23 ნოემბერი, შაბათი, 2024

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

spot_img

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები

⇒ ვერა სომხიშვილიგორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

⇒ თამარ ადამიათბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი;

⇒ ივანე გოქაძექუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი;

⇒ ეკა სეფიაშვილიდედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის  მასწავლებელი;

⇒ ნანი კირკიტაძეხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი;

⇒ ნანა წიწუაშვილი – გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;

⇒ მამუკა კუჭავა – სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი;

⇒ ეკატერინე გურგენაშვილი – თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

⇒ ანა ანუშიძე – ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი;

⇒ ზურაბ ინასარიძეახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ 10 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა. შესაბამისად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები