6 მარტი, ხუთშაბათი, 2025

2025  წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

spot_imgspot_img

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება – ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს  ბრიფინგი გამართა.

 „წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე  – იმ შემთხვევაში, თუ  ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:

ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან.

მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცი – პრი­მო ლე­ვის „გა­ნა ეს ადა­მი­ა­ნია“

„აუშ­ვი­ცის გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, არას­დ­როს არა­ფერს დავ­წერ­დი. მი­ზე­ზი არ მექ­ნე­ბო­და, მე­წე­რა, არც არა­ფე­რი მი­ბიძ­გებ­და სა­ა­მი­სოდ: იტა­ლი­ურ­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ა­ში - სუს­ტი, უფ­რო ფი­ზი­კა...

ბლოგი

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა?!“

„დე­და­ზე მე ისე­თი რა უნ­და ვთქვა, მაგ­რამ ჩე­მი მო­სა­ყო­ლი მა­ინც უნ­და მოვ­ყ­ვე,“ — ასე იწყე­ბა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „მე დე­და­ზე ისე­თი რა უნ­და ვთქვა“....

კულტურა

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და

ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან, დოდო ყვავილაშვილთან        16 წლის წინ, 2009 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გარ­და­იც­ვა­ლა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე. გა­სულ წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სე­რი­ა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნე­ლი...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები