3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა

spot_img

2024 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ:

  • გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ფინალისტები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოქროს სპონსორმა ლიბერთიმ 5000 ლარით, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები 2500 ლარით დააჯილდოვა.

ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები