28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

2023 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატება

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს კიდევ ერთი დაემატება.

 საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს:  თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და  ხულოში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კიდევ ერთი  საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში გაიხსნება. 

 შეგახსნებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge   2 მარტს გამოქვეყნდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები