ამ­ხე­ლა დათ­მო­ბა­ზე შეძ­ლო წას­ვ­ლა?!

კა­ცობ­რი­ო­ბის მრა­ვა­ლა­თას­წ­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ დღეს­დღე­ო­ბით ეს პრობ­ლე­მა აღა­რაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მა­ტე­რი­ა­ლიზ­მ­ზე გა­და­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბამ და­კარ­გა სი­დი­ა­დე. მხატ­ვარ­თა უმე­ტე­სო­ბას უჭირს რა­ი­მეს დათ­მო­ბა და თავ­გან­წირ­ვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს ჩა­ბარ­და. ნა­მუ­შევ­რებს ას­რუ­ლე­ბენ მხო­ლოდ გა­სამ­რ­ჯე­ლოს მი­სა­ღე­ბად და ავიწყ­დე­ბათ, რომ თუ ნა­მუ­შე­ვა­რი მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით არ შე­იგ­რ­ძე­ნი, მას სა­თა­ნა­დოდ ვერ შეს­რუ­ლებ. ასე­ვე სა­ყუ­რადღე­ბოა მნახ­ველ­თა გან­წყო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია. ისი­ნი ვერ სწვდე­ბი­ან ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და ყალ­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბას ემო­ნე­ბი­ან. მათ­თ­ვის მთა­ვა­რია ის, რა­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა და ფიქ­რო­ბენ, რომ რი­თაც ვერ შე­ი­მო­სე­ბი, ვერ და­ნაყ­რ­დე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო არაა, ამით კი ხაზს უს­ვა­მენ გან­ვი­თა­რე­ბის და­ბალ დო­ნეს. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა ყო­ველ­თ­ვის იყო და არის ფი­ზი­კუ­რი თვით­გა­დარ­ჩე­ნა და არა თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლის ნა­ვარ­დი.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დოა. ის ხე­ლო­ვან­ში გა­იდ­გამს ფეს­ვებს და ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს, ამის ცოცხა­ლი მა­გა­ლი­თია არ­სა­კი­ძე. თვით სიყ­ვა­რულ­მაც ვერ გა­და­წო­ნა მი­სი ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­გან ხვდე­ბო­და, რომ სვე­ტიცხო­ვე­ლი იყო ის, რის­თ­ვი­საც სულ­დ­გ­მუ­ლობ­და, სი­ნათ­ლი­სა და სი­ცოცხ­ლის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი. და მა­ინც, რა არის ხე­ლოვ­ნე­ბა? ამ შე­კითხ­ვა­ზე სა­უ­კე­თე­სო პა­სუ­ხი კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ფრა­ზაა – „ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვ­და­ვე­ბა“.

 

ნი­ნო მეშ­ვე­ლი­ა­ნი

სსიპ მო­სე ხო­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის №1  სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

 

ნე­ბის­მი­ე­რი ფა­ნა­ტიზ­მი  პი­როვ­ნუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ტოლ­ფა­სია

ფა­ნა­ტიზ­მი უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე მი­სუ­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბა და რწმე­ნაა. იგი რა­ღა­ცი­სად­მი ან ვი­ღა­ცი­სად­მი უპი­რო­ბო თავ­გან­წირ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. ფა­ნა­ტი­კო­სებს და­კარ­გუ­ლი აქვთ გან­ს­ჯი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი და და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ფა­ნა­ტიზ­მი საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მერ­თე­ბენ რა­მეს ან ვინ­მეს და არ გა­აჩ­ნი­ათ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ მათ­თ­ვის ღმერ­თის ტოლ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის ცუდ თვი­სე­ბებს. ამ­გ­ვარ­მა გა­კერ­პე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი და­ა­კარ­გ­ვი­ნოს, მათ შო­რის: სიყ­ვა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც კი.

ფა­ნა­ტი­კო­სი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ ნ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „ქორ­წი­ლის“ გმირს, ქე­თოს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ქმა­რი იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ მის გარ­და ვე­რა­ფერს ხე­დავს და არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მას აფა­სებს. უყ­ვარს ისე, რო­გორც ადა­მი­ანს — სი­ცოცხ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­სო ქე­თოს მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, პი­რი­ქით, „სახ­ლ­ში ნა­ხე­ვარ­ჯერ არ არის. შია ქე­თოს თუ სწყუ­რია არ იცის…“, ქე­თოს მა­ინც თავ­და­ვიწყე­ბით უყ­ვარს ის და ყო­ველ­თ­ვის ამარ­თ­ლებს. მი­სი თავ­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩანს მო­ნაკ­ვეთ­ში, სა­დაც ბე­სო დაჭ­რეს. ამ დროს ქე­თო ისე ცუ­დად გახ­და, რომ ექიმ­მა იქ მყო­ფებს ურ­ჩია, არა ბე­სო­ზე, არა­მედ ქე­თო­ზე ეზ­რუ­ნათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ქე­თო ფა­ნა­ტიზ­მ­მა ცუდ შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ლი­დან ორი წლის შემ­დეგ, ავ­ტორ­მა იგი ცაცხ­ვის ძირ­ში დაბ­მუ­ლი ნა­ხა, „ფეხ­შიშ­ვე­ლი… შე­მო­ხე­უ­ლი, უსა­ხე­ლო კა­ბა… შეკ­რე­ჭი­ლი თმა ფერ­მ­კ­რ­თა­ლი, და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი სა­ხე… გა­მომ­შ­რა­ლი თვა­ლე­ბი“. წინ და უკან და­დი­ო­და და თან ბუტ­ბუ­ტებ­და: „პი­რუტყ­ვი, პი­რუტყ­ვი, პი­რუტყ­ვი…“, „ჩე­მია, ჩე­მია, ჩე­მია…“ ამ სუ­რათს უფ­რო მე­ტად ტრა­გი­კულს ხდის ფაქ­ტი, რომ ამ დროს ბე­სო, თა­ვის ახალ ცოლ­თან ერ­თად, მო­სალ­ხე­ნად იყო წა­სუ­ლი. ეს მოთხ­რო­ბა იმის დას­ტუ­რია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფა­ნა­ტიზ­მი პი­როვ­ნუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ტოლ­ფა­სია.

მახ­სენ­დე­ბა კნუტ ჰამ­სუ­ნის „სიყ­ვა­რუ­ლის მო­ნე­ბი“. ამ მოთხ­რო­ბა­ში ორ ცალ­მ­ხ­რივ სიყ­ვა­რულს ვხვდე­ბით, ორი­ვე მო­ნუ­რი და ფა­ნა­ტი­კუ­რია. მიმ­ტან გო­გო­ნას უყ­ვარ­და კა­ცი, ვლა­დი­მე­რი, ვლა­დი­მერს კი უყ­ვარ­და ცირ­კის მსა­ხი­ო­ბი, ყვი­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი. გო­გო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო, ვლა­დი­მე­რის მო­ნად იყო ქცე­უ­ლი და ვლა­დი­მე­რიც მას მი­მარ­თავ­და სიტყ­ვით – „მო­ნა“, მაგ­რამ გო­გო­ნას ეს სულ არ აწუ­ხებ­და, პი­რი­ქით, სხვებ­საც ეუბ­ნე­ბო­და „მი­სი მო­ნა ვა­რო“. კა­ცი გო­გო­ნას გრძნო­ბე­ბით სარ­გებ­ლობ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად ფულს არ­თ­მევ­და, რო­მელ­საც შემ­დ­გომ ყვი­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მო­სა­ხიბ­ლად იყე­ნებ­და, მაგ­რამ გო­გო­ნას ფულს უკან ვე­ღარ უბ­რუ­ნებ­და. ერთ დღე­საც, მის­წე­რა წე­რი­ლი, რომ გრო­შიც აღარ ჰქონ­და, რად­გან ყვი­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის კვალს გაჰ­ყო­ლია, წე­რი­ლის ბო­ლო­ში კი ეწე­რა: „მე ყვი­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მო­ნა ვარ“. მარ­თ­ლაც ასე იყო, ორი­ვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მო­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და რო­გორც სხვა ყვე­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ისი­ნიც ამ ფა­ნა­ტიზმს ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლ­ნენ და და­კარ­გეს სა­კუ­თა­რი თა­ვი.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­შიც არ­სე­ბობს ფა­ნა­ტიზ­მი და ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი. ფა­ნა­ტიზ­მით ცნო­ბი­ლია ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ჩა­კე­ტი­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში მყო­ფი სა­ხელ­მ­წი­ფოა. 2011 წელს მა­თი ლი­დე­რი – კიმ ჩენ ინი მა­ტა­რე­ბელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კო­რე­ე­ლებ­მა ეს მსოფ­ლი­ოს აღ­სას­რუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს, ისი­ნი არა მხო­ლოდ გლო­ვობ­დ­ნენ და მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ, ლა­მის თავ­საც ისა­ხიჩ­რებ­დ­ნენ ამ, მა­თი აზ­რით, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი უბე­დუ­რე­ბის გა­მო. ასე­ვე ფა­ნა­ტიზ­მი იყო, რო­დე­საც საბ­ჭო­თა თა­ო­ბამ და­ი­ჯე­რა, რომ სტა­ლი­ნის სიკ­ვ­დილს მოჰ­ყ­ვე­ბო­და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა, წარ­ღ­ვ­ნა, მე­ო­რედ მოს­ვ­ლა, ქვე­ყა­ნა და­ი­ღუ­პე­ბო­და, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მო­სა­ვა­ლი არ მო­ვი­დო­და და ა.შ

ასე რომ, ფა­ნა­ტიზ­მ­მა შე­საძ­ლოა ადა­მი­ანს სა­კუთ­რი თა­ვი და­ა­კარ­გ­ვი­ნოს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ფა­ნა­ტიზ­მი ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ტოლ­ფა­სია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები