27 ივლისი, შაბათი, 2024

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

spot_img

განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

2023 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ნანა გოგატიშვილი – თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის №182 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მანუშაკ მკრტჩიანი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ნინო ფსუტური – გორის №8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;

თამარ ცანავა – თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის №178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

ლელა წურწუმია – გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი;

ნესტან ხორხომელიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები – ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები