გთავაზობთ 2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას:
◊ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
◊ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
◊ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
◊ მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
√ ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
√ ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
√ ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.