27 ივლისი, შაბათი, 2024

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

spot_img

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თბილისის №198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა.

მიხეილ ჩხენკელი: „21 მარტს საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2022 წელს მთავარი გზავნილია – #ინკლუზიანიშნავს – ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა გახლავთ, რაც ყველას განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება ხომ თითოეული ადამიანის უფლებაა.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, აუცილებელია საზოგადოებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა. ამ მიზნის მიღწევა კი ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი“.

 წელს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

 დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. საქართველო წელს მეთერთმეტედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას. 2022 წლის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები