ერთდღიანი შესვენების შემდეგ, აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. პირველი სესიაზე დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა 95%-მდე გამოცხადდა, დღეს გამოცდაზე არავის დაუგვიანია.
მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, ზუსტად 15 საათზე დაიწყება მეორე სესია.
✅ ხვალიდან აბიტურიენტებს 3-დღიანი შესვენება ექნებათ და 10 ივლისს საგამოცდო პროცესი უცხოური ენის გამოცდით განახლდება. 10-11 ივლისს ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება ორ სესიად, 12 ივლისს კი მხოლოდ პირველ სესიაზე, მეორე სესიაზე აბიტურიენტები უკვე ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდებს ჩააბარებენ.
✅ 12 ივლისს ჩატარდება, ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.
📢 გისურვებთ წარმატებას!