25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

spot_img

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის №32 სკოლის პერსონალის ტესტის პასუხების შედეგად, 21 პედაგოგს, მათ შორის, დირექტორს და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ ეს ფაქტი დაადასტურა და მისივე თქმით, ამ დროისთვის, ისინი სკოლაში იმყოფებიან, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან და ჯერ არ იციან, სად გადაიყვანენ. ნათია ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, სიმპტომი არავის აღენიშნება.

♦ ♦ ♦

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  სკოლის თანამშრომლებს მიმართა და მოუწოდა, რომ იმ პირებმა, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ აჭარაში იმყოფებოდნენ, სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ.

გიორგი გახარია: „მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, მასწავლებელს, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რომ ორი კვირის განმავლობაში, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში,თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან და საქმის კურსში ჩააყენონ ამის შესახებ განათლების სამინისტრო.“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი განცხადა, რომ მასწავლებლების შერჩევითი ტესტირება იგეგმება.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები