19 აპრილი, შაბათი, 2025

2022 წლის ნაშრომების გასწორება დაიწყო

spot_imgspot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ნაშრომებს ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ასწორებენ. პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო და ის გამოცდების პარალელურად   მიმდინარეობს.

საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს. შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება  აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება