2 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ჟანა ხაჩატურიანი

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახ. ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ:

  • ელენე ბეთლემიშვილი, გორის №3 და №8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ნესტან კუბლაშვილი, თბილისის №172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • შალვა მინდაძე, თბილისის №70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
  • ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ,ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

ფინალისტები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარმა მხარდამჭერმა, საქართველოს ბანკმა 5000 ლარით დააჯილდოვა, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდმა – 2500 ლარით.

ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ.

ინფორმაციისთვის ⇒ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, საქართველოში, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

  • გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
  • მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
  • ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მხარდამჭერი და სპონსორი -კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
  • მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.

 

გაიცანით ფინალისტი

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება