12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

2025 წლის გამოცდების დეტალური განრიგი 

spot_imgspot_img

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

ქართული ენა და ლიტერატურა

3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

ოსური ენა

3 ივლისი (პირველი სესია);

უცხოური ენა

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

7 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)

9 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)

9 ივლისი (მეორე სესია);

ისტორია

10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

11 ივლისი (პირველი სესია);

ქიმია

11 ივლისი (მეორე სესია);

მათემატიკა

14 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

გეოგრაფია

15 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება

16 ივლისი (პირველი სესია);

ბიოლოგია

17 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა

18 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა

21 ივლისი (პირველი სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

22 ივლისი (პირველი სესია).

საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგ:

21 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

22 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 2025 – განრიგი

2025 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურს ჩატარდება 10 ივლისს (მეორე სესია). დეტალური ინფორმაცია გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება