12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

spot_img

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები, პარტნიორები, მხარდამჭერები, გასული წლების გამარჯვებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდია.

გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:

◊ წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

◊ წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

◊ წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

◊ წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

◊ საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა

◊ პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა

ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გასცემენ სპეციალურ პრიზებს.

პროფესიული განათლების 2024 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6

⇒ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს  ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები