14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდის 28-ქულიანი ტესტის ნიმუში

spot_img
დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტთა შორის ყველაზე მაღალქულიანი კურიკულუმის ანალიზია.  სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) ანალიზში მაქსიმალური ქულა, რომელიც  აპლიკანტმა შეიძლება მიიღოს, სამი კრიტერიუმის 14 ქვეკრიტერიუმის სწორად პასუხის გაცემის შემთხვევაში, არის 28. ეს დირექტორობის მსურველთა ტესტებში ყველაზე მაღალქულიანი დავალებაა. „ახალი განათლება“ ითვალისწინებს აპლიკანტთა ინტერესებს და წარმოგიდგენთ ტესტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც ექსპერტიზებულია განათლების სპეციალისტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ. ტესტი შესრულებულია ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლის მათემატიკის მენტორი მასწავლებლის, ანიკა თოლორაიას მიერ. ტესტის სცენარად გამოყენებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, სახელმძღვანელოთა ავტორის, ქალბატონ მარინე ხუციშვილის მიერ შექმნილი მატრიცა.

 

დავალების პირობა

მასწავლებელი  იწყებს კომპლექსური დავალების განხორციელებას  და თქვენ, როგორც ირექტორს, წინასწარ გთხოვთ, დაესწროთ მოსწავლეების  მიერ შესრულებული  დავალებების პრეზენტაციას. დასწრებამდე, მასწავლებელმა წარმოგიდგინათ კომპლექსური დავალების გეგმა (სცენარი), რომელიც 14 ქვეკრიტერიუმის მიხედვით უნდა შეაფასოთ.

გრძელვადიანი მიზანი შუალედური სასწავლო მიზანი N1
სამიზნე ცნება –

ჟანრი

კომპოზიცია

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

 

 

(შედეგი  1,3,7

1, 2, 4, 7

1, 6, 7)

 

ქვეცნება  –

არამხატვრული ჟანრი

კომპოზიციურ-შინაარსობრივი ელემენტები,

ლექსიკა და სტილი

 

საკითხი – მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით, საკუთარი გვარის ან ქალაქის (სოფლის, უბნის) ისტორიის დაწერა

ქვესაკითხი – მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერილ თხზულებაში – ისტორიული თხზულების ჟანრობრივი მახასიათებლები, თემა, სპეციფიკური  ტერმინოლოგია.

 

საკვანძო შეკითხვა:

როგორ დავწერო ისტორიული ხასიათის თხზულება ჩემი გვარის ან ქალაქის (უბნის, სოფლის) შესახებ მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვითა და  ჟანრობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით?

რა ხერხები  გამოვიყენო საზოგადოების დასაინტერესებლად?

 

კომპლექსური დავალება

წარმოიდგინეთ, რომ ისტორიკოსი ხართ და, თქვენ მიერ მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით, დაგევალათ დაწეროთ ისტორიული თხზულება, რომლის მიზანი იქნება, საზოგადოებას გააცნოთ თქვენი გვარის ან ქალაქის (უბნის, სოფლის) ისტორია. ამისათვის:

♦   წარმოაჩინეთ ეპოქა, რომელშიც დაარსდა /წარმოიშვა თქვენი ქალაქი/სოფელი/უბანი/გვარი;

♦    გადმოეცით ტოპონიმის წარმომავლობის ისტორია (არსებობის შემთხვევაში);

♦  ისაუბრეთ იმ ისტორიულ პიროვნებებზე, რომელთა სახელთანაცაა დაკავშირებული მისი წარმოშობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

♦   გამოკვეთეთ თანამედროვეთა ღვაწლიც, რითია გამორჩეული, რომელია  ყველაზე  საინტერესო  ადგილი და რითია საინტერესო; დაიცავით ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.

♦ წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები, გამოიყენეთ შესაბამისი სტილი და  ტერმინები (მაგ., ეპოქის დასახელება, ისტორიული ძეგლების სახეობები, პიროვნებათა სოციალურ სტატუსი: მეფე, თავადი და სხვ.).

 

 

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

 

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს რომ:

შეფასების კრიტერიუმი –

 

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 

 

ჟანრი

1. ერთი ჟანრის ტექსტებს აქვთ საერთო ჟანრობრივი მახასიათებლები (შინაარსობრივი, ენობრივ-სტილური, სტრუქტურულ-ორგანიზაციული), რომლებიც განსხვავდება სხვა ჟანრების მახასიათებლებისგან.

2. ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა საჭიროა ტექსტის გასააზრებლად, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების შესადგენად.

 

კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე

1. ტექსტის მთლიანობას განაპირობებს მისი კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე. კომპოზიციას/შინაარსობრივ მხარეს ქმნის სხვადასხვა ელემენტის (მაგ., თემის, იდეის, ხედვის კუთხის, პერსონაჟთა სახეების) ერთობლიობა.

2. ტექსტის მთლიანობის განმსაზღვრელი შინაარსობრივი, სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების  ცოდნისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია წამოვაყენო ტექსტთან დაკავშირებული იდეები, წარმოვაჩინო ტექსტი ახალი კუთხით/ფორმით.

3. ტექსტებს შორის არსებულ მიმართებებზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შესასწავლი ტექსტის მნიშვნელობის, იდეების, თემების, პერსპექტივების გააზრებისთვის, ინტერპრეტირებისთვის.

4. მთლიანობის განმსაზღვრელი შინაარსობრივი და სტრუქტურულ-ორგანიზაციული ელემენტების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექსტების სიღრმისეულად გასააზრებლად, მიზნის შესაბამისი ტექსტების შესადგენად.

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

 1. მწერლები გვიზიარებენ თავიანთ გრძნობებს, გამოცდილებას, დამოკიდებულებებს, განწყობასა და მოსაზრებებს ოსტატურად შერჩეული ენობრივი საშუალებების – სიტყვების, ფრაზების – გამოყენებით.

2. მწერლები იყენებენ სხვადასხვა ენობრივ საშუალებას იმისათვის, რომ მოახდინონ შთაბეჭდილება მკითხველზე, დაარწმუნონ მკითხველი.

3. ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექსტების სიღრმისეულად გასააზრებლად, ნიუანსების აღმოსაჩენად; მიზნის შესაბამისი ტექსტების შესადგენად.

 

 

• რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი ისტორიული თხზულებაა, რა წყაროებს დაეყრდენით ნამუშევრის შექმნისას (ჟანრი);

•   რამდენად და როგორ დაგეხმარათ ლეონტი მროველის „მოქცევაი ქართლისაი“ თქვენი ნაშრომის შექმნაში (ჟანრი, კომპოზიცია);

•   რით ჰგავს თქვენი ნამუშევარი თქვენთვის ნაცნობ ისტორიულ თხზულებას/ თხზულებებს? (კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები);

•  რა სპეციფიკური ტერმინოლოგია გამოიყენეთ ნამუშევარში (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები).

 

 

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

აქტივობა 1. წინარე ცოდნა-გამოცდილების გახსენება

კითხვები:

• რატომაა მნიშვნელოვანი სამშობლოს ისტორიის ცოდნა?

• როგორ ფიქრობთ, რას ეყრდნობა ისტორიკოსი ისტორიული თხზულების წერისას?

აქტივობა 2. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

კითხვები:

•   როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?

•  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1 . რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი ისტორიული თხზულებაა, რა წყაროებს დაეყრდენით ნამუშევრის შექმნისას (ჟანრი); რამდენად და როგორ დაგეხმარათ ლეონტი მროველის „მოქცევაი ქართლისაი“ თქვენი ნაშრომის შექმნაში (ჟანრი, კომპოზიცია);

აქტივობა 1. ტექსტის გაცნობამდე დასამუშავებელი საკითხები: ისტორიული თხზულება; ტექსტის პარაფრაზირება

აქტივობა 2. ტექსტის გაცნობა კომენტირებული კითხვის მეთოდით, მისი დამუშავება/გააზრება სახელმძღვანელოში წარმოდგენილ კითხვებზე დაყრდნობით;

აქტივობა 3. სახელმძღვანელოში მოცემული საინფორმაციო/ისტორიული ხასიათის ტექსტების დამუშავება;

აქტივობა 4.  ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე მუშაობა;

აქტივობა 5. მუშაობა შერჩეულ საკითხზე წყაროების მოძიება-დახარისხების გზით.

რესურსი 1. ლეონტი მროველი, „მოქცევა მირიან მეფისა“…(სახელმძღვანელო, გვ.161-175)

რესურსი 2. საინფორმაციო ტექსტის დამუშავება

აბზაცი რეზიუმე
I
II
III
IV
V

 

       რესურსი 3. წყაროებზე მუშაობა, ინფორმაციის დახარისხება

 

წყაროები ეპოქა ტოპონიმის წარმომავლობა ისტ. პიროვნებები, მოვლენები თანამედროვენი

 

თვითმხილველთა ჩანაწერები
გამოკვლევები (სამეცნ. ნაშრომები)
დოკუმენტ. მასალა (ფოტოები, რუკები…)

 

თქმულებები, გადმოცემები
სხვა ისტ. წყაროები

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

•   ტექსტის კომენტირებული კითხვა;

•   ტექსტის დამუშავება სახელმძღვანელოში მოცემული კითხვების საშუალებით;

•   რა ვიცით ლეონტი მროველის შესახებ? (ინფორმაცია სახელმძღვ. გვ.167);

•    როგორ დაადგინეს ქართლის გაქრისტიანების თარიღი? (ინფორმაცია სახელმძღვ. გვ.167);

•   წაიკითხეთ სახელმძღვანელოში მოცემული ნაწყვეტი „საქართველოს ისტორიის“ მეორე ტომიდან და დაწერეთ თითოეული აბზაცის რეზიუმე (მოკლე შინაარსი) ცხრილში (2).

•   ამოიწერეთ ნაწყვეტიდან სპეციფიკური/დარგობრივი ლექსიკური ერთეულები და იმსჯელეთ, რას აღნიშნავს და რა კონტექსტშია ისინი გამოყენებული;

•    მოიძიეთ წყაროები (მასალა) თქვენ მიერ შერჩეული (გვარის/ქალაქის/უბნის/სოფლის) საკითხის
შესახებ;  მოძიებული წყაროები დაახარისხეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სქემა 3:

 

ნაბიჯი 2 . რით ჰგავს თქვენი ნამუშევარი თქვენთვის ნაცნობ ისტორიულ თხზულებას/თხზულებებს (კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები)?; რა სპეციფიკური ტერმინოლოგია გამოიყენეთ ნამუშევარში (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები).

აქტივობა 1. მუშაობა ისტორიული თხზულების ჩარჩოზე

აქტივობა 2. შავი მონახაზის (პირველადი ვერსიის) შექმნა

ნაშრომის წარდგენა

რესურსი 1. თხზულების ჩარჩო

 

შესავალი
(შერჩეული საკითხის დასახელება)
ძირითადი ნაწილი:
ეპოქა, რომელშიც დაარსდა/წარმოიშვა…
ტოპონიმის/გვარის წარმოშობის ისტორია
ისტორიული პიროვნებები/გამორჩეული პიროვნებები, მათთან დაკავშირებული მოვლენები
თანამედროვეთა ღვაწლი
დასკვნა/შეჯამება

 

 

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

 

•  რაზე ისაუბრებთ თხზულების შესავალ ნაწილში?

•   რას შეეხება ძირითადი ნაწილი?

•  რა დაიწერება დასკვნაში?

•    როგორ დაგეხმარებათ თქვენ მიერ შევსებული სქემები ნამუშევრის შექმნაში?

•  როგორ დაასათაურებთ ნაშრომს?

•   როგორ/რა ხერხების გამოყენებით შევქმნა თავდაპირველი ვერსია?

•   რამდენად სრულად, ქრონოლოგიურად გადმოვეცი გვარის/ქალაქის (უბნის, სოფლის) ისტორია?

•   რამდენად სწორად გამოვიყენე სპეციფიკური ტერმინები/ლექსიკა?

•   ვარიანტი?

• რა უნდა შევცვალო, დავამატო ან ამოვიღო ჩემს თხზულებაში, რათა დავაკმაყოფილო შესრულების კრიტერიუმები?

•   როგორ  გავაუმჯობესო თხზულების თავდაპირველი ვარიანტი, დავალების მოთხოვნათა შესაბამისად, საბოლოო ვერსიის მოსამზადებლად?

 

 

კრიტერიუმები

ა) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას;

ბ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი გლობალურუნქციური უნარებისა და მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას;

გ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

კრიტერიუმების ქვეკრიტერიუმები პასუხებით:

ა) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას:

  1. გრძელვადიან მიზანზე ორიენტირებულობა

სასწავლო სცენარის მიხედვით, პროცესი ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, გრძელვადიან მიზნებს წარმოადგენს სასწავლო ცნება/ცნებები და საფეხურის შედეგები. სცენარში (დაგეგმილ პროცესში) წარმოდგენილია სამიზნე ცნებები (ჟანრი, კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები) და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, ასევე – საფეხურის შედეგების ინდექსები.

  1. შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება                   

მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობიდან (აქტივობა 1) ჩანს, წინარე ცოდნის გააქტიურება, მასწავლებელმა მოსწავლეებს წინარე ცოდნა-გამოცდილების გახსენების, შინაგანი ძალების გააქტიურების მიზნით  დაუსვა შეკითხვები:

ა) რატომაა მნიშვნელოვანი სამშობლოს ისტორიის ცოდნა?

ბ) როგორ ფიქრობთ, რას ეყრდნობა ისტორიკოსი ისტორიული თხზულების წერისას?

  1.  საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება

ცოდნის აგება ეტაპობრივად ხდებოდა – ჯერ წინარე ცოდნა გააქტიურეს, (აქტივობა1)  შემდეგ,   შინაარსის გაცნობამდე, მასწავლებელმა მიაწოდა მასალა და რესურსები მოსწავლეებს, შემდეგ მოხდა ტექსტის გაცნობა (ნაბიჯი1, აქტივობა 1-5, რესურსი1, 2) კომენტირებული კითხვის მეთოდით, მისი დამუშავება/გააზრება სახელმძღვანელოში წარმოდგენილ კითხვებზე დაყრდნობითა და  მუშაობა შერჩეულ საკითხზე წყაროების მოძიება-დახარისხების გზით, ეს ყველაფერი მოსწავლეს აძლევს საშუალებას, წინარე ცოდნაზე დააშენოს ახალი. მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები იძლევა საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება-გააზრების საშუალებას.

  1.  ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება

ცოდნის ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება ზრდის  გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს. ეს არის ცნებებისკენ ორიენტირება, რაც გულისხმობს ქვეცნებების, ქვესაკითხების ურთიერთკავშირს.

დაგეგმილი პროცესი ნამდვილად იძლევა ცოდნის აგების, ორგანიზებისა და ურთიერთდაკავშირების საშუალებას. რაც მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლო  მიზნის შესაბამისად გააზრებაში, რომ ცოდნის ტრანსფერამდე მივიდეს, ასევე მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის პროცესის მართვის კუთხით.  სცენარში ნაჩვენებია, რომ მასწავლებელი ცოდნის ორგანიზებისა და ურთიერთდაკავშირებისთვის იყენებს აქტივობებსა და შეკითხვებს:

  • ამოიწერეთ ნაწყვეტიდან სპეციფიკური/დარგობრივი ლექსიკური ერთეულები და იმსჯელეთ, რას აღნიშნავს და რა კონტექსტშია ისინი გამოყენებული;
  • მოიძიეთ წყაროები (მასალა) თქვენ მიერ შერჩეული (გვარის/ქალაქის/უბნის/ სოფლის) საკითხის შესახებ;  მოძიებული წყაროები დაახარისხეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი სქემა 3: 

1)  რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნაშრომი ისტორიული თხზულებაა, რა წყაროებს დაეყრდენით ნამუშევრის შექმნისას (ჟანრი);

2)  რამდენად და როგორ დაგეხმარათ ლეონტი მროველის „მოქცევაი ქართლისაი“ თქვენი ნაშრომის შექმნაში (ჟანრი, კომპოზიცია);

3)   რით ჰგავს თქვენი ნამუშევარი თქვენთვის ნაცნობ ისტორიულ თხზულებას/ თხზულებებს? (კომპოზიცია, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები);

4)  რა სპეციფიკური ტერმინოლოგია გამოიყენეთ ნამუშევარში (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები) 

  1. ორიენტირებულობა ცოდნის სამივე კატეგორიაზე

დაგეგმილი გაკვეთილი მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას,  რომელიც  მასწავლებლის მიერ დასმულ მიზნობრივ   შეკითხვებშიც ჩანს. მაგალითად:

  • რა ვიცით ლეონტი მროველის შესახებ? (დეკლარატიული)
  • როგორ დაადგინეს ქართლის გაქრისტიანების თარიღი? (პროცედურული)
  • რა უნდა შევცვალო, დავამატო ან ამოვიღო ჩემს თხზულებაში, რათა დავაკმაყოფილო შესრულების კრიტერიუმები? (პირობისეული) 

ბ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი გლობალურფუნქციური უნარებისა და მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას:

  1. რიტიკული აზროვნების განვითარება

გახსენება, ამოცნობა, ფაქტებით დასკვნის ჩამოყალიბება, ვარაუდების გამოთქმა, კლასიფიცირება, შედარება და ა.შ.  იძლევა კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას.  სასწავლო სცენარიდან ჩანს, რომ მასწავლებლის მიერ დაგეგმილი  პროცესები კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს: ნაწყვეტიდან უნდა ამოეწერათ სპეციფიკური/დარგობრივი ლექსიკური ერთეულები და ემსჯელათ, რას აღნიშნავს და რა კონტექსტშია ისინი გამოყენებული; მოეძიებინათ მასალა,  მათ  მიერ შერჩეული (გვარის/ქალაქის/უბნის/სოფლის) საკითხის  შესახებ;  მოძიებული მასალები კი დაეხარისხებინათ სქემის მიხედვით  და სხვ.

  1. შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

კითხვის დასმა, იდეების გენერირება, მიდგომების მრავალფეროვნება და ა.შ. ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

კერძოდ: ნაშრომის შექმნა/წარდგენა, რესურსი 1. თხზულების ჩარჩო – შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

  1. მეტაკოგნიციის მხარდაჭერა

მოსწავლე აგებს თავისი ცოდნის პროცესს, შეიმეცნებს ახალ ცოდნას,  დაამუშავებს საინფორმაციო ტექსტს, შემდეგ  რესურსი 3-ის საშუალებით წყაროებზე მუშაობისას, ახარისხებს ინფორმაციას და ქმნის თხზულების ჩარჩოს, რომელიც შედგება – შესავალი ნაწილი, შუა ნაწილი და შეჯამება/დასკვნა. ცოდნის ამგვარად აგების პროცესში, მოსწავლე გაიაზრებს თავის მიმდინარე კოგნიტურ-ემოციურ მდგომარეობას, მოახდენს თავისი სუსტი და ძლიერი მხარის იდენტიფიცირებას, რაც დაეხმარება საკუთარი სწავლის მართვაში. საგნობრივი საკითხის ცოდნა მოსწავლეს მისცემს საშუალებას, შექმნას კომპლექსური დავალების პროდუქტი ,,ისტორიული თხზულება“ და მესამე, დასკვნით ეტაპზე, თითოეული მოსწავლე  წარადგენს შესრულებულ კომპლექსურ დავალებას.  მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მოცემული კომპლექსური დავალება იძლევა საშუალებას, მოსწავლემ დაგეგმოს თავისი სწავლის პროცესი, ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, შეაფასოს ეს პროცესი და მუდმივად მეთვალყურეობდეს მასზე.

  1. თანამშრომლობა და კომუნიკაცია

თანამშრომლობა ერთად მუშაობა, საერთო პასუხისმგებლობის აღება,  საერთო მიზნის მისაღწევად აქტივობების გამართვა, ხოლო კომუნიკაცია გულისხმობს შემდეგს: მეტყველების ტიპის (თხრობა, აღწერა, შედარება…) შერჩევა, დიალოგში გაყოლა, აღიარება, ინფორმირება, თვითრეფლექსია, უკუკავშირი… ცოდნის აგების პროცესში მოსწავლე კლასში თანამშრომლობით, აზრთა ურთიერთგაცვლით, წინარე ცოდნის გააქტიურებით ეფექტური კომუნიკაციის  თანამშრომლობით უნარებს გამოიმუშავებს.

  1. ორიენტაცია მოსწავლის ავტონომიურობასა და თვითრეგულაციაზე

მასწავლებელმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეს დაავალა კონკრეტული პროდუქტის შექმნა. დავალება სრულად ავტონომიური პროდუქტია, რადგან მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ და ქმნიან ისტორიული თხზულებას, რომლის მიზანი, საზოგადოებისთვის  თავისი გვარის ან ქალაქის (უბნის, სოფლის) ისტორიის გაცნობაა,  რითაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები.  ბავშვს შეუძლია, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს და  თავისი ინტერესების და შესაძლებლობების ფარგლებში  შექმნას დავალების პროდუქტი.  ასევე,  შესაძლებლობა აქვს, იყოს პროცესზე ორიენტირებული: დაისახოს მიზანი, დავალების შესრულების პროცესი დაგეგმოს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დაინახოს თავისი ძლიერი  მხარე და განიცადოს თვითეფექტურობა, პოზიტიურად შეაფასოს საკუთარი მიღწევა და ნაშრომი. გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი რესურსი და სწავლის სტრატეგიები. 

გ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას:

  1. მიზნობრიობა

დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მიზნობრივია, რადგან იძლევა შესაძლებლობას მოსწავლე შეფასდეს კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპების, მეტაკოგნიტური უნარების, ფუნქციურ-კომპონენტური უნარებისა და თვითრეგულაციის მიმართულებით, რაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიმართულებებია, რომელზეც უნდა გავიდეს თითოეული მოსწავლე, რაც შეუწყობს ხელს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას.

დავალებაში არის მოკლევადიანი, შუალედური და გრძელვადიანი სასწავლო მიზნები, რომელსაც ემატება თხზულებიდან გამომდინარე იმ უნარების  განვითარება, რომელიც სჭირდება მოსწავლეს. სცენარში ჩანს, რომ აკადემიური მიზნების გარდა არის კიდევ სხვა ტიპის სოციალური და ემოციური უნარების განვითარების საფუძველი, თუნდაც ის, რომ ეპოქა, რომელშიც დაარსდა/წარმოიშვა ტოპონიმი/გვარი, ისტორიული პიროვნებები/გამორჩეული პიროვნებები, მათთან დაკავშირებული მოვლენები, თანამედროვეთა ღვაწლი და სხვა.

  1. ინდივიდუალური მიდგომა

ინდივიდუალური მიდგომაა თუნდაც ყველა იმ შეფერხებაზე მხარდაჭერა, რომელიც წარმოიშობა  სასწავლო პროცესის დროს. მაგალითად, ინდივიდუალური მიდგომებისთვისაა კითხვები: როგორ ჩამოაყალიბებთ თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან დავალება?  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება? ასევე, ინდივიდულაური მიდგომა ჩანს იმაში, რომ სხვადასხვა მზაობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა სირთულის კითხვა.

  1. განმავითარებელი მხარდაჭერა

სწავლის პროცესში მასწავლებელი აძლევს  მოსწავლეს სწორ მიმართულებას, აჩვენებს მას გაუმჯობესების დინამიკას და ეხმარება წინსვლაში. რის საშუალებასაც იძლევა ეტაპებად დაყოფილი  საგაკვეთილო პროცესი, სადაც  თითოეულ ეტაპზე მასწავლებელი იძლევა უკუკავშირს საჭიროების მიხედვით, მაგ.: ტექსტის დამუშავება/გააზრება სახელმძღვანელოში წარმოდგენილ კითხვებზე დაყრდნობით;

აქტივობა 3. სახელმძღვანელოში მოცემული საინფორმაციო/ისტორიული ხასიათის ტექსტების დამუშავება;

აქტივობა 4.  ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებზე მუშაობა;

აქტივობა 5. მუშაობა შერჩეულ საკითხზე წყაროების მოძიება-დახარისხების გზით.

რესურსი 1. ლეონტი მროველი, „მოქცევა მირიან მეფისა“…(სახელმძღვანელო, გვ.161-175)

რესურსი 2. საინფორმაციო ტექსტის დამუშავება და სხვ.

  1. მოსწავლის პიროვნების მხარდაჭერა

პიროვნების მხარდაჭერაში ვგულისხმობთ აღიარებას, სუსტი მხარეების დაძლევას, დიალოგის წარმართვისას ძლიერი მხარეების წარმოჩენას. პიროვნული მხარდაჭერის შემცველია სცენარის ფინალური ნაწილი და კითხვები: რა უნდა შევცვალო, ამოვიღო ან დავამატო ჩემს თხზულებაში, რათა დავაკმაყოფილო შესრულების   კრიტერიუმები. როგორ, რის საფუძველზე გავაუმჯობესო თხზულების თავდაპირველი  ვარიანტი ბოლო ვერსიის მოსამზადებლად.

შენიშვნა: ტესტში, შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო სხვა მაგალითებიც. პასუხები, არაერთგვაროვნების მიუხედავად, სწორი შეიძლება იყოს, რადგან სასწავლო პროცესი/მატრიცა/სცენარი ამის საშუალებას იძლევა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები