24 ნოემბერი, კვირა, 2024

2023 წლის საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით გრძელდება

spot_img

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. პირველი სესიაზე დარეგისტრირებულ გამოსაცდელთა 95%-მდე გამოცხადდა,  დღეს გამოცდაზე არავის დაუგვიანია.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, ზუსტად 15 საათზე დაიწყება მეორე სესია.

ხვალიდან აბიტურიენტებს 3-დღიანი შესვენება ექნებათ და 10 ივლისს საგამოცდო პროცესი უცხოური ენის გამოცდით განახლდება. 10-11 ივლისს ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება ორ სესიად, 12 ივლისს კი მხოლოდ პირველ სესიაზე,  მეორე სესიაზე აბიტურიენტები უკვე ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდებს ჩააბარებენ.

12 ივლისს ჩატარდება, ასევე,  სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.
📢 გისურვებთ წარმატებას!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები