13 ივლისი, შაბათი, 2024

2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება

spot_img

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება.

მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა უნდა, არსებულ სტატუსებს.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება.

⇒ დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან, საშუალოდ, 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს;

⇒ 600 ლარით – 8000-მდე;

⇒ 700 ლარით – 5000-მდე;

⇒ 800 ლარით – 3000-მდე პედაგოგს, რაც, ჯამში, მასწავლებელთა 70%-ზე მეტს

შეადგენს.

დაახლოებით 25 პროცენტამდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე – მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია, დაახლოებით, მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე, იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები